კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ეჩხუბა ქეთი პაპავასა და მის მეწყვილეს დირექტორი და, როლიდან გამომდინარე, ვისთან უნდოდა მას სექსი

9 წლის ასაკიდან სამშობლოსგან  შორს, პეტერბურგში მოუწია ცხოვრება, თუმცა მისი ნიჭისთვის ეს ქალაქი საკმარისი არ აღმოჩნდა და უფრო ფართო მასშტაბებზე  გადაწყვიტა გასვლა – უკვე, მეცხრე წელია ვენაში დასახლდა და „შტაცოპერის“ სოლისტია. მის მიერ შესრულებულ როლებს შორისაა წამყვანი პარტიები სპექტაკლებში: „ანა კარენინა”, „ევგენი ონეგინი”, „ჟიზელი”, „კარმენი”, „გედის ტბა”, „მაკნატუნა” და სხვა. საუბარია მსოფლიო დონის ბალერინაზე, ქეთი პაპავაზე, რომელიც, ძალიან დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ამბობს: „თავისუფალი დრო როდესაც მაქვს, სულ რაღაცა უნდა გავაკეთო, ვიმოძრაო, თორემ, ასე მგონია, ცხოვრება გვერდით ჩამივლის და ვერაფერს მოვასწრებ“.

