კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულებს ახდენენ ლოგოპედიაში ნინო ნაკანი-ჩიქოვანი და დავით გიგაური და რამდენად შესაძლებელია ენაბორძიკობის სრულიად განკურნება

ენაბლუობა ლოგონევროზია, რომლის დროსაც დარღვეულია მეტყველების სიმწყობრე და რიტმულობა. ზოგჯერ ეს ბგერების ან მარცვლების გამეორებით ვლინდება, ზოგჯერ კი უნებლიე შეწყვეტით.
მიჩნეულია, რომ ენაბორძიკობასთან  ბრძოლა გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოს. დასაწყის  სტადიაში ეს ფორმა იოლი ხასიათისაა, მაგრამ თავიდან ოდნავ დაწყებული ენაბლუობა, თანდათან რთულდება. რაც უფრო მეტი დრო გადის ენაბლუობის დაწყებიდან, მით მეტად ხდება მისი მეტყველებაში განმტკიცება და ბავშვის ფსიქიკის ჩათრევა. ის კი ხელს უშლის ბავშვის კომუნიკაციურ ურთიერთობას და იწვევს გარკვეულ სირთულეებს სწავლაში. ენის ბორძიკს თითქმის ყოველთვის თან სდევს დაძაბულობა, შფოთვა და შიში მეტყველების დაწყების წინ.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლოგოპედიური მუშაობის დაწყების პირველ ხანებში, ენაბლუთა უმეტესობას სწრაფად ეწყება მდგომარეობის გაუმჯობესება. მაგრამ, ძირითად შემთხვევებში, ეს წარმატება დროებითია, რადგან ახლად მიღებული სამეტყველო ჩვევები ჯერ არამყარია. შემდეგში რაიმე გარე პირობების ან შინაგანი აღელვების ნიადაგზე ისევ ხდება მდგომარეობის დამძიმება. იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, აუცილებელია სისტემატური მუშაობა საკუთარ თავზე, დაწყებული მუშაობის ბოლომდე მიყვანა და ლოგოპედიურ კაბინეტში მიღებული ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომ, გირჩევთ, აუცილებლად დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩა ¹162-ში, ამ პრობლემას მკურნალი ლოგოპედი, პედაგოგი, ქალბატონი ნინო ნაკანი-ჩიქოვანი და ექიმი-ფსიქიატრი, ლოგოპედი, ბატონი დავით გიგაური მარტივად მოგიგვარებენ. იქ რომ მივედი, უამრავი მადლიერი პაციენტი დამხვდა. მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა, რომელიც 14 წლის განმავლობაში გაურბოდა ხალხთან საუბარს. მას უჭირდა ბგერების სწორად წარმოთქმა, წინადადების სწორად დაწყობა და ცდილობდა, ის სიტყვები გამოეყენებინა შედარებით, მარტივად რომ წარმოთქვამდა. ეს კი მისი საუბრის კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო და ნათქვამს აზრი ეკარგებოდა. მასთან საუბრისას თავად შევამჩნიე, რომ უცაბედად დაეწყო ენის ბორძიკი, სიტყვებს გაბნეულად გამოთქვამდა და ენას არაბუნებრივად ამოძრავებდა. საუბარი მალევე შევწყვიტეთ, რადგან ლოგოპედის კაბინეტში შესვლის რიგმა მოუწია. მეც შევყევი. სწორედ ამ კაბინეტში გავიცანი ქალბატონი ნინო ნაკანი-ჩიქოვანი და ბატონი დავით გიგაური. იმ ახალგაზრდას თანდასწრებით მითხრეს, ახლა თქვენ სასწაულის მომსწრე გახდებითო. დამიჯერეთ, ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ, მართლაც სასწაული მოხდა. ახალგაზრდასთან საუბრის შემდეგ, მათ შეძლეს, უნიკალური მეთოდის გამოყენებით, გამართულად დაეწყო საუბარი პაციენტს, ყოველგვარი ენის ბორძიკისა და სახის ნაკვთების არაადეკვატური მოძრაობის გარეშე. სიმართლე გითხრათ, გავოცდი, რადგან პირველად ვნახე, უმოკლეს დროში, დარღვეული მეტყველების ასე გასწორება.
ნინო ნაკანი-ჩიქოვანი (მკურნალი, პედაგოგი, ლოგოპედი): მე და ბატონი დავითი მეზობლები ვართ. ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეა და ხშირად გვისაუბრია სხვადასხვა საკითხზე. ერთ დღეს, სწორედ ლოგონევროზზე რომ ვლაპარაკობდით, ისე გაგვიტაცა ამ თემამ, მივხვდით, ამ საკითხზე ორივეს გარკვეული ცოდნა და მისგან განკურნების მეთოდები გაგვაჩნდა. ბატონმა დავითმა გადაწყვიტა, ჩემთვის გადმოეცა წლების განამვლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. პრაქტიკამ კი მაჩვენა, რომ ის უმოკლეს დროში ახერხებს დარღვეული მეტყველების გამოსწორებას და უამრავი ადამიანის დახმარებას. ამ საიდუმლო მეთოდს მეც მაზიარა და დღეს, ერთად ვცდილობთ, ცხოვრება გავუხალისოთ წლების განმავლობაში, მეტყველების დეფექტით დატანჯულ ადამიანებს.
დავით გიგაური (ექიმი-ფსიქიატრი, ლოგოპედი): ბედნიერი ვარ, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარე და გავუხალისე ცხოვრება გამოსწორებული მეტყველებით. დამეთანხმებით, ლოგონევროზი საკმაოდ აკომპლექსებს ადამიანს და ენაბლუობით გამოწვეული სტრესი, კიდევ უფრო ცუდ შედეგებს იწვევს მომავალში. ამიტომ, გირჩევთ, დააკვირდეთ ბავშვის მეტყველებას. ყურადღება მიაქციეთ მის საუბარში არსებული ცვლილებების პირველივე გამოვლინებას. ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს რეაგირება მეტყველების პრობლემებზე. ბევრად უფრო ეფექტურია მეტყველების გამოსწორება მაშინ, როცა ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული ჩვევა როგორც გარემო პირობების შექმნით, ასევე შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებებით, ვიდრე დაგვიანებულ შემთხვევებში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიბრძანდნენ მისამართზე: წინამძღვრიშვილის ¹162.
ტელეფონი: 5 97 93 11 77.

скачать dle 11.3