კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ბევრი დაავადების მიზეზია

მსხალი შეიცავს ანტიბიოტიკს და ეფექტურია მაღალი სიცხის დროს
მსხალი ძალიან სასარგებლო ხილია. ის უხვად შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, უჯრედისებს, B, C, D და PP ვიტამინებს, A პროვიტამინს, მიკროელემენტებს, იოდსა და ნახშირწყლებს.
ნუ შეჭამთ მსხალს უზმოზე და წყალსაც ნუ მიაყოლებთ. ასევე, არ გირჩევთ ჭამოთ ხორცის შემდეგ.
მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც მუხლის არეში სერიოზული პრობლემები აქვს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისა და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებთ. ასევე, სასურველია მისი ჭამა 40 წლის ასაკის შემდეგ. კარგია, თუ კვირაში ერთი დღე ორგანიზმს განტვირთვას მოუწყობთ და მხოლოდ მსხალს მიირთმევთ.
ეს ხილი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს და სასარგებლოა ფილტვებისთვის. შემცველი ანტიბიოტიკის – არბუტინის წყალობით, მის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ასევე, მსხალი აუცილებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, რადგან ის ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.
მსხალი, აგრეთვე, კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ის საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი შემცველი უჯრედისები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ცოტა აღიზიანებს. მიუხედავად მისი დადებითი და სასარგებლო თვისებებისა, თუ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით რამე პრობლემა გაქვთ, მოერიდეთ მის ჭამას. მოხარშული ან შემწვარი მსხალი კი, ძვლების საუკეთესო წამალია; ასევე, ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის დაავადების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს. ასეთი პრობლემების მქონე ადამიანმა ყოველ დილას, ცოტა წახემსების შემდეგ, ერთი მსხალი უნდა შეჭამოს. ეს ხილი მას მუცლის ტკივილს დაუამებს და მტანჯველ წვასაც მოუხსნის.
საოცარი თვისებების მქონე ეს ხილი, დაავადების დაძლევასთან ერთად, ხასიათის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს. მსხლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ადამიანს საგრძნობლად უუმჯობესდება გუნება-განწყობა.
მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს. ის გულისცემას არეგულირებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ბევრი დაავადების მიზეზია
ნივთიერებათა ცვლა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ფუნქციაა. მისი დარღვევა ბევრი დაავადების მიზეზი ხდება. მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლა კი ცხიმების დაგროვებას უშლის ხელს. საკვები ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. მოხმარებული საკვები ნივთიერებების გადამუშავებაზე იმ კალორიების დაახლოებით, 15 პროცენტი იხარჯება, რასაც ყოველდღიურად ვწვავთ. ამიტომ, აუცილებელია დილის საუზმე. დილის საკვები ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.
ნივთიერებათა ცვლის ტემპის დაჩქარება და კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა შესაძლებელია რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით.
სირბილი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ჩქარი სიარული ან ველოსიპედით სეირნობა კი ცხიმებს წვავს. დღის ბოლოს, ორგანიზმს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება, ცხოვრების რიტმი შეამციროს. ამიტომ, ამ მიდრეკილებას სწორედ საღამოს ფიზიკური ვარჯიშით შეცვლით. ამის შედეგად კი ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება კიდევ რამდენიმე საათით გაგრძელდება და ცხიმი ძილის დროსაც დაიწვება. უმჯობესია, ვარჯიში დაძინებამდე დაახლოებით, ორი საათით ადრე დაასრულოთ, რომ კარგად და ტკბილად დაიძინოთ.
ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესში წყალს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ის თრგუნავს მადას და გვეხმარება, ნივთიერებათა ცვლის პროცესში ჩაერთოს ორგანიზმის მიერ მომარაგებული ცხიმები. წყლის უკმარისობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეანელოს მეტაბოლიზმი, რადგან ასეთ შემთხვევაში ღვიძლის მთავარი ამოცანაა ორგანიზმში სითხის მარაგის აღდგენა და არა ცხიმების წვა.
ღრმა ძილი ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის მიერ ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც გვეხმარება ტვინის უჯრედების აღდგენაში. ეს კი ნივთიერებათა ცვლის პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.
ასევე, მზის შუქიც ადამიანს ააქტიურებს და ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს. გვეხმარება D ვიტამინის სინთეზში. მზის შუქი ააქტიურებს და აწესრიგებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.
ჟანგბადი იწვევს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას. ამ დროს მიმდინარეობს კანქვეშა ცხიმების წვა. ასე რომ, დაკავდით სპორტით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, იძინეთ საკმარისად, დღეში 4-ჯერ მაინც ჭამეთ და დალიეთ სითხე, რომ ნივთიერებათა ცვლა წესრიგში გქონდეთ და ამით ბევრ დაავადებას დააღწიოთ თავი.

