კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალის ბიზნესი და სკანდალები

ლილიან ბეტანკური პარიზში დაიბადა 1922 წელს. ის ეჟენ შულერის – კოსმეტიკური კომპანია L’oreal-ის დამფუძნებლის ერთადერთი შვილი იყო. 15 წლის გოგონამ მამამისის კომპანიაში მოსწავლედ დაიწყო მუშაობა.
1950 წელს ლილიანი ცოლად გაჰყვა ფრანგ პოლიტიკოსს, ანდრე ბეტანკურს, რომელიც 1960 წელს მინისტრი იყო, ხოლო 70-იან წლებში – კომპანია L’oreal-ის თავმჯდომარის მოადგილე. მანამდე კი ის ფრანგული ფაშისტური ჯგუფის – La Cagoule-ის წევრი გახლდათ, რომელსაც 30-იან წლებში აფინანსებდა და მხარს უჭერდა სწორედ ლილიანის მამა. ომის შემდეგაც, სწორედ მამამისმა მისცა თავშესაფარი თავის კომპანიაში. 1953 წელს წყვილს შეეძინა ერთადერთი შვილი – ფრანსუაზა.
1957 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, ლილიანმა მემკვიდრეობით L’oreal მიიღო და კომპანიის მთავარი აქციონერი გახდა; 1963 წელს კომპანია საზოგადოებრივ საკუთრებად იქცა, თუმცა, ბეტანკურმა აქციების საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნა; 1974 წელს კი თავისი წილის ნახევარი Nestle-ს აქციების 3 პროცენტზე გაცვალა.
ლილიან ბეტანკური ყოველთვის არიდებდა თავს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს, თუმცა 2007 წელს პრესამ მაინც მიაგნო ხელჩასაჭიდს და აქტიურად განიხილა მისი და ფრანსუა-მარი ბანიეს ურთიერთობა. ფრანგი მწერალი, მხატვარი და ცნობილი ფოტოგრაფი ფრანსუა-მარი ლილიანმა 1987 წელს გაიცნო, როდესაც ის ერთ-ერთი ჟურნალისთვის უღებდა ქალს სურათს. ისინი დამეგობრდნენ და ლილიანი მისი მთავარი მფარველი გახდა. მისგან ბანიემ, საერთო ჯამში, საჩუქრებისა და სხვადასხვა დაფინანსების სახით, 1,3 მილიარდი ევრო მიიღო. 2007 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსმა სარჩელი შეიტანა ბანიეს წინააღმდეგ – „პირადი გამორჩენის მიზნით ფიზიკური და ფსიქოლოგიური სისუსტის გამოყენებით ექსპლუატაციისთვის“. საფრანგეთის ნაციონალურმა პოლიციამ გამოიკვლია საქმე და სასამართლოს სხდომა ლილიანის ფსიქიკური მდგომარეობის სამედიცინო დასკვნის მიღებამდე გადადო, თუმცა ლილიანმა უარი თქვა კვლევაზე. 2010 წელს კი გამოქვეყნდა მაგნიტოფონზე ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა მისი ქონების ერთადერთ მემკვიდრედ (L’oreal-ის აქციების გარდა, რომელიც ქალიშვილს და ორ შვილიშვილს ეკუთვნოდა) ლილიანი ბანიეს ასახელებდა.
2010 წელს ლილიან ბეტანკური კიდევ ერთ, ამჯერად ფინანსურ-პოლიტიკურ სკანდალში გაეხვია. სამხილი ისევ მაგნიტოფონის ლენტი გახდა, როემლზეც ლილიანი თავის ფინანსურ კონსულტანტს ესაუბრებოდა, საიდანაც შეიძლებოდა ის დასკვნა გამოეტანათ, რომ ბეტანკური თავს არიდებდა გადასახადებს და სოლიდური თანხა „ქეშად,“ პირდაპირ შვეიცარიულ ბანკებში, დაფარულ ანგარიშებზე შეჰქონდა. ამ სკანდალმა ახალი განვითარება პოვა, როდესაც ბეტანკურის ყოფილმა ბუღალტერმა კლერ ტრიბუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრანგ პოლიტიკოს-კონსერვატორებს ლილიანის ბინაში კონვერტით გადასცემდნენ ფულს. 2007 წელს კი, ერთ-ერთ კონვერტში, რომელშიც 150 000 ევრო იდო, ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიისთვის „კავშირი სახალხო მოძრაობისთვის“ ხაზინადარ ვერტს გადასცეს. მისი თქმით, სარკოზი ლილიანის ხშირი სტუმარი იყო. კვლევებით აღმოჩნდა, რომ ყველა პარტიისთვისა და ფიზიკური პირებისთვის გადაცემული თანხები არც ისე დიდია და მათ გაცემაზეც ჩეკებია გამოწერილი.
1987 წელს ლილიან ბეტანკურმა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დააფუძნა „ბეტანკურ-შულერის საქველმოქმედო ფონდი,” რომლის წლიური ბიუჯეტი 160 მილიონი ევროა, საიდანაც 55 პროცენტით სამეცნიერო კვლევები და განათლება ფინანსდება, 33 პროცენტით – ჰუმანიტარული და სოციალური პროექტები, ხოლო 12 პროცენტით – კულტურა და ხელოვნება; ასევე, გასცემს ყოველწლიურ პრემიებს წამყვან ევროპულ ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის (45 წლის ასაკამდე).
„ფორბსის“ მონაცემებით, ლილიან ბეტანკური მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეცხრე ადგილზეა, მისი ქონება 30 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალია და, ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება.

скачать dle 11.3