კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 17 ოქტომბერს, დილის საათებში. რომელი პროფესიები იქნება მისთვის სამომავლოდ მისაღები და წარმატებების მომტანი? ასევე, მაინტერესებს, უცხოეთის რომელი ქვეყანაა შედარებით კარგი ჩემი შვილისთვის და რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. იქ დაგროვილი ცოდნა, კაპიტალი და გამოცდილება დაეხმარება სამშობლოში წარმატებების მიღწევაში. გარდა ამისა, მან უნდა გამოავლინოს ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, პრაქტიკულობა. ფულის ხარჯვაში უნდა იყოს მოწესრიგებული, საქმეს მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს. გარემოებები უნდა შეაფასოს საღი აზროვნებით და ყველაფერი კარგად გააანალიზოს. დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას. პროფესიებიდან მისთვის კარგი და წარმატებების მომტანია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, ტურიზმის ბიზნესი, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია; ქვეყნებიდან კი მისთვის უკეთესია: გერმანია, იაპონია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, კუნძული კრეტა; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი; შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 12 ივნისს, რომელი სფეროა ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანია: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული აუდიტი, ვიდეო, მობილური სისტემები, სოციოლოგია, ასტროლოგია, ასტრონომია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია, ფსიქოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2005 წლის 21 დეკემბერს. რომელი ასტროლოგიური მინერალების ტარება მოუტანს მას ცხოვრებაში იღბალსა და წარმატებას?
პასუხი: მისთვის მისაღები და კარგია: აქატი, ონიქსი, მალაქიტი, აკვამარინი, საფირონი, ძოწი და ცირკონი. ამ ქვებისგან დამზადებული სამკაულების ტარება მას წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით დღის 12 საათზე. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და სასურველი?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია სამშობლოს უკავშირდება, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უცხოეთი თქვენთვის ცუდია. კარგი და წარმატების მომტანია შემდეგი ქვეყნები: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, უკრაინა, კვიპროსი, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, მოლდოვა, ესტონეთი, არგენტინა, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ისრაელი, შრი-ლანკა.

скачать dle 11.3