დღის განმავლობაში ჩაის დიდი რაოდენობით სმა მავნებელია
ჩაი ხსნის დაღლილობას, ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, შველის იოგების დაჭიმულობას. როგორც მწვანე, ასევე შავი ჩაი, სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ამ სასმლის მთავარი ღირსება კი ალკოლოიდი ტანინია, რომელიც ორგანიზმს სტიმულს აძლევს.
ჩაი ვიტამინებით მდიდარი სასმელია. მასში შემავალი ვიტამინი P საგრძნობლად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ერთი ფინჯანი ჩაი დაახლოებით 35 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, ამიტომ ახასიათებს მას ორგანიზმის მოდუნება.
თუმცა, ეს სიცოცხლის ელექსირი, შესაძლოა, ადამიანისთვის მავნე გახდეს. დღის განმავლობაში მიღებული 5-6 ჭიქა მაგარი ჩაი კოფეინის ისეთ რაოდენობას შეიცავს, რომელმაც, შესაძლოა, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. კერძოდ, ის ზრდის ძვლისა და თირკმელების დატვირთვას, რაც ტოქსიკოზს იწვევს.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩაი საჭმლის მომნელებელ სისტემას უწყობს ხელს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულთათვის არ არის სასურველი. ასევე, თავი უნდა შეიკავონ მათაც, ვისაც მომატებული მჟავიანობა აწუხებს.
ჩაი თეოფილინსა და კოფეინს შეიცავს, რისი წყალობითაც ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება. როცა ნერვული სისტემა აგზნებულია, სისხლძარღვები ვიწროვდება. ეს კი ძალიან სახიფათოა ათეროსკლეროზის დროს და, შესაძლოა, ტვინში თრომბის წარმოქმნა გამოიწვიოს.
მაგარი, ცხელი ჩაი კარგია მაღალი სიცხის დროს, რადგან მას შარდმდენი ეფექტიც აქვს. ამ დროს გამოიყოფა ოფლი, მასთან ერთად კი მავნე ნივთიერებები, შარდს კი ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს.

გაიუმჯობესეთ გონებრივი შესაძლებლობები სიამოვნების ჰორმონების შემცველი პროდუქტების ჭამით
ადამიანის ტვინი საკვებიდან მიღებული მთელი ენერგიის მხოლოდ ოც პროცენტს მოიხმარს. გონებრივი მუშაობის ყველაზე დიდი ჯაფა სწორედ მას ადგება. ამიტომ, აუცილებელია  ვიცოდეთ, რომელი სახის საკვები უნდა მივაწოდოთ ტვინს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით.
ჭამეთ დღეში რამდენიმე ცალი სტაფილო. ის A ვიტამინის წყალობით ააქტიურებს ტვინში ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს და აძლიერებს მახსოვრობას, თაფლი კი, მასში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყალობით, ადამიანის გონებრივად მუშაობას უფრო ნაყოფიერს ხდის.
ნერვულ უჯრედებს მუშაობას უადვილებს B ჯგუფის ვიტამინები, მათ კი დიდი რაოდენობით ესაჭიროება ასევე PP ვიტამინიც. ეს ნივთიერებები დიდი რაოდენობით შედის თევზში, პარკოსნებში, წიწიბურაში, შვრიასა და კვერცხში. მათი მიღება ტვინისთვის, უბრალოდ, აუცილებელია.
საკვებ რაციონში თევზის ჩართვით ორგანიზმს აწვდით არა მარტო ჩამოთვლილ ვიტამინებს, არამედ უჯერ, ცხიმოვან მჟავებსაც, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინზე. ის აძლიერებს ინფორმაციის მიღების უნარს.
ნიგოზი ხელს უწყობს დაღლილობის შეგრძნების ადვილად მოხსნას ხანგრძლივი და მძიმე გონებრივი მუშაობისას. აზროვნების უნარს აუმჯობესებს კალციუმი და კალიუმი, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ვაშლი, ხაჭო, ქიშმიში, გარგარი.
ტვინს შაქარიც ესაჭიროება, თუმცა, უკეთესია, თუ მის ნაცვლად ბრინჯს, ლობიოს და მუხუდოს მიირთმევთ. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ პოლისაქარიდებს, ანუ იმ ნივთიერებას, რომელიც საკმაოდ ამაღლებს ადამიანის გონებრივ შრომისუნარიანობას. ყურადღების კონცენტრირების ასამაღლებლად ჭამეