კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოჰკვეთეს თავი წმიდა ნიკოლოზ დვალს დამასკოში და რა სასწაული მოხდა მისი სხეულის დაწვისას

ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას შორის, შავი და კასპიის ზღვების შუაში, კავკასიონის ქედზე იყო პატარა ქართული კუთხე – დვალეთი. უძველესი დროიდან დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შემოდიოდა. 1801 წელს ქართლ-კახეთის ანექსიის შედეგად, ეს პატარა კუთხეც შეიერთა რუსეთმა. თუმცა მერე, 1868 წელს ჩამოაშორა ტფილისის გუბერნიას. რუსეთის ბოლშევიკურმა იმპერიამ კი დვალეთი „ჩრდილო ოსეთის“ ავტონომიურ რესპუბლიკას მიაკუთვნა, სრულიად უკანონოდ.
დვალები მეომარი ქართველები იყვნენ, იცავდნენ ქართლის კარიბჭეს და აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკურ, კულტურულ თუ სასულიერო ცხოვრებაში. ამ კუთხემ არაერთი შესანიშნავი კალიგრაფი მისცა ჩვენს სამშობლოს. რამდენიმე მათგანის სახელი ცნობილია: იოანე დვალი, მიქელ დვალი, სტეფანე დვალი და გიორგი დვალი. ზოგი საქართველოში მოღვაწეობდა, ზოგი უცხოეთის ქართულ სავანეებში. როგორც ჩანს, დვალეთში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრიც იყო მონასტერთან.
დვალეთის სოფელ წაიში ცხოვრობდა მორწმუნე ცოლ-ქმარი. მათ შეეძინათ ვაჟი, რომელიც ჯერ კიდევ შობამდე შესწირეს უფალს. ასეთი ტრადიცია ძველ საქართველოში არსებობდა. გავიხსენოთ გიორგი მთაწმინდელი.
იმ დროს ჯერ კიდევ მონღოლები ბატონობდნენ საქართველოში.
თორმეტი წლის რომ გახდა მომავალი წმიდანი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა და იქ ბერად აღიკვეცა. შემდეგ გაუჩნდა სურვილი, მოელოცა წმიდა ადგილები.
ახალგაზრდა დვალი გაემგზავრა წმიდა მიწის მოსალოცად. ჩავიდა იერუსალიმში. მაშინ იერუსალიმში მაჰმადიანები ბატონობდნენ. ყველგან, სადაც ბატონობდნენ მაჰამდიანები, ქრისტიანობის საჯაროდ ქადაგება აკრძალული იყო. ნიკოლოზ დვალი ცდილობდა ქრისტიანობის გავრცელებას და ამისთვის არც ერიდებოდა არავითარ ხიფათს. წმიდა ქალაქში მოძებნა ერთი მცოდნე ენებისა და სთხოვა, მიმიყვანე ყადისთან, ისლამი უნდა მივიღოო. სინამდვილეში, ყადის თვალწინ აღიარა ქრისტიანობა, დაგმო მაჰმადიანთა სჯული და მოუწოდებდა მათ, ეღიარებინათ ქრისტე. მაჰმადიანებმა სასტიკად სცემეს წმიდა ნიკოლოზ დვალი.
ქრისტიანებმა გამოიხსნეს და კვიპროსზე გააგზავნეს იქაურ ქართულ მონასტერში. კარგა ხანს ამ კუნძულზე მოღვაწეობდა. კვიპროსზე დაახატვინა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხატი, რომელიც ძალიან უყვარდათ მის მშობლებს და ამ ხატის წინაშე ლოცულობდა ხოლმე გულმხურვალედ.
შემდეგ წმიდა ნიკოლოზს მთაწმინდისკენ გაუწია გულმა და იქ დამკვიდრება გადაწყვიტა. ერთხელაც ლოცულობდა იოანე ნათლიმსცემლის ხატის წინაშე და უცებ მოესმა ხატის ხმა:
– „ნიკოლოზ, ადექი და წადი იერუსალიმში. იქ არის ერთი ქართველი ბერი და ის გასწავლის ცხონებისა და წამების გზას. განგამტკიცებს, რადგან მას ებრძანება, რაც შენ უნდა გააკეთო“.
კვლავ იერუსალიმს გაემგზავრა ნიკოლოზ დვალი. ჯვრის მონასტერში გაიცნო ის ბერი, რომელზეც ეუწყა. წმიდა ნიკოლოზმა აუწყა თანამემამულე ბერს, რისთვისაც იყო ჩამოსული.
ლოცვად დავარდა იერუსალიმში მოღვაწე ქართველი ბერი და ევედრებოდა ღმერთს, რათა გამოცხადებოდა მას ნიკოლოზის გასაკეთებელი საქმე. რომ დაიძინა ბერმა ღამით, სიზმარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და იოანე ნათლიმსცემელმა აუწყეს მას, რომ ნიკოლოზ დვალი უნდა გამგზავრებულიყო დამასკოში და იქ ეღირსებოდა თავის საწადელს – ქრისტესთვის სიკვდილს.
