კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა თაღლითი რძლის წყალობით პედაგოგი დედამთლი

 31 წლის ნანა მ-ძე წარსულში თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი, პატიმრობის პერიოდში მას მეუღლე გარდაეცვალა, რის გამოც, როგორც მცირეწლოვანი ბავშვის დედა, ის სასჯელაღსრულების სისტემიდან  ვადაზე ადრე გათავისუფლდა – ნანა მ-ძეს   მსჯავრი პირობითი სასჯელით შეეცვალა. თუმცა, ამ ფაქტიდან ოთხი წლის შემდეგ, მან  დანაშაულებრივი საქმიანობა კვლავ განაგრძო. ამჯერად გისოსებს მიღმა მისი დედამთილი, 62 წლის ელენე ც-ძე მოხვდა. იმის მიუხედავად, რომ გამოძიების მასალებით, თაღლითობის ორგანიზატორი და რეალურად განმახორციელებელი ნანა მ-ძე იყო, გამოძიებას მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი არ ჰქონდა. მას  დანაშაულებრივი ეპიზოდები ისე ჰქონდა დაგეგმილი, გამოძიებას დამნაშავის როლში მხოლოდ მისი  დედამთილი „შერჩა”.      
ელენე ც-ძე სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. დაზარალებულმა მისი დაკავება თავად იკისრა. მოქალაქე ანზორ გ-შვილის განცხადებით, ქალს, რომელსაც სამი თვე ეძებდა, შემთხვევით გადაეყარა ქუჩაში.  ამონაწერი  ანზორ გ-შვილის ჩვენებიდან: „ეს ქალბატონი ჩემმა შორეულმა ნათესავმა გამაცნო, რომელმაც მითხრა, რომ ძალიან იაფად, აუქციონზე გამოტანილი ბინის ყიდვაში დამეხმარებოდა. ისეთი მაცდუნებელი პირობები იყო, მე კი არა, ამ საქმეში ჩემზე მეტად გამოცდილი ადამიანიც მოტყუვდებოდა. ასე აღმოვჩნდით მოტყუებულები მეც და მოგვიანებით, ის ჩემი ნათესავიც, რომელმაც ელენე ც-ძეს დამაკავშირა. პირობების მიხედვით, საწყის ეტაპზე უნდა გადამეხადა 3 ათასი დოლარი, მომდევნო ექვსი  თვის განმავლობაში კი, კიდევ სამი ათასი დოლარის გადახდის შემდეგ, ბინა, რომლის ღირებულებაც რეალურზე სამჯერ ნაკლები იყო, ჩემი საკუთრება გახდებოდა. მოლაპარაკებების დროს საქმეში ყველაზე მეტად ახალგაზრდა ქალი აქტიურობდა, რომელიც როგორც მოგვიანებით გავიგე, ელენე ც-ძის რძალი იყო.  ჩემზე ელენე ც-ძემ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, სკოლის პედაგოგი იყო, როგორ არ დავუჯერებდი?! საბუთებზე, რომლის მიხედვითაც, მე ფული გადავეცი ელენე ც-ძეს, ხელი თავად ამ ქალბატონმა მოაწერა. ორი თვის შემდეგ, რადგან ამ ქალბატონებთან სატელეფონო კავშირი ვეღარ დავამყარე, იმ  ბინაში მივედი, სადაც რძალ-დედამთილს  სამაკლერო „ოფისი” ჰქონდათ გახსნილი. იქ კი დაზარალებულების დიდი რიგი დამხვდა.  იმ ოფისში  პარფიუმერიის ფირმა იყო გახსნილი, რომლის წარმომადგენლებსაც ელენესა და მისი რძლის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. მაშინვე ჩემს ნათესავს დავუკავშირდი, ერთად დავიწყეთ რძალ-დედამთილის ძებნა, მაგრამ ვერასად მივაგნეთ. მე ჩემს ნათესავს დავუპირისპირდი – ეს ხალხი შენ გამაცანი და როგორც გინდა, ჩემი ფული დამიბრუნე-მეთქი. იმან აქეთ დამდო ვალი, მე ჩემი გამჭირვებია – ჩემი ოთხი ათას ხუთასი დოლარი აქვს იმ გოგოს, საქმეში ჩადო. დამპირდა, რომ აზერბაიჯანიდან იაფად ჩამომიტანდა პროდუქციას, ფულის აღებას არავინ დასწრებია და არ ვიცი, ფული როგორ დავიბრუნოო. ჩემს ნათესავს თავისი ნაცნობისგან გაუგია, რომ ნანა მ-ძე გათხოვდა და ქმართან ერთად უცხოეთში იყო წასული. მის დედამთილს  კი, რომელიც რეალურად არაფერში არ იყო დამნაშავე, საცხოვრებელი ბინა შეუცვლია და ქირით გადასულა.  ეს ქალბატონი, თავადაც რძლის მსხვერპლი იყო”.
