ფერნანდო ალონსო დიასი კარტინგის მანქანის საჭეს 3 წლის ასაკში მიუჯდა
ესპანელი ავტომრბოლელი „ფორმულა 1-ის“ ორგზის ჩემპიონი, სამგზის ვიცე-ჩემპიონი, 2014 წლიდან „მაკიარენის“ გუნდის წევრი, ასტურიის პროვინციის დედაქალაქ ოვედოში დაიბადა. ასტურიელი ფანების გამორჩევა ყოველთვის ადვილია ლურჯ მაისურზე ყვითელი ჯვრით – ეს პროვინციის ერთ-ერთი სიმბოლოა. ალენსო საჭეს 3 წლის ასაკში მიუჯდა, თუმცა, როგორც მრბოლელი ამბობს, მაშინ უკვე დადიოდა, ასე რომ, ისტორია მისი ფეხის ადგმამდე მანქანის ტარების შესახებ, გადაჭარბებულია.
ფერნანდო გრანპრის პირველი ესპანელი მფლობელი და ქვეყნის პირველი მსოფლიოს ჩემპიონია. ადრე ესპანელებს მხოლოდ მათ ქვეყანაში რბოლის ეტაპის ჩატარებით მოჰქონდათ თავი. ალოსნოს გამოჩენისთანავე კი ისინი უკვე თანამემამულის მიღწევებით ამაყობდნენ. მისი პერსონისადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ესპანეთში „ალონოსომანიის“ ფენომენი ჩამოყალიბდა. როდესაც ფერნანდომ პირველი ტიტული მოიგო, ოვედო ერთ დიდ საზეიმო „დარბაზად“ გადაიქცა, რომელმაც შემდეგ მუზეუმში გადაინაცვლა ალონსოს ეკიპირების სხვადასხვა ელემენტთან ერთად.
2006 წელს ალონსო ჯგუფ El Sueno de Morfeo-ს სოლისტზე, რაკელ დე როსალიოზე დაქორწინდა, 2011 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, 2012 წელს კი მრბოლელი რუს მოდელს, დარია კაპუსტინას შეხვდა. ალონსო უკვე ესტუმრა დარიას მშობლებს ვლადივოსტოკში და ნელ-ნელა რუსულსაც სწავლობს. ჯერჯერობით კი მშობლიური ესპანურის გარდა, ფერნანდო თავისუფლად ფლობს ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებს.
ფერნანდო აღიარებს, რომ ყველაზე სასურველი და საჭირო საჩუქრები მისთვის სარბოლო ბანქო და ფოკუსების საბავშვო ნაკრები იყო. მრბოლელმა მართლაც მრავალი ტრიუკი შეისწავლა და ბანქოს ფოკუსებით ყოველთვის ართობს მექანიკოსებს შესვენებისას.
როდესაც ალონსო მანქანით მარტო მგზავრობს, ესპანურ პოპ-მუსიკასა და ამერიკულ როკ-ჯგუფს – Red Hot Chilie Pepers-ს უსმენს. საყვარელ სიმღერებს კომპოზიცია By the Way-ს უწოდებს. მას მუსიკის სამყაროში ნაცნობებიც ჰყავს, მაგალითად, ბავშვობიდან იცნობს ესპანელ მომღერალს Melendi-ს, რომელმაც მეგობარს სიმღერაც მიუძღვნა – „ჯადოსნური ალონსო“.
მექანიკოსები ყვებიან, რომ სტარტის წინ ალონსო ყოველთვის მღერის და არცთუ ცუდად. როდესაც მან Renault-ის კონსტრუქტორთა თასი მოიგო, ასეთი შემთხვევებისთვის ტრადიციული – ჯგუფ Queen-ის We are the chempions იმღერა. ამის შემდეგ Renault-მა გადაწყვიტა, გამოეშვა დისკი ამ სიმღერის ჩანაწერით, თუმცა, არა ფერნანდო ალონსოს ვერსიით, არამედ, საჩემპიონო მანქანის შესრულებით.