ქეთი პაპავა:  ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სპექტაკლი მქონდა. „იოსეფის ლეგენდების“ პრემიერამაც კარგად ჩაიარა, რომლის ქორეოგრაფი ჯონ ნოემაერი იყო. შემდეგ გაიმართა „ოპერ ბალი”, სადაც  ავსტრიის პრინცესას  – ელიზაბეტას ვცეკავდი. ამ როლიდან გამომდინარე, თეატრის დირექტორმა ავსტრიის პრეზიდენტი გამაცნო.
– პრეზიდენტმა რა გითხრა?
– არაფერი მნიშვნელოვანი. უბრალოდ, შემეკითხა, შემდეგში რას ვიცეკვებდი და მითხრა, ფეხებს გაუფრთხილდიო; კიდევ, სურათები გადავღეთ ერთად. ძალიან საყვარელია (იცინის).
– დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ალბათ, ძალიან იღლები.
– ეს ბოლო ორი კვირა მართლა ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა – სპექტაკლები, პრემიერები, „ოპერ ბალი”... სახლში 9 საათზე ვბრუნდებოდი და, ისეთი დაღლილი ვიყავი, დედა რომ მირეკავდა, საუბრის თავი არ მქონდა. თუმცა, ისევ ახალ როლზე დავიწყე მუშაობა, რომლის ქორეოგრაფიც ჰოლანდიელი ჰანს ვან ნანენია, პრემიერა მაისში გვექნება.  პარალელურად, რეპეტიციები მაქვს  ბორის ეისმანის „წითელ ჟიზელზე“. ეს სპექტაკლი დიდი ხანია, დადგმულია, მაგრამ, უფრო თანამედროვე სახე უნდა მისცენ. მთელი დატვირთვით ვმუშაობთ. დღეს, მაგალითად, დილის 10 საათზე შევედი დარბაზში და საღამოს 8-ზე გამოვედი.
– ბალეტისა და სცენის მიღმა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– ხშირად მიწვევენ ფოტოგადაღებებზე. ახლახან წყლის ქვეშ მქონდა გადაღება, თემაზე – „თავისუფლება“. პირველად გადავიღე ფოტოები წყლის ქვეშ და ძალიან რთული აღმოჩნდა, ცივ წყალში მომიწია ყოფნა. 12 საათი გაგრძელდა გადაღება, წყალქვეშ მისწორებდნენ კაბებს, კინაღამ ჩამძირეს (იცინის). იმდენად დამღლელი პროცესი იყო, პატარა დრამა მოვაწყვე – 5 საათის შემდეგ ვთქვი, რომ აღარ მინდოდა გადაღება, მაგრამ, დამაძალეს (იცინის).
– როლი, რომელიც ახლოს იყო შენს პიროვენებასთან...
– ბოლომდე არცერთი როლი არ იყო ჩემთან ახლოს.  უფრო ახლოს, ალბათ, კარმენია. საერთოდ, ძლიერი როლის ცეკვა მიყვარს. „იოსეფის ლეგენდებში“ იოსეფი ძმებმა ეგვიპტელ მეფეს მიჰყიდეს, რომლის ცოლის როლსაც მე ვცეკვავ. როგორც დედოფალს, ძალიან დიდი სიმდიდრე მაქვს: „გუჩი“, „შანელი“ და სხვა ძვირფასი ბრენდები. იმდენად გავლენიანი ვარ, რომ ჩემი სტუმრები ტომ კრუზი და კლაუდია შიფერი არიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, არ გამაჩნია ის სიყვარული, რომელსაც იოსეფის დანახვისას შევიგრძნობ. იმდენად შემიყვარდება ეს კაცი,  მივდივარ და ვეუბნები, რომ მასთან სექსი მინდა. მას კი ეს არ სურს. იოსეფის პასუხიდან გამომდინარე, გაბრაზებული შევდივარ  მის საძინებელში, რომ გავაუპატიურო. ბოლოს ჩემი ტყუილის გამო კლავენ იოსეფს. ეს იყო ძალიან ძლიერი როლი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.  მომეწონა ამ ქალის სიძლიერე.  საერთოდ, მიმაჩნია, ბუნებით ძლიერი ვარ. 9 წლის ვიყავი, საქართველო რომ დავტოვე და მარტო წავედი პეტერბურგში დეიდასთან. ირმა (ცნობილი ბალერინა – ირმა ნიორაძე, – ავტორი) სულ გასტროლებზე დადიოდა, ძირითადად მარტო ვიყავი და ამ ყველაფერმა გამაძლიერა (იცინის). 
– უცნაური შემთხვევა თუ გქონია სცენაზე?
– „გედის ტბაში“ პარტნიორთან ერთად ვცეკვავდი. იყო ერთი მოძრაობა, როცა ადგილები უნდა გაგვეცვალა. ზუსტად ამ დროს, ჩვენი კოსტიუმები გადაება ერთმანეთს და ცეკვის ბოლომდე ასე გადაბმულები დავდიოდით სცენაზე (იცინის). სიცილი ვერ შევიკავეთ და  ძალიან გვეჩხუბა დირექტორი, ეს შემთხვევა კურიოზად დამამახსოვრდა. ბევრჯერ მომხდარა, რომ „ანა კარენინაში“ სიბნელეში საწოლის გამოტანა დავიწყებიათ სცენის მუშებს, შუქანთებულში კი მოჩხუბარი დავუნახივარ მაყურებელს (იცინის). 
– ბალერინამ მუდმივად უნდა იზრუნოს აღნაგობაზე, ოდესმე დიეტა დაგიცავს?
– არა, ცხოვრებაში დიეტა არ დამიცავს, უბრალოდ, დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ ჭამას. ნახევარსაათიანი შესვენების დროსაც მსუბუქად ვჭამ, ცეკვის დროს თავისუფლად რომ ვიყო. სახლში როცა ვარ, ვცდილობ, თავად მოვამზადო კერძები.
– ანუ, სამზარეულოში ტრიალი გეხერხება?
– ვერ ვიტან (იცინის). აქ მაღაზიები 7 საათზე იკეტება და ძალიან ხშირად რესტორანში მიწევს ჭამა. ესეც არ მიყვარს და, ამიტომ, ვცდილობ, ჩემით მოვამზადო რამე. მაგრამ, რადგანაც არ ვიცი კერძების მომზადება, „იუთუბის“ დახმარებით ვსწავლობ (იცინის).
– ხაჭაპურს აცხობ?
– კი, როგორ არა, ოღონდ, ჩემებურს: გამზადებულ ფენოვან ცომს ვყიდულობ, ყველსა და  კვერცხს ვახვევ მასში და ღუმელში ვდებ (იცინის).
– რთული პერიოდი თუ გქონია?
– არა. საერთოდ, გამიმართლა ცხოვრებაში და ყოველთვის კარგ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. არასდროს მქონია პრობლემა, არც თავად  ვქმნი და, ამიტომ, მიმაჩნია, რომ ძლიერი ვარ. ცოტა მედიტაციასაც ვაკეთებ და, თუ რამე არ მომწონს ვცდილობ,  არ გავამწვავო. მაგალითად, თუ რაღაც როლი არ მომცეს, ვამბობ, ალბათ, ასე იყო საჭირო-მეთქი და მორჩა. 2008 წელს საქართველოში რომ ჩამოვედი, ომი დაიწყო, ჩემი დეიდაშვილი წაიყვანეს ჯარში და ეს პერიოდი მახსენდება ცუდად. ძალიან ვინერვიულე. 1994 წელიც არ მახსოვს კარგად – იმ წელს ჩემი ძმა დაიბადა და არაფერი არ იყო  – არც შუქი, არც გაზი, არც წყალი.  2008 წელს გავიკეთე მენისკის ოპერაცია. ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის და ნელ-ნელა შევდიოდი ფორმაში. მჭირდებოდა სერიოზული როლი, მე კი მარტივი ბალეტები მქონდა. ამიტომ, მიზნად დავისახე ანა კარენინას პარტიის  შესრულება – თუ შევძლებდი, ესე იგი,  კარგ ფორმაში ვიყავი. ამიტომ, ვთხოვე დირექტორს, სათადარიგო როლში ავეყვანე. სიმართლე გითხრა, ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე. როდესაც რამეს ითხოვ, ძალიან კარგი შედეგი უნდა აჩვენო. თავიდან მუხლი მტკიოდა და ცოტა მიჭირდა, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. (იცინის).
– საქართველოში დაბრუნებას გეგმავ?
– არა (იცინის). რომ წავედი, 9 წლის ვიყავი. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ტურისტივით ვარ. მარტო არ დავდივარ ქალაქში – ქუჩები არ ვიცი. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი მეგობარი არ მყავს. ვისაც ვიცნობ, თავიანთი ოჯახები აქვთ.  საქართველოში ზაფხულობით ჩამოვდივარ ცოტა ხნით, დაახლოებით ორი კვირით. მამა არქიტექტორია, ზაფხულში ბათუმში მუშაობს და, შესაბამისად, ოჯახიც ზღვისპირეთში ვართ.
– გიცეკვია საქართველოში?
– ერთხელ ვიცეკვე დეიდაჩემის, ირმა ნიორაძის საღამოზე. მას შემდეგ საქართველოდან მოწვევა არ მქონია.

скачать dle 11.3