გააგზავნა ბერმა ნიკოლოზ დვალი დამასკოს. დამასკოში ნიკოლოზი მივიდა მეჩეთთან და შევიდა იმ დროს, როცა ხალხით იყო სავსე, დაიწყო ხმამაღლა ქრისტეს დიდება და ისლამის კრიტიკა. ასეთი რამ არ ეხილათ და არც სმენოდათ დამასკოში. მაჰმადიანებმა სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.
იქაურმა მიტროპოლიტმა და ქრისტიანებმა მოახერხეს და გამოიყვანეს ციხიდან.
არ დაიშალა ნიკოლოზ დვალმა ჩაფიქრებული საქმე, ისევ მიადგა იმავე მეჩეთს, ისევ შევიდა და უფრო ხმამაღლა და უფრო მწარედ დაგმო მაჰმადის სჯული და ადიდებდა ქრისტეს. კვლავ სასტიკად სცემეს მაჰმადიანებმა ქრისტესთვის სიკვდილად გამზადებული და ისევ საპყრობილეში ჩააგდეს. ორი თვე დაჰყო ციხეში ნეტარმა ნიკოლოზმა. ამ პერიოდში, იოანე ნათლისმცემლის შეწევნით, სასწაულებრივად განიკურნა ცემის შედეგად მიყენებული ტრავმებისგან.
დამასკოელმა ქრისტიანებმა ისევ გამოიხსნეს ციხიდან ერთმორწმუნე ქართველი და უნდოდათ მისი იერუსალიმს წარგზავნა.
ქალაქში მათ შემთხვევით შეხვდათ დამასკოელი ამირა, იცნო ქართველი ქრისტიანი და დაუძახა იქაურ მუსლიმებს:
– ეს ის არ არის, ჩვენი რჯული რომ გვიგინაო?! – და შეაპყრობინა ნეტარი მამა.
წარადგინეს ქართველი ტყვე ამირათა ამირა დენგისის წინაშე – ყველაფერი მოახსენეს, რაც თქვა და რაც ჩაიდინა ბერმა. დენგისმა სცადა მისი გადაბირება და მრავალი საჩუქრის მიცემას ჰპირდებოდა ქართველ ნეტარს. ნიკოლოზ დვალმა უარყო ყოველივე შეთავაზებული, კვლავ აღიარა ქრისტე თავის ღმერთად და დაგმო მათი წინასწარმეტყველი – მაჰმადი.
გამწარებულმა მაჰმადიანებმა სიკვდილი მიუსაჯეს ქართველ ბერს. მიუახლოვდა ერთი ამირა, რათა თავი მოეკვეთა მისთვის.
უშიშარი ნიკოლოზ დვალი მიტრიალდა აღმოსავლეთისკენ, სიხარულით მიუშვირა კისერი ჯალათს და თან, გალობდა:
- „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთვის სიკვდილსა!“
ამბობენ, როცა თავი მოჰკვეთეს ნიკოლოზ დვალს, მის მოჭრილ თავს შვიდგზის კიდევ უდიდებია ღმერთი: – „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ – რამაც დიდად გააოგნა ისლამის მიმდევრები.
ნეტარის სხეული დაწვეს. სამი დღე, თურმე, ნათლის სვეტი ადგა იმ ადგილს, სადაც აწამეს ნიკოლოზ დვალი.
ეს მოხდა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს.
ეს ამბავი რომ გაიგო იერუსალიმში მოღვაწე ქართველმა ბერმა, რომელმაც წარგზავნა წმიდა ნიკოლოზ დვალი ბაღდადში, მადლობა შესწირა ღმერთს და ევედრებოდა, გაეგო წმიდანთა დასში თუ შევიდა მისი მოწაფე ნიკოლოზი.
ერთხელაც წიგნს კითხულობდა ბერი და ანაზდად, დაინახა დიდი ნათლის მთა, იგრძნო ნელსურნელებაც. მთაზე წმინდა მოწამეები იდგნენ, ბრწყინვალედ შემკობილნი. მათ შორის ყველაზე მაღლა იდგა და ყველაზე მეტად ბრწყინავდა წმიდა გიორგი. წმიდა გიორგიმ რომ დაინახა ქართველოი ბერი, ორჯერ ხმამაღლა დაიძახა:
– „ნიკოლოზ! გამოდი და იხილე ეს ბერი, შენი მოძღვარი, რომელმაც ბევრი ცრემლი დაღვარა შენთვის!“
წმიდანთა დასიდან გამოვიდა ნათლისგვირგვინით მოსილი ნეტარი ნიკოლოზ დვალი, მოიკითხა მოძღვარი და უთხრა:
– „აი, აქ ვარ და აქაა ჩემი ადგილი. ამიერიდან ნუღარ წუხხარ ჩემთვის!“
ქართული ეკლესია წმიდა ნიკოლოზ დვალს მოიხსენებს 19 ოქტომბერს (ახალი სტილით 1 ნოემბერს) და 12 (ახალი სტილით 25) თებერვალს.

скачать dle 11.3