კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კარგად დააკვირდით რა ორნამენტებითაა დატვირთული ის ჭურჭელი, საიდანაც ყოველდღიურად იღებთ საკვებს

ასტროლოგიურად სწორად შერჩეული ჭურჭელი, ოჯახის წევრებსა და სტუმრებზე ზეგავლენას ახდენს, მათ გუნება-განწყობაზეც მოქმედებს და სწორად გაწყობილი სუფრა ერთგვარი რიტუალის ფორმას იძენს.
ყველა ჭურჭელი და ხელსაწყო, რასაც სამზარეულოში კერძის მოსამზადებლად იყენებთ, გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს. ასევე, სამზარეულოს ჭურჭელიც ინახავს ინფორმაციას, მოვლენათა ნიუანსებს, რომელსაც მისი მფლობელი გადასცემს. ასე რომ, დიასახლისიდან დიასახლისამდე ინფორმაცია თაობიდან თაობებს გადაეცემა. როდესაც ანტიკვარულ მაღაზიაში ან ქუჩაში ანტიკვარულ ჭურჭელს ყიდულობთ, აუცილებლად დაინტერესდით, ვინ იყო მისი მფლობელი, როგორი ხასიათი ჰქონდა და ხომ არ იყო ის ცხოვრებაში უბედური. ადამიანის აურას ჭურჭელი ინახავს და, თუ მისი ყოფილი მფლობელი არ გამოირჩეოდა დადებითი აურით, შესაძლოა, ასეთი ნივთის ოჯახში შეტანამ მთელი რიგი პრობლემების წინაშე დაგაყენოთ.
ასევე, მაგიური თვისებებით გამოირჩევა ის თეფშიც, რაზეც საკვები დევს და მიირთმევთ. თეფშის ფორმასა და ფერს უნდა დააკვირდნენ დიასახლისები და აუცილებლად გაითვალისწინონ ის რჩევები, რომელსაც ასტროლოგები ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაყრდნობითა და დაკვირვებით გთავაზობენ, კერძოდ:
მრგვალი ფორმის თეფში მასზე დალაგებულ საკვებს ავი თვალისგან იცავს; კვადრატული და შეტეხილი გვერდების მქონე თეფშის მფლობელი კი საკმაოდ ამაღელვებელი და რომანტიკული ბუნების ადამიანია; სამკუთხედი თეფშიდან საჭმლის ჭამა ადამიანს მეტად პიკანტურს ხდის და მის ავანგარდულ ბუნებას უსვამს ხაზს.
ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ რა ორნამენტებია ჭურჭელზე და, კერძოდ, თეფშზე, საიდანაც ყოველდღიურად იღებთ საკვებს.
ასტროლოგიურად, ციფრებით მოხატული თეფშის მიმართ დიდი სიფრთხილე გმართებთ, რათა მათი კომბინაცია უდიდესი ენერგეტიკული კოდის შემქმნელია. არ არის გამორიცხული, ასეთი ციფრების შეჯამება ისეთ კოდს იძლეოდეს, რომელიც ადამიანისთვის უბედურების მომტანია. ასეთი თეფშიდან საჭმლის მიღება, დროთა განმავლობაში, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით ჯანმრთელობის მხრივ, დაგირღვევთ ძილის ხარისხს, გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. უმჯობესია, სადა, ერთი ფერის თეფშს მიანიჭოთ უპირატესობა. თუმცა, სიფრთხილისა და დაკვირვების გამოჩენა დიასახლისებს აქაც გმართებთ, რადგან ჭურჭლის ფერი ადამიანზე მოქმედებს და მასაც გარკვეული მაგიური თვისებები აქვს.
უპირატესობა წითელ თეფშს მიანიჭეთ, თუ გსურთ, რომ სიყვარულში გაგიმართლოთ. საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად, შავი ან ყავისფერი ჭურჭელია უკეთესი. თეთრი ფერის ჭურჭლიდან ჭამა აზრების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ. ყველაზე კარგი კი ცისარტყელას ფერების ჭურჭლიდან ჭამაა.
ასევე, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ჭურჭელს რა ფერის სუფრაზე აწყობთ და ვინ გყავთ სტუმრად მოპატიჟებული.
სუფრას თეთრი გადასაფარებელი გადააფარეთ და ცისფერი ჭურჭლითა და სანთლებით გააწყვეთ, თუ ოჯახის წევრებთან ან მოწვეულ მეგობართან გულითადი და გულღია საუბარი გსურთ.
 არასასურველ სტუმარს ყვითელი ჭურჭლით მიართვით კერძი.
თუ საყვარელ ადამიანს ეპატიჟებით ბინაში ან, გსურთ, საპირისპირო სქესის სტუმრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროთ და თქვენით დააინტერესოთ, მაშინ, თეთრ სუფრაზე ვარდისფერი ჭურჭელი გაიტანეთ.
თუ თანამოსუფრესთან მკაცრი და სერიოზული საუბარი გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია, მაგიდას ღია ყავისფერი სუფრა გადააფაროთ, მწვანე ჭურჭლით გაიტანოთ კერძები და სტუმარსაც ასეთი ფერის თეფში დაუდოთ.

скачать dle 11.3