„ფერარიმ” სარბოლო ბოლიდების მომავალი წარმოადგინა
„ფერარის” „ფორმულა 1-ის“ გუნდმა გამოაქვეყნა კონცეპტუალური ბოლიდის გამოსახულება – როგორ უნდა გამოიყურებოდეს მომავლის სარბოლო ავტომობილი.
დიზაინერებისა და აეროდინამიკის ინჟინრების რამდენიმე კვირის ერთობლივი შრომის შედეგად ძალზე ფუტურისტული შასი მიიღეს, რომელიც ამავე დროს, ტექნიკური რეგლამენტის ყველა მოთხოვნას პასუხობს.
მოდელი ორდონიანი წინა ანტიფრთით, ძარის გლუვი სკულპტურული ფორმითა და მასიური უკანა ფრთით გამოირჩევა.
გამოსახულებები გამოჩნდა ჟენევაში, მსოფლიო ჩემპიონატის კომისიის სხდომის წინ. ამ კომისიაზე განიხილებოდა ახალი წესები, რომლებიც 2016 წლის სეზონისათვის იყო გამიზნული გაცილებით მძლავრი და ლამაზი მანქანების შესაქმნელად.
ფერარიმ ეს გამოსახულებები გამოაქვეყნა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, იმ დღიდან, რაც მისმა მოწინააღმდეგეებმა, McLaren-მა და Red Bull-მა, სტრატეგიული ჯგუფის შეკრებაზე მომავლის მანქანების თავიანთი ხედვა აჩვენეს. ორივე გუნდმა უარი თქვა თავიანთი ნამუშევრების პრესაში გამოქვეყნებაზე, მაგრამ, ცნობილია, რომ მათი იდეები არც ისეთი რადიკალურია, როგორიც „ფერარის.”