კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის ჩაიდენს სიგიჟეებს ცხოვრების ყველაზე ცხელ, რომანტიკულ და საინტერესო ეტაპზე ჯულიანა ბარ-გნარი და ვისი ოჯახი არ დაანგრია მან

იმაზე რომ, 23 წლის ჯულიანა ბარ-გნარი სამეჯლისო ცეკვების ჯადოქარია, არავინ დავობს. მართალია, ერთი შეხედვით მშვიდი ბუნების ადამიანი ჩანს, მაგრამ, ამ სიმშვიდის მიღმა ნამდვილი ვულკანი იმალება. ჯულიანა საკმაოდ სასიამოვნო და გულახდილი მოსაუბრეა, თუმცა, არ უყვარს, როცა კითხვას პირად საკითხებზე უსვამენ და პასუხის გაცემას, ყოველთვის თავს არიდებს.
– ის, რომ საოცრად ცეკვავ და სცენაზე გამოსული ცეცხლს ანთებ, ყველამ იცის, მაგრამ, ბევრს გაუკვირდება, რომ გაიგებს, შენს ნამდვილ პროფესიას. არ მეთანხმები?
– დიახ, ბევრს უკვირს ჩემს სტომატოლოგობას რომ იგებს, თუმცა, უფრო გაუკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ბავშვობაში ძალიან კარგად ვხატავდი და მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი. მეუბნებოდნენ, მხატვრობა პერსპექტიული საქმე არ არის საქართველოშიო, მეც გული ამიცრუვდა და ეს ოცნება აუხდენელი დამრჩა. მიუხედავად ამისა, ვერ ვიქნები უმადური, ვერ დავიწუწუნებ, რადგან, ბევრი ოცნება ამიხდა და მიზნებსაც მივაღწიე. მხატვარი ვერ გამოვედი, მაგრამ, გადავწყვიტე ექიმობა, ჩავაბარე სტომატოლოგიურზე და ახლა ამ პროფესიას ვეუფლები.
– როგორ გგონია, კარგი ექიმი იქნები?
– ძალიან კარგი ხელი მაქვს და მეუბნებიან, შენგან კარგი სტომატოლოგი დადგებაო. ვნახოთ. სხვათა შორის, პირველ კურსზე, პირველმა გავაკეთე ბჟენი და საკმაოდ წარმატებულად.
– არჩევნის წინაშე რომ დადგე – ცეკვა თუ ექიმობა, რომელს აირჩევ?
– რასაკვირველია, ცეკვას (იცინის). ცეკვა ჩემი ცხოვრებაა და ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ცეკვის გარეშე, ანუ, ჩემი მთავარი პროფესია მაინც ცეკვაა და მერე – სტომატოლოგობა. მოცეკვავე არასდროს არის დაზღვეული ფიზიკური ტრავმისგან. რომ დავფიქრდები, ღმერთმა დამიფაროს და, მეც რომ რამე დამემართოს, მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: მაინც ვიცეკვებ! მეხუმრებიან, ხომ აზღვევენ მომღერლები – ხმის იოგებს, პიანისტები – თითებს, შენც დააზღვიე შენი სხეული და დაცული იქნებიო.
– მერე, აპირებ დააზღვიო შენი სხეული?
– რა თქმა უნდა, არა, ამაზე მეცინება.
– შენ შესახებ უამრავი ჭორ-მართალი იწერება და ითქმევა. ამ დროსაც ინარჩუნებ სიმშვიდეს თუ წყობიდან გამოდიხარ და ვეღარ აკონტროლებ ემოციებს?
