კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

დიხამინჯია
დიხა მეგრულად მიწას ნიშნავს, მინჯ-ე კი – პატრონს; დიხამინჯია – მიწის მეპატრონე, ანუ, კაცი, რომელიც მიწას ფლობს. სავარაუდოდ, მაღალი სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელ გვართან უნდა გვქონდეს საქმე, თუმცა, წყაროებში მოძიებული ინფორმაციით, ისინი გლეხებად არიან მოხსენიებულნი.
„დიხამინჯია თამაზა, ხობს მცხოვრები, საეკლესიო გლეხი, ევალებოდა ხუთი ლოღარიკი სანთელი“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).
1888 წლის მონაცემებით, დიხამინჯიების რამდენიმე ოჯახი სამეგრელოდან სოჭში გადასულა. ვიქტორ დიხამინჯიასა და სხვათა ინიციატივით, 1921-1922 წლებში სოჭში გაიხსნა ქართული სკოლა.
საქართველოში 711 დიხამინჯია ცხოვრობს: თბილისში – 171, მარტვილში – 146, სენაკში –  90. არიან სხვაგანაც.
გასიტაშვილი
გვარი მომდინარეობს და სათავეს იღებს ვარძიელაშვილების გვარიდან. ისტორიული დოკუმენტები ასეთ სანდო და საინტერესო მასალას გვაწვდის: „ვარ ვარძიელასშვილი, იგივე გასიტასშვილი გიორგი. მყავს მამა – გასიტა, ძმები ზაქარია, ხოსიტა“ (1690 წელი).
„დათუნა ვარძიელასშვილმა მიჰყიდა შოშიტა მიქელასშვილს ნაახოები მიწა გოჩა იჩითიძის, ბერიკა იაველასშვილის და სავარძელოსშვილის მიწებამდე“ (1690 წელი).
საქართველოში 455 გასიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 121, გორში – 112, ქარელში – 72. არიან სხვაგანაც.
მიქელაძე
მიქელა კაცის საკუთარი სახელია. აქედან არის ნაწარმოები გვარები: მიქელაძე, მიქელავა, მიქელაია, მიქელაიშვილი, მიქელბაია, მიქელთაძე და ასე შემდეგ.
მიქელაძეები დიდი თავადები იყვნენ.
მიქელა ძველ ებრაულ ენაზე ღვთის სწორს, ღვთაებრივს ნიშნავს.
„აზნაური მიქელაშვილის წინაპარნი არიან იმერელი მიქელაძეების სახლის შვილთაგანნი, მდაბალ აზნაურად მიღებულნი, რომელნიც მოჰყვა ზითევსა შინა მიქელაძის ასულსა დედოფალს ხვარაშანს, მეუღლესა გიორგი მეფისასა და მუნიდგან არიან ცნობილ აზნაურად მიქელაშვილებად 1685 წელსა და მოხსენიებულია ტრაქტატსა შინა“.
საქართველოში 721 მიქელაძე ცხოვრობს: თბილისში – 163, ოზურგეთში – 109, ყვარელში – 67. არიან სხვაგანაც.
ჯავახიანი
ჯავახიანი მცირერიცხოვანი გვარია. ფუძისეულად, ჯავახი, ჯავახა – რამდენიმე ქართულ გვარ-სახელში გვხვდება და თითოეულ მათგანს საფუძვლად უდევს ეთნონიმი ჯავახი.
ჯავახ აფაქისძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში.
ჯავახ-იდან ნაწარმოებია ძველ საქართველოში ერთ-ერთი წარჩინებული საგვარეულო – ჯავახიშვილი, ჯავახიშვილ-გამრეკელი;
ქართლური ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან, მეთორმეტე საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფელ ხოვლეში. მეჩვიდმეტე საუკუნემდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი, წინანდელი ადგილსამყოფლის მიხედვით, ჯავახიშვილად წოდებულან.
ჯავახიანი საჯავახიანოს წაბაძვით შექმნილ გვარად ჩანს. გვარში შემორჩენილი გადმოცემით, გვარის ნაწილი იმერეთში გადასულა, კერძოდ, ზესტაფონში (პირველ სვირში) და გვარად აუღიათ ჯავახიანი, მეორე ნაწილი – ქუთაისში (ქვიტირში დასახლებულან და ჯავახაძეები გამხდარან), ნაწილი კი, ბაღდადში წასულა და იქ ჯავახიებად ჩაწერილან.
 საქართველოში 22 ჯავახიანი ცხოვრობს: ზესტაფონში – 14, მარნეულში – 4, სამტრედიაში – 4.
მახაჭაშვილი
გვარისთვის მა არის ართრონი, ანუ წინსართი, ხაჭა კი – გვარის ფუძე. იგივეა, რაც ხაჭაშვილი, გვარის დამწყები გვეუბნება: მე ხაჭას შვილი ვარო.
სულხან-საბასთან გვხვდება ხაჭიჭორა და ხაჭო. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმოშობა ხელობასაც უკავშირდება, ანუ, ხაჭოს ამომყვანები იყვნენ და შემდგომ ეს გაუგვარდათ.
ამავე ფუძითაა ქართული გვარები: მახაური, მახაშვილი.
მახას წაბაძვითაა გაჩენილი მოფერებითი სახელი მახაჭა.
მახა, სულხან-საბას მიხედვით, ყანაა, ასევე, ხორბლის ჯიშიც.
საქართველოში 124 მახაჭაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 39, თბილისში – 30, მცხეთაში – 21. არიან სხვაგანაც.
ბზეკალავა
ბზეკალავა გურიაში წარმოშობილ გვარად ითვლება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გვარში ფუძედაა სიტყვა ბზეკალი, რომელსაც გურულები ბავშვის სათამაშო მშვილდ-ისარს უწოდებენ.
ასევე, სამეგრელოში ამ გვარით დაფიქსირებულია რამდენიმე კომლი.
იშვიათად, მაგრამ, გვხვდება გვარი ბზაკალია. დიდ ნეძში დაფიქსირებულია 2 კომლი. ითვლება, რომ ეს გვარი იგივე ბზეკალავადანაა წარმოშობილი.
ბზა-ბზი ფუძითაა წარმოქმნილი, ასევე, შემდეგი გვარები: ბზიავა, ბზღილავა.
ფუძე ბზა-დან წარმოშობილია მეტსახელი ბზიალა. სამეგრელოში, ასევე, გვხვდება მეტსახელი ბზღიტა.
ბზღილი – იგივეა, რაც „ჯაგრცხილა“. აქედან უნდა იყოს, სავარაუდოდ, წარმოქმნილი გვარი ბზღილავაც. ვედითკარში ამ გვარის 6 კომლი სახლობს.
საქართველოში 215 ბზეკალავა ცხოვრობს: ლანჩხუთში – 133, თბილისში – 36, ბათუმში – 20. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3