ბრძნული აზრები
სენეკა: როცა უკვე ყველაფერი გაფლანგულია, ხელმომჭირნეობა უგუნურობაა.
ნემი: ჩვენს ინტელექტს ხანდახან სარკესთან კეკლუცობაც სურს.
ტოლსტოი: ძალა გონებაშია. თავი უჭკუოდ იგივეა, რაც ფანარი – სანთლის გარეშე.
პასკალი: მიზეზ-შედეგი – ანგარება და ძალმოსილება – აი, ჩვენი ყოველგვარი ქცევის წყარო. ანგარება ცნობიერი ქცევის წყაროა, ძალმოსილება – არაცნობიერის.
რუსო: ზოგჯერ ზღვარი ედება ადამიანურ ძალ-ღონეს და გონებას აღარ ძალუძს გამკლავება.
გოეთე: არავინ იცის, რა ძალის პატრონია, სანამ იგი მას არ გამოიყენებს.
კანტი: გამუდმებით ბავშვების დაჯილდოება არ ვარგა, რადგან ამის შემდეგ ისინი საკუთარი თავის მოყვარულები ხდებიან და აქედან მათ გამყიდველური სახეობის აზრებიც უვითარდებათ.
ბალზაკი: არ კმარა იმის ჩვენება, რომ აწმყო წარსულზე აღმატებულია. უნდა გამოვიწვიოთ მომავლის წინათგრძნობა, რომელიც აღემატება ჩვენს აწმყოს.
ბიჩერ-სტოუ: ამაყი ადამიანი იშვიათადაა კეთილი, რადგან ის დარწმუნებულია იმაში, რომ უფრო ნაკლებს იღებს ცხოვრებაში, ვიდრე იმსახურებს.
ჩერნიშევსკი: ყველა კარგი წიგნი იმით ჰგავს ერთმანეთს, რომ მკითხველში უსათუოდ აღძრავს სურვილს, იფიქროს იმაზე, რაც სამართლიანი, მშვენიერი და სასარგებლოა ადამიანისთვის.
დიდრო: ექიმები გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თუმცა, ეს უკანასკნელნი უფრო მეტად დარწმუნებულები არიან საკუთარ წარმატებაში.
ჰეიზინგი: პროგრესი – სარისკო საქმე და ორაზროვანი გაგებაა.
ფლობერი: მთელი პროგრესი, რაზეც იმედის დამყარება შეიძლება, ადამიანთა რამდენადმე ნაკლებად ბოროტ არსებებად გარდაქმნაა.
ლაროშფუკო: ხასიათის სისუსტე ხშირად გვანუგეშებს ისეთ ვითარებაში, სადაც ვერ გვანუგეშებს ჩვენი გონება.
ემერსონი: მთავარია არა ადგილით განმარტოება, არამედ, სულით დამოუკიდებლობა. პოეტები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობდნენ, მაინც განდეგილებად დარჩნენ.
მოჟევსკი: ნამდვილი თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ თავის ნაკლოვან მიდრეკილებებს მისდიოს ან დანაშაულისთვის არაერთნაირი სასჯელი მიიღოს. ნამდვილი თავისუფლება სულელური ვნებებისა და ნაკლოვანებების შემცირებას გულისხმობს და არა იმას, რომ, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს და თავის დანაშაულზე მსუბუქი სასჯელი მიიღოს.
ლაბულე: ქვეყნის ცივილიზაცია იზომება იმით, თუ რას ფიქრობენ და რა იციან ქალებმა, რომლებიც ახალ თაობას თავიანთ აზრებსა და ცრურწმენებს გადასცემენ ხოლმე.