სამართალადმცველებმა მომხადრ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ელენე ც-ძის დაკითხვის შემდეგ, გამოძიებისთვის ყველა დეტალი გახდა ცნობილი.  ელენე ც-ძე სამი ათეული წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა და ნაცნობებში კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. სწორედ ეს ფაქტორი გამოიყენა მისმა რძალმა, რომელმაც ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი ისე დაგეგმა, რომ თავად კვალი არ დატოვა. ყველაფერში დამნაშავედ მისი დედამთილი ცნეს. დედამთლი გვიან მიხვდა, რომ რძლის  დანაშაულებრივი საქმიანობის მონაწილე იყო. ამონაწერი ელენე ც-ძის ჩვენებიდან: „ნანა ციხიდან რომ გამოვიდა, ძალიან გვიჭირდა ცხოვრება და მან მეგობრის რჩევით, მაკლერობა დაიწყო. ბინების გაქირავებასა და დაგირავებაზე მუშაობდა. ხანდახან მევახშეობასაც ეწეოდა ნაცნობ  იპოთეკარებთან ერთად.  თავიდან ეს შემოსავლის კარგი წყარო იყო, ასე თუ ისე გამოკეთდა ჩვენი ცხოვრება. მაგრამ მერე, ნანამ გაიცნო მამაკაცი, რომლის შესახებაც მე გვიან გავიგე. როგორც მივხვდი, მთელ თავის გამომუშავებულ თანხას იმას ახარჯავდა. ფული აღარ ჰყოფნიდა და ამიტომ დაიწყო უკანონო ქმედებები. მე ამის შეახებ არაფერი ვიცოდი – პირველად ნანას დახმარებით ჩემს ნაცნობ ქალს გავასესხებინე სამი ათასი დოლარი. ნანამ მითხრა, რომ ამ საქმიდან ჩვენც სარგებელი გვექნებოდა, მაგრამ ის ფული თვითონ დაუხარჯავს. როცა ჩემი ნაცნობი ქალი მომადგა, ყოველთვიურ პროცენტს არ მიხდიან და უნდა მიშველოო, ნანას მკაცრად დავუსვი საკითხი, ფული უკან დაებრუნებინა ჩემი მეზობლისა და მეგობრისთვის. ნანამ ამ ფულის დაბრუნება ვერ შეძლო. ფულის გასესხების საბუთზე კი ხელი ნანას თხოვნით, მე მქონდა მოწერილი. ის ქალბატონი კარგად მიცნობდა, შევეცოდე და არც პოლიციაში წასულა ამ ამბის გასახმაურებლად და არც ჩემთვის უთქვამს რაიმე გარკვეულ პერიოდამდე, სანამ არ გადაეწურა ფულის დაბრუნების იმედი. ერთ დღეს ნანამ მითხრა, ჩემს ახლობელებს ბიზნესი აქვთ, იპოთეკაში დაკარგული ბინებით ვაჭრობენ,  თვითონ ვერ გამოჩნდებიან და კლიენტებთან საბუთებზე ხელი შენ მოაწერეო. სამაგიეროდ დამპირდა, რომ ამ საქმიანობით იმდენი შემოსავალი გვექნებოდა, რომ ჩემი მეგობრის ვალს დავფარავდით. ასე მოვაწერე ხელი ფულის გასესხების კიდევ სამ საბუთს. ფული ნანამ აიღო, მოვალეები და დაზარალებულები კი მე მომადგნენ. ნანა იმ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა და ბავშვი ჩემთან ჰყავდა დატოვებული. ამ ხალხის რისხვა რომ ამერიდებინა, საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვლე. ნანა მუდმივად მპირდებოდა, რომ რაღაც ბიზნესს იწყებდა და ფულს დამიბრუნებდა მეც და იმ ხალხსაც. ასე მოტყუებით გამომაძალა და გამაყიდინა ჩემი დეიდაშვილის კუთვნილი სააგარაკე მიწა, რის გამოც  ჩემი დეიდაშვილიც მე დამდევდა: მიწის ფული დამიბრუნეო. ძალიან გვიან მივხვდი, რაში გამხვია ჩემმა რძალმა, მაგრამ მე არაფრის შეცვლა აღარ შემეძლო.”
გამოძიების მასალებით დადგინდა ელენე ც-ძის მიერ დაზარალებული კიდევ ორი მოქალაქე. ამ ეპიზოდების შესახებ გამოძიებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. დაზარალებული მოქალაქეების ჩვენების საფუძველზე, გამოძიებამ ელენე ც-ძე დააკავა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაითვალისწინა მისი წარსული, ხანდაზმული ასაკი და ის, რომ ქალბატონი მცირეწლოვანი ბავშვის ერთადერთი მეურვე იყო და ელენე ც-ძეს სამი წლით ვადით, პირობითი სასჯელი დააკისრა.

скачать dle 11.3