კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ იაპონური ავტომობილი

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაა იაპონელების სიამაყე – „ნისანი“. მას, ისევე როგორც ყველა სხვა იაპონურ ავტომობილს, გარანტირებული ხარისხი აქვს. ხარისხის გარდა, კიდევ რა პრიორიტეტებს გვთავაზობენ ამ ავტომობილის მწარმოებლები, პროფესიონალი ავტომრბოლელი  მევლუდ მელაძე ისაუბრებს:  „ნისანს“ საკმაოდ კარგი ისტორია აქვს. ის „დაცუნის“ ხაზს აგრძელებს, მისი მემკვიდრეა. საკმაოდ კარგი და გამძლე მანქანები ჰყავს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იაპონური ავტომობილი. რა იგულისხმება გამძლეობასა და ხარისხში? მისი ნებისმიერი, სულ პატარა რეზინიც კი, ძრავის რომელიმე მომჭერი, იმდენად ხარისხიანი და გამძლეა, რომ წლების განმავლობაში არ ფუჭდება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი გერმანიაში წარმოებულ ავტომობილებზე. იგივე შემიძლია ვთქვა სავალ ნაწილზეც. შეიძლება, ისე ვიყიდოთ „ნისანი“, დაახლოებით ათი-თორმეტი წელი ვიაროთ და გავყიდოთ, რომ, არც გაგვახსენდეს, „შარავოი“ საერთოდ თუ აქვს. არადა, ეს ის ნაწილია, რომელიც ყველაზე ხშირად ფუჭდება ჩვენს გზებზე. მას საკმაოდ კარგი ძრავები აქვს, რომლებიც საკმაოდ აგრესიულიც არის, მაგრამ, სიმართლე გითხრათ „ნისანს“ აგრესიაზე ნაკლები პრეტენზია და აქცენტი აქვს, ის უფრო გამძლეობაზე დებს ფსონს. მის ძრავას ნაკლები ბრუნი აქვს და ამის ნათელი მაგალითი იყო „ნისან-პატროლები“, რომლებსაც ყველა „ჭამდა“, მაგრამ ის წლების განმავლობაში ძლებდა და ძლებდა.
რაც შეეხება ახალ მოდელებს, ყველა მწარმოებელი ცდილობს, ერთმანეთისგან ან დიზაინის, ან რამე სხვა დეტალები აიღონ და კოპირება მოახდინონ, რადგან ახლა თბილისში ყველაზე პოპულარული „ნისან-ტიდაა“ და სწორედ მასზე გესაუბრებით. ეს ძალიან კარგად შესრულებული მოდელი, ეკონომიურია. არსებობს ერთი და ხუთი, ერთი და ექვსი და ერთი და რვა ძრავის მოცულობის მქონე ტიდები. რაც შეეხება წვას, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რეჟიმში ვივლით. 100 კილომეტრზე, შეიძლება, ექვსი ლიტრი ბენზინიც დაგიწვათ და ცამეტიც. ზოგადად, უკვე ახალ მოდელებში (არ ვგულისხმობ მხოლოდ „ნისანს“),  მწარმოებლებს აქვთ საშუალება, რომ ისეთი ავტომობილები შექმნან, რომლებიც მართვის სტილის მიხედვით მეტ ან ნაკლებ საწვავს დაწვავენ, მაგალითად, თუ, ვთქვათ, გვინდა, აგრესიულად ვიაროთ, ისინი ამის საშუალებას გვაძლევენ, მაგრამ, მეტი საწვავის წვის ხარჯზე.
– რაც შეეხება „ტიდას“ დიზაინს?
– ყველა ღილაკი, რომლებიც სალონში გვჭირდება, სწორედ იქ არის განთავსებული, სადაც ხელს წაავლებთ – ეს იაპონელების საერთო  ჩვევაა, „ნისანს“ კი ეს ტრადიცია ჯერ კიდევ „დაცუნიდან“ მოჰყვება.
– რას უნდა გავუფრთხილდეთ, თუ „ნისანი“ გვყავს?
– „ნისანის“ ნაწილების შოვნა, მით უმეტეს, ახალი მოდელების, ძალიან რთულია. მისი შიდა ნაწილები იშვიათად ფუჭდება, ამიტომ, ეცადეთ, არაფერს დაეჯახოთ. უძველესი „ნისანის“, „ბლებოორდის“ ნაწილებს ხომ საერთოდ ვერ იშოვი. სავალი ნაწილების – შედარებით ნაკლებად, მაგრამ, გარე დეტალების შოვნა ძალიან რთულია. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენს მეზობელ თურქებს მისი მხოლოდ სავალი ნაწილები აქვთ წარმოებაში, ფარებს, სარკეებს, კარებს, ფრთებს არ აწარმოებენ. ისინი კორეიდან ან იაპონიიდან ჩამოდის. ხომ იშვიათად ფუჭდება, მაგრამ, თუ გაფუჭდა, რთული შესაკეთებელია.
– მის მინუსებზე რას იტყვი?
– ის შედარებით უხეშ სავალ ნაწილზე დგას. მაგალითად, თუ რომელიმე სხვა მოდელით გზის უსწორმასწორო ზედაპირზე რბილად გადავივლიდით, „ნისანი“ უფრო უხეშად გაივლის. ეს არ ნიშნავს, რომ ამორტიზაციის სისტემა არ უვარგა, ის უხეშია იმიტომ, რომ სწორი ზედაპირისთვისაა შექმნილი, მისი ამორტიზაციის სისტემა ძალიან გამძლეა და არ ზიანდება.
ორ მოდელზე მინდა გავამახვილო ჩემი ყურადღება: ეს არის „ნისან სკარლაინი“, რომლის რამდენიმე ძველი მოდელი უკვე დადის თბილისში. ეს მოდელი იაპონელების სიამაყეა, რომელიც პრინციპულად არ გამოდის მარცხნივსაჭიანი, მხოლოდ მარჯვნივსაჭიანებს აწარმოებენ. ის იმ დონეზეა გაკეთებული, რომ თავისუფლად იტანს ათას ცხენის ძალამდე დატვირთვას. მისი ძრავა ადვილად კეთდება ისე, რომ მეტი ცხენის ძალა „ამოვიღოთ“. მაგრამ, მარტო ძრავა ხომ არ არის, ამ დატვირთვას სავალმა ნაწილმა, დაკიდების სისტემამ, ყუმბარებმა უნდა გაუძლოს. „სკოლაინი“ ამ ყველაფერს უძლებს. ის, რომ ხუთას, რვაას ცხენის ძალამდე გავზარდოთ, პრობლემა არ არის, მხოლოდ პროგრამირება და რამდენიმე დეტალის შეცვლა სჭირდება, მაგრამ ეს პროგრამირება ძალიან ძვირი ჯდება.
„ნისანიდან“ უნდა გამოვარჩიოთ მისი ლუქს მოდელი – „ინფინიტი“, რომელიც მაღალი კლასისთვისაა სპეციალურად შექმნილი.

скачать dle 11.3