ბოსტნეულის რაგუ თურქულად
საჭირო ინგრედიენტები: ეს კერძი გამოდგება სადილადაც და ვახშმადაც. 2-3 ცალი კარტოფილი, 2 ცალი ბადრიჯანი (ან 1 ცალი – დიდი ზომის), 1-2 ცალი ყაბაყი, 2-3 ცალი ბულგარული წიწაკა, 4-5 სადილის კოვზი ზეთი, 200 გრამი იოგურტი, 2 კბილი ნიორი, 1 კონა კამა, მარილი – გემოვნებით (იოგურტის შეცვლა შეიძლება არაჟნით).
მომზადების წესი: ბადრიჯანი და ყაბაყი დაჭერით თხელ რგოლებად (გნებავთ – გათალეთ, გნებავთ – კანი დაუტოვეთ), კარტოფილი – თხელ ფირფიტებად, ბულგარული წიწაკა კი – ჩხირებად. შეგიძლიათ, ბულგარული წიწაკა მოათავსოთ აირღუმელში, გამოაცხოთ და კანი გადააცალოთ. ბოსტნეული მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში (გნებავთ ფენებად ჩაყარეთ, გნებავთ – არეულად). დანამეთ ზეთით და 40 წუთით მოათავსეთ აირღუმელში.
მოამზადეთ სოუსი: არაჟანში ან იოგურტში შეურიეთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, მარილი – გემოვნებით და მოასხით ბოსტნეულს, კარგად რომ გააჯეროთ.