კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ემუქრებოდა იმ მწერლებს, ვინც გრიგოლ რობაქიძეს არ გალანძღავდა

„ჰამადანში, მიდიელთა ეკბატანაში, მთვარიან ღამეს ერთ ქვის ლომზე მეძინა. უეცრად აზრი დამეუფლა, ყველაფერი რაც ხდება, გვეჩვენება, თითქოს ერთხელ უკვე მოხდა. ისევ მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა… შემდგომში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემს რომან „გველის პერანგში”.
ის იმალებოდა ფსევდონიმებში, ხშირად არაორდინარულად იქცეოდა, წერდა განსხვავებული სტილით და ვერავინ ვერასოდეს ხვდებოდა მის ფარულ და ნამდვილ იდეოლოგიას. საბჭოთა კავშირში იკრძალებოდა მისი ყველა რომანი, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ის ფაშისტი იყო. ამასთან, ეშინოდათ მისი პატრიოტული იდეოლოგიისაც, რაც ძალიან კარგად იგრძნობა მის რომანში „გველის პერანგი“. ამას ემატებოდა მისი ხმამაღალი განცხადება, რომ ვერ ეგუება საბჭოთა კავშირში ცხოვრებას. რატომ ებრძოდნენ ამ გენიალურ მწერალს და რა უხერხულ მდგომარეობაში იგდებდნენ თავს მის წინაშე მისი კოლეგები, ყველაფერს ამას მისი დღიურებიდან გაიგებთ.       
„1931 წელს გრიგოლ რობაქიძე მესამედ და საბოლოოდ წავიდა საზღვარგარეთ,” – გვიამბობს თავის წიგნში „საბუთები ღაღადებენ” მწერალი რევაზ კვერენჩხილაძე. „ერთხანს ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. 1931 წლის 26 მაისს მწერალთა ფედერაციამ შინსახკომში იშუამდგომლა: გრიგოლ რობაქიძეს პიესა „ლამარასთვის” კუთვნილი ჰონორარიდან 300 მანეთი ვალუტით უცხოეთში გადაურიცხეთო. დიახ, ერთხანს შედარებით ყველაფერი რიგზე იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ადრე რობაქიძეს, ისევე როგორც სხვა ნიჭიერ მწერლებს, უდიერად აკრიტიკებდნენ... პროვოკაციულად ეკითხებოდნენ, რასიზმი როგორ გესმითო. გრიგოლ რობაქიძეც ხაზგასმით პასუხობდა: მხოლოდ როგორც ადამიანთა შორის არსებული ჯიშთა განსხვავება. იდეოლოგიური მომენტი ჩემს აზრში საძებარი არაა, სწორად დაიხსომეთო! ცხადია, ასეთ მომენტებს გულისხმობდა მწერალი, როცა აღმოხდებოდა: მოდი და იცხოვრე საქართველოში. ესაა ხელოვანის თვითმკვლელობაო... სამშობლოში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ აქ მის გარშემოც და საერთოდაც, ისეთი მდგომარეობა იქმნებოდა, რომ დაბრუნება საშიში იყო. უცხოეთში დარჩენის შემდეგ, ხომ ლანძღეს და აგინეს... სხვები ამბობდნენ პიესა „ლამარაში” მიწასთან დაბრუნების იდეა მისტიციზმამდეა აყვანილიო. მაგრამ მისტიციზმის დაბრალებას ვინ ჩივის, მთლად წაართვეს ეს პიესა: 1934 წლიდან „ლამარას” ვაჟა-ფშაველას სახელთან აკავშირებენ. მისი დადგმის მაკეტებზე რობაქიძის გვარი წაშალეს და ვაჟა დააწერეს... 1935 წლის 19 აპრილს მწერალთა კავშირის პრეზიდუმმა მოისმინა „იაშვილის, მიწიშვილის, გაფრინდაშვილის, ტ. ტაბიძის განცხადება გრ. რობაქიძის შესახებ.”
