კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რომელი ფერის თვალია ყველაზე უკეთესი ძაღლებში სტანდარტის მიხედვით?
პასუხი: უკეთესია, თუ ძაღლს მუქი ფერის თვალი აქვს, რადგან როგორც ამბობენ, ასეთი ძაღლები დიდხანს ცოცხლობენ. ჩრდილოეთის ძაღლებს, ხშირ შემთხვევაში, ცისფერი თვალები აქვთ, რაც სტანდარტის მიხედვით, დასაშვებია. არის ჯიშები, სხვადასხვა ფერის თვალები რომ აქვთ. შეიძლება, ერთი ყავისფერი, ხოლო მეორე ცისფერი ჰქონდეს. ეს გენეტიკური გადახრაა და სელექციონერები ცდილობენ, ასეთი ძაღლები არ გაამრავლონ.
კითხვა: ჩემი ძაღლი ინფექციური ენტერიტით იყო დაავადებული. მართალია, გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას შემდეგ, ჩვეულ ფორმაში ვერ ჩადგა. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ძაღლი აუცილებლად უნდა აჩვენოთ ვეტერინარს, რადგან ამ კითხვაზე ზეპირად პასუხის გაცემა არ არის მიზანშეწონილი. საერთოდ, როცა ძაღლი გამოჯანმრთელებას იწყებს, სწორედ მაშინ იჩენს თავს სხვა პრობლემებიც. მაგალითად, დაუშვებელია ძაღლმა, რომელიც ერთი კვირა საჭმელს არ ჭამდა მერე ყველაფრის ჭამა დაიწყოს. პატრონი ამ დროს ჩვეულებრივ საჭმელს აძალებს. მას ავიწყდება, რომ კუჭ-ნაწლავის კედელი ძალიან თხელია და მძიმე საკვები მას ხევს. იწყება პერიტონიტი და ძაღლი იღუპება. თუ თქვენი ძაღლი მართლა ძალიან გიყვართ, ასეთი დაავადების შემდეგ, გარკვეული პერიოდი მშიერი უნდა გყავდეთ. მას უნდა მისცეთ ბრინჯის ნახარში, ასევე, ყოველდღიურად შეიძლება, ორცხობილის მიცემა. თანდათან ბრინჯში დაუმატეთ ცოტ-ცოტა დაქუცმაცებული ქათმის ხორცი. გარკვეული დროის შემდეგ კი, ჩვეულ კვებას დაუბრუნეთ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიიღოთ ვეტერინარისგან.

скачать dle 11.3