კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ილაპარაკე ცოტა

როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოთ, თუკი ბევრს ილაპარაკებთ, აუცილებლად წამოგცდებათ რაღაც სისულელე – ამისგან არავინ არის დაზღვეული. ძალიანაც ნუ გამოიდებთ თავს და ნუ დაიმშვიდებთ გულს, რომ თქვენ ეს არ გემუქრებათ თქვენივე ინტელექტის, გონებრივი შესაძლებლობების გამო. უამრავი არასასურველი სიტყვა არსებობს, რომელიც, შეიძლება, ქალმა უთხრას კაცს. ამიტომაც, ყოველთვის ნაკლები ილაპარაკეთ. ეს ისევ თქვენ წაგადგებათ. სიჩუმეს ერთი დიდი პლუსიც აქვს – როცა დუმხართ, უკეთესად ახერხებთ მოსმენასაც და მისი ფიქრების წაკითხვასაც და ასეთ დროს პასუხიც არ შეგეშლებათ. შესაბამისად, გაცილებით იზრდება შანსები, უკეთ გაუგოთ მამაკაცს. სხვათა შორის, მოლაქლაქე ქალები მათ დიდად არ უყვართ. სამაგიეროდ, ძალიან მოსწონთ, როცა აქებენ... როცა მოსაფერებელ, საალერსო სიტყვებს ეუბნებიან... ნებისმიერი მამაკაცის მოთაფვლა შეიძლება ცოტა, მაგრამ გულის მოსაგები სიტყვებით.
აუცილებლად თქვით უარი „ტესტებზე“ – ისეთებზე, როგორიც არის: „აბა, გაიმეორე ახლა რა გითხარი!“ „აბა, მიხვდი, რა მინდა, რომ გაჩუქო დაბადების დღეზე!“ „შენ ახლა არ მისმენდი“ „სიახლეს ვერაფერს მამჩნევ?“ – ეს ყველაფერი ჩვენ სხვანაირად გვესმის, კაცებს კი აბსოლუტურად სხვანაირად... ისინი ხომ მოწყობილებიც სხვანაირად არიან... ამიტომ, აირჩიეთ მარტივი გზა – ილაპარაკეთ ცოტა და ეს ცოტაც – შეავსეთ ქმრის საქებარი სიტყვებით... დაგვიჯერეთ, მოიგებთ!

ის, რაც ფუჭია...

ნებისმიერი, ყველაზე მყარი კავშირის დანგრევაც კი შეიძლება მავნე, ზედმეტი და უადგილო სიტყვებით. ხშირად ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ წარმოვთქვამთ მათ და მით უფრო შეუმჩნეველი რჩება შედეგები, რომლებიც მათ მოაქვს. სიტყვები იყოფა კლასიფიკაციის მიხედვით: არსებობს კეთილი, სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი, პოზიტიური სიტყვები. ისინი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ თუნდაც ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანების ურთიერთობაზე. მით უფრო, ძალიან დადებითად მოქმედებენ ჩვენს კავშირებზე საყვარელ პიროვნებებთან.
... თურმე, არაფერი ისე არ აზიანებს ოჯახის სიმტკიცეს, როგორც საყვედურები და გამუდმებული შენიშვნები. ამიტომ, ძალიან კარგად დაიხსომეთ: „კედელში ლურსმანსაც ვერ მიაჭედებ“, „შენ გვერდით როგორ ვიცხოვრე ამდენი წელი“, „შენც თუ ქმარი გქვია!.. სხვა ქმრებს მაინც შეხედე“... – ეს ფრაზები მუშაობს როგორც ბუმერანგი – ის უკან ბრუნდება და ძალიან მწარედაც მოგხვდებათ ცხვირში. ჯერ ერთი, ქმარი არასდროს არ შეადაროთ ვინმეს. მით უმეტეს – სხვა ქალების ქმრებს და, მით უმეტეს, ხმამაღლა, მისი თანდასწრებით...
კიდევ ერთი ოქროს წესი: ნუ დახარჯავთ ენერგიას ქმრის გამოსწორებასა და გადაკეთაბაზე – ესეც ფუჭია. ამიტომ, მოიშორეთ ის, რაც ფუჭია... შეძელით ეს და დაალაგეთ თქვენი ურთიერთობები ოჯახში...

ქმარიც მამაკაცია!