ძვირფასო მკითხველებო, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ახლა ჩვენი ცნობილი მწერლებისგან თქმულ გრიგოლ რობაქიძის სალანძღავ სიტყვებს წაიკითხავთ. საშინელი დრო იყო. არ გალანძღავდი და შავი დღის მოლოდინში უნდა გატანჯულიყავი. გალანძღავდი და ღამეები არ გეძინა, თავი გეზიზღებოდა. მაგრამ, უბედურება ის იყო, რომ არც ლანძღვამ გადაარჩინა ზოგიერთი მწერალი... ახლა ვნახოთ თვით ოქმი: „ამხ. პ. იაშვილი – განცხადებაში გრ. რობაქიძეზე და მის მოღალატოებრივ მუშაობაზე გამოთქმული აზრი ახალი არ არის. ჩვენ ამის შესახებ წინასწარ გვქონია გაზეთში მოთავსებული წერილი...” ამხ. ს. შანშიაშვილი – „ამხანაგების განცხადებამ ისეთი შთაბეჭდილება დასტოვა, თითქოს გრ. რობაქიძე დიდი ვინმე ყოფილიყოს. ის აქაც არარაობა იყო და არც საზღვარგარეთ წარმოადგენს დიდ ფიგურას. ეს განცხადება რომ ძალიან გავახმაუროთ, გრ. რობაქიძე გამოიყენებს და ფაშისტ როზენბერგს ეტყვის, ხომ ხედავ, რა დიდი კაცი ვყოფილვარო.” ამხ. მიხ. ჯავახიშვილი – „საქმე ეგრეც არ არის, როგორც შანშიაშვილმა გვიამბო: გრ. რობაქიძეს ქართულ მწერლობაში საპატიო ადგილი ეჭირა. ერთი მხრივ კი მართალია სანდრო, რომ ასეთ განცხადებების ფართო გახმაურება გრ. რობაქიძეს საზღვარგარეთ კაპიტალს შესძენს. ამიტომ საჭიროდ არ მიმაჩნია...” და ბოლოს ოქმის დასკვნა: „სსრ საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმმა, განიხილა რა ფაშისტ გრ. რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ მწერალთა ერთი ჯგუფის: პ. იაშვილის ტ. ტაბიძის, ვ. გაფრინდაშვილის და ნ. მიწიშვილის განცხადება, რომელსაც ერთსულოვნად შეუერთდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის მთელი აქტივი, დაადგინა: ეთხოვოს სსრ ცეკას პრეზიდიუმს, რათა გრ. რობაქიძე, როგორც აშკარა მტერი ჩვენი ქვეყნის მშრომელი ხალხისა, თვალთმაქცურად გადასული კონტრრევოლუციურ ფაშისტურ ბანაკში, გამოცხადებულ იქნას სამშობლოს მოღალატედ და ჩამოერთვას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგის განხორციელებით.“ ახლა შეიძლება, გაგაცნოთ ხელის მოწერის მექანიზმი. აი, რა გაუმხელია კონსტანტინე გამსახურდიას მკვლევარ ზეინაბ ლომჯარიასთვის:
„1970 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტს, ბატონმა კონსტანტინე გამსახურდიამ მიამბო: მიმართვაზე ხელმოწერები კი არა, ფაქსიმილიე არისო, რომელიც მხოლოდ სექციის ხელმძღვანელებს ჰქონდათ და მწერალთა კავშირის სეიფში ინახებოდა. სხდომა ჩატარდა, ზემოდან გამოგზავნილ კაცთან შეხლა-შემოხლაც გვქონდა. გრიგოლი დავიცავით, მაგრამ მწერლები უძლური ვიყავით. ერთი თვის შემდეგ კავშირის სეიფი გატეხეს, ბეჭდები გაიტაცეს, მიმართვას დაურთეს, ჟურნალი ერთი თვის დაგვიანებით გამოვიდა – ეს ბერიას ხრიკები იყო.” ფრიად მნიშვნელოვანი აღიარებაა! ეს  კიდევ ერთხელ ამტკიცებს კომუნისტური რეჟიმის დროინდელ ყალბისმქნელობას. ამიტომ, მეტად ფრთხილად უნდა მივუდგეთ იმდროინდელ ხელმოწერას, აღიარებას, ხალხის მტრად, უცხოეთის ჯაშუშად და ასე შემდეგ, გამოცხადებას... კ. გამსახურდია – ის დიდი გარდატეხა, რომელიც მოხდა ქართველ საბჭოთა მწერლობისადმი დამოკიდებულებაში, შედეგია ამხ. ბერიას უშუალო ხელმძღვანელობისა... მეტეხის ციხე, დილეგი, ამხ. ბერიამ კულტურულ სასახლედ გადააქცია...”