– სიმშვიდე ჩემი ცხოვრების პრინციპია, მაგრამ როცა კითხულობ საკუთარ თავზე, რომ ოჯახი დაანგრიე, რთულია წყობიდან არ გამოხვიდე. უბრალოდ, დავფიქრდი და მივხვდი, ვინც მე მიცნობს და იცის, როგორი ადამიანი ვარ, ზუსტად იცის, რომ არავის შუაში არ ჩავდგები და ოჯახს არ დავანგრევ. მტკივნეულია, როცა იგებ, თითქოსდა, გიორგი ყიფშიძის ცოლთან უთანხმოების მიზეზი მე ვიყავი. დამიჯერეთ, თუ ნაბიჯს ვდგამ, ათასჯერ მაქვს იმ ნაბიჯის შედეგები წინასწარ გათვლილი და არასდროს ვიქნები ოჯახის დანგრევის თუ შეყვარებული წყვილის დაშორების მიზეზი. მართალია, მიყვარს სიახლეები ცხოვრებაში, მაგრამ, გაუთვლელად ვერცერთ სიახლეს ვერ მივიღებ – დრო მჭირდება, გავიაზრო და მერე მივიღო ის სიახლე და გადავდგა ცხოვრებაში ნაბიჯი. ხომ ამბობენ, სხვების შეცდომებზე უნდა ისწავლოო; მე მხოლოდ ჩემს შეცდომებზე ვსწავლობ. ემოცია და განცდა მეძალება იმ მომენტში და ვეღარ ვაკონტროლებ თავს, მაგრამ, გამოუსწორებელი შეცდომა ჯერ არ დამიშვია. ადვილია, სხვას ურჩიო, დაარიგო, მაგრამ, ეს რჩევა თვითონ არ გაითვალისწინო. რთულად ვდგამ წინ ნაბიჯებს, მაგრამ ყოველთვის ვიცი, როგორი შედეგი მოჰყვება. კიდევ ვამბობ, შეცდომა როგორ არ დამიშვია, მაგრამ, ის, რომ მე ვიღაცეების ოჯახებს ვანგრევ, სისულელე, აბსურდი და ჭორია.
– საკმაოდ კარგ ფორმაში ხარ, ამავდროულად, ხარ ცნობილი სახე, ცეკვის „ჯადოქარი“ და, წარმომიდგენია, ქუჩაში მიმავალს რამდენი მამაკაცი გაყოლებს დაჟინებულ მზერას.
– თავიდან ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, მზერას რომ მაყოლებდნენ, მაგრამ ახლა მსიამოვნებს ყურადღება. როცა ქუჩაში მიმავალს მამაკაცი თბილ მზერას გაყოლებს, ძალიან სასიამოვნო განცდაა (იცინის). როცა ვიგრძენი, რომ ჩემი სახელი და გვარი ყველამ იცოდა, მაფასებდნენ და ვუყვარდი, მივხვდი, უფრო მეტად უნდა მეშრომა და დამეფასებინა ხალხის ეს სიყვარული. ყურადღების ცენტრში მართლა ყველგან ვხვდები, სადაც არ უნდა ვიყო. ახლა 23 წლის ვარ – ცხოვრების ყველაზე რომატიკულ, გიჟურ, ცხელ და საინტერესო ეტაპზე.
– შეყვარებული არ ხარ?
– შეყვარებული არ ვარ, მაგრამ მგონი შეყვარების ეტაპზე ვარ (იცინის), უფრო სწორად, არის მამაკაცი, რომლის მიმართაც გაურკვევლობაში ვარ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, ვაღიარებ, რომ არის ჩემს ცხოვრებაში პიროვნება, ვისზეც ვფიქრობ, თუმცა, სიყვარულის რა ეტაპზე ვარ, ნამდვილად არ ვიცი (იცინის). ერთხელ მიყვარდა, მაგრამ გულნატკენი დავრჩი.
– შენი მეგობრები ამბობენ, რომ ჯულიანა ძალიან „ჟილკიანი” და გიჟური ხასიათის გოგოაო. ეთანხმები მათ?
– ჩემს სფეროში „ჟილკიანი” უნდა იყო და მეც ასეთი ვარ. მიყვარს კონკურენცია, ოღონდ – ჯანსაღი. ეს მოდუნების საშუალებას არ გაძლევს ადამიანს. რაც შეეხება გიჟურ ხასიათს, თუ „ამომასხა,” ნამდვილი გიჟი ვარ (იცინის). ყველას უკვირს, ამას რომ ვამბობ – ჯული და გიჟობაო?! მაგრამ, ასეა. დამიჯერეთ, მშვიდი ბუნების ვარ, მაგრამ, თუ გამომიყვანეთ წყობიდან, „ვულკანი” ვხდები. მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, მათთან ურთიერთობა. თუმცა, თუ ადამიანს რენტგენზე გავატარებ და ბოლომდე „შევალ” მასში, ის ჩემი უახლოესი ხდება, ვენდობი და გულით და სულით „ვუშვებ” ჩემშიც.

скачать dle 11.3