კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგიის რჩევები

კითხვა: როგორ უნდა წავისვა პომადა რომ „გაბუტული ტუჩების“ ეფექტი მივიღო?
პასუხი: ჯერ წაისვით „ბლესკი“, ზემოდან გადაისვით კომპაქტური პუდრის თხელი ფენა, ფანქრით გაიკეთეთ კონტური და ბოლოს წაისვით თქვენთვის სასურველი ფერის პომადა.
კითხვა: მაქვს ცხიმიანი სახის კანი. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის მკვებავს ვიყენებ და ისედაც ვუვლი კანს, თითქმის ყოველთვის, მაკიაჟის გაკეთებიდან ორი-სამი საათის შემდეგ, სახე მიპრიალებს, თვალებზე კი კონტური და „ჩრდილი“ მედღაბნება და მაკიაჟის ხელახლა გაკეთება მიწევს (რაც ისევ 2-3 საათში უნდა განვაახლო). იქნებ მასწავლოთ რამე მარტივი მეთოდი, რომ მაკიაჟმა დილიდან საღამომდე გამიძლოს?
პასუხი:  მშრალი ტექსტურის ტონალური კრემისა და რუჟის წასმის შემდეგ მთელ სახეზე (ქუთუთოების ჩათვლით) გადაისვით ნაზი ტექსტურის მქონე კომპაქტური პუდრი და მხოლოდ ამის შემდეგ გაიკეთეთ მაკიაჟი თვალებზე. გამოიყენეთ მშრალი, ფხვიერი „ჩრდილები“, კონტურები კი, სასურველია, „ლაინერით“ გაიკეთოთ.
კითხვა: რა არის Smoky eyes?
პასუხი: Smoky eyes არის საღამოს წვეულებისთვის განკუთვნილი მაკიაჟის ყველაზე მოდური ვარიანტი. მისი მთავარი პრინციპია „ჩრდილების“ ფერების ჰარმონიული გადასვლა ერთმანეთში: ჯერ გაიკეთეთ კონტური ქუთუთოს მთელ სიგრძეზე შავი ფანქრით;  შემდეგ იგივე ფანქარი „ჩრდილივით“ წაისვით ქუთუთოზე თხელ ფენად (კონტურის გასწვრივ), ზემოდან და ოდნავ ზემოთ წაისვით იისფერი ჩრდილი, შემდეგ კი – იასამნისფერი. ყოველი ფერის წასმისას ნელ-ნელა უნდა „ახვიდეთ“ წარბისკენ. უშუალოდ წარბის ქვეშ ყველაზე ბაცი „ჩრდილი“ უნდა წაისვათ. შავი ფანქრითვე გაიკეთეთ წვრილი კონტური ქვედა ქუთ უთოზეც, უშუალოდ წამწამების ძირში.
კითხვა: მაინტერესებს, წელს კიდევ არის თუ არა მოდაში შავი და მუქი ლურჯი ლაკი ფრჩხილებისთვის?
პასუხი: წელს შავი, ყავისფერი და მუქი ლურჯი ლაკი აქტუალური აღარ არის. მოდაშია: ვარდისფერის ნებისმიერი ტონი, „ჩამქრალი“ წითელი, შინდისფერი, თეთრი, კანისფერი.

скачать dle 11.3