ქალბატონებო! ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ქმარიც მამაკაცია! ტყუილად გაგეღიმებათ, როცა ამ სტრიქონებს წაიკითხავთ. თუ თქვენი ოჯახის დღეგრძელობა და კეთილდღეობა გინდათ, შეეცადეთ, ყოველთვის დაინახოთ მეუღლეში სასურველი სექსუალური პარტნიორი. როცა ეს აღარ მოხდება, განგაშის ზარებს უნდა შემოჰკრათ! თანაც ქმარს სექსუალურ პარტნიორად მხოლოდ საწოლში არ უნდა აღიქვამდეთ, ის ჩვეულებრივ უთრიერთობაშიც სასურველი მამაკაცი უნდა იყოს.
ჩართეთ თქვენი ფანტაზია! გახსოვდეთ, ერთფეროვნება არც თქვენ წაგადგებათ, მით უფრო, დააზიანებს თქვენს ურთიერთობას ქმართან. ხშირი ფიზიკური კონტაქტი ძალიან დიდი პოზიტივია, ანუ, დღის განმავლობაში ჩაეხუტეთ, მოეხვიეთ, აკოცეთ, მოეალერსეთ... მთავარია, ამის სურვილი გქონდეთ. იკეკლუცეთ, ეფლირტავეთ, ზოგჯერ წაიცელქეთ კიდეც, წაიხულიგნეთ... შესძინეთ თქვენს ყოველდღიურობას ახალი ფერები – ეს რთული არ არის. ნებისმეირ ქალს აქვს შინაგანი არტისტიზმი იმისთვის, რათა შეასრულოს თავისი ქალური მისია – მოხიბლული ჰყავდეს თავისი მამაკაცი. ქმარს აუცილებლად გააოცებთ, თუკი ამას მიზნად დაისახავთ. მთავარია, გასაღები მოუძებნოთ მის სურვილებს და არასოდეს დაივიწყოთ, რომ ქმარიც მამაკაცია, თანაც, მამაკაცი, რომელიც ყველაზე ახლობელია და, იმავდროულად შორეულიც; თქვენთვის შორეული იმდენად, რომ ყოველდღიურად გიწევთ მისი აღმოჩენა, გაცნობა და მოხიბვლა.

შეაცდინე... ქმარი!

როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გრძნობა, დრო მას მაინც ახუნებს და აფერმკრთალებს – სიყვარული სიმწვავეს კარგავს ულმობელ ყოველდღიურობაში. ქალები ფიქრობენ, რომ, რადგან მათი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა, შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ; რეალურად კი, მთავარი სწორედ ქორწინების შემდეგ იწყება. შეჩვევა და რუტინა ვნების მტერია – მამაკაცს, შეიძლება, მთლიანად გაუცივდეს გული ინტიმური სიახლოვის მიმართ. ამის მიზეზი იქნება სახლში მოუწესრიგებელი (დაუვარცხნელი, შეუღებავი) ცოლის ყურება, რომელიც ნელ-ნელა აღარ ჰგავს იმ ქალს, ერთ დროს თავბრუს რომ ახვევდა და სიახლოვის სურვილს უჩენდა; სიყვარულზე ასევე ძალიან ცუდად მოქმედებს სოციალური პრობლემები, ყოფით წვრილმანებზე კამათი და ჩხუბი, ხოლო ზოგიერთ კაცს ერთფეროვნება ჰბეზრდება. უსამართლობაა, რომ ამ ყველა პრობლემის მოგვარებაზე მხოლოდ ქალმა უნდა იფიქროს, მაგრამ, თუ ამ ქალს უყვარს ქმარი და უნდა, რომ ის მისგან არასდროს წავიდეს, სხვა გზა არ დარჩენია...
ყველაზე მარტივია – შეიცვალო შენი ყოველდღიური იმიჯი, თანაც, რადიკალურად. შეცვალეთ ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა... გახდით ცოტათი მეტად გამომწვევი... დიახ, სახლშიც შეგიძლიათ, ისე ჩაიცვათ, რომ ქმარი გამოიწვიოთ...
თმის ფერისა და ვარცხნილობის შეცვლაც კარგია. თუ უფრო თამამი ხართ და ატყობთ, რომ ქმარს ეს მოსწონს, გაიკეთეთ ტატუ...
ერთხელაც, სამსახურიდან დაბრუნებულ  ქმარს ისეთი დახვდით, როგორსაც საერთოდ არ მოელის. ანუ, შოკში ჩააგდეთ – შოკური თერაპია მამაკაცებს ძალიან რგებთ...

скачать dle 11.3