„ჩუმი, ჩაკეტილი, მარტოსული, თითქმის მელანქოლიური – ასეთი ვიყავი ბავშვობაში“… – მოგვითხრობს გრიგოლ რობაქიძე. „ვინმე რომ შემოჭრილიყო მაშინ ჩემს ბავშვურ ცნობიერებაში, ნამდვილად ერთ შეკვრა ამნეზიას იპოვიდა. სავსე ვიყავი ნისლით მოცული ხილვებით… ხუთი წლისას, მუხის ძირას, ჩახუთულ შუადღეს, ბიძაჩემის გვერდით მეძინა. გაღვიძებულმა უცხო ლაციცი ვიგრძენი, რაღაც დაცოცავდა მკერდზე. პერანგი გავიხსენი და ორი პატარა ხვლიკი დავინახე. ძალიან ლამაზები იყვნენ. დედასთან გავიქეცი ხვლიკებით ხელში. გადაირია კინაღამ დედაჩემი. მას შემდეგ ჩემს ცნობიერებაში ხვლიკი, მუხა და მზე მითიურად მესახება. ბუნებასა და ცხოველებთან შინაგანი მეგობრობა მაკავშირებდა. გული მინდორ-ველზე მიწევდა ცხენებისა და ხარებისკენ. ზაფხულობით მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად… ექვსი წლის ქუთაისის სკოლაში მიმიყვანეს. იქ ტიფით მძიმედ დავსნეულდი. მამაჩემს ეშინოდა, ავადმყოფობას ვერ გადაიტანს, მოხელეები გვამის წაღების უფლებას არ დამრთავენო და მამამ და ბიძამ საავადმყოფოდან მომიტაცეს. მე ცხენის უნაგირზე გადამაწვინეს – ბიძაჩემს ვეჭირე მაგრად, ასე გავიქეცით. გონებამიხდილი ვიყავი, მაგრამ საოცრება – შვიდი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი და გონს მოვეგე. მშობლიურ სახლს მივუახლოვდით – უკვე მიხაროდა. მშობლიური მიწის სუნთქვამ გამაცოცხლა. მას შემდეგ მიწის გოროხი ჩემთვის სიჯანსაღის ნიშანია… სიზმრებისა და წინათგრძნობების სამყაროში ჩაძირული დავრჩი სკოლაშიც… სწავლაში მხოლოდ ჩემი არაჩვეულებრივი მახსოვრობა მშველოდა. ვისმესთვის მოსმენაც კი არ შემეძლო. სტუდენტური წლები ლაიფციგში გავატარე. ვსწავლობდი ფილოსოფიას და ლიტერატურას. გოეთე ჩემთვის გამოცხადება იყო… ლაიფციგში წლების განმავლობაში დავდიოდი გევანდჰაუზში და გერმანული მუსიკის ზეადამიანურ გამოცხადებას ვეზიარე. ლაიფციგიდან გავემგზავრე პარიზს, რომელიც ლათინური რასის არტისტულ ნერვად აღვიქვი. ..მალე ორი მწერლის გავლენის ქვეშ მოვექეცი – ბოდლერისა და რემბოსი. პროზაში ყველაზე მეტად ფლობერი და სტენდალი მატყვევებდნენ. ფრანგულ გენიაში რაღაც უცხოს ვგრძნობდი. ამას მხატვრულ მზერაში ზურგის ტვინის ჯადოსნურ მონაწილეობას დავარქმევდი. საქართველოში დავბრუნდი. ჩემი მწერლური მანერა ფრანგულ სიმბოლიზმს უახლოვდებოდა, ნაწილობრივ რუსულსაც… 1916 წელს, როგორც სამხედრო მოხელე, სპარსეთში მოვხვდი. ეს ჩემი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. მესოპოტამიის ზღურბლამდე მივაღწიე და მქონდა შეგრძნება, რომ საუკუნეთა სვლაში დაკარგული სამშობლო ვიპოვე. ისტორიკოსები ვარაუდობენ, ქართველთა უძველესი, პირველი სამშობლო ქალდეა იყოო… „

скачать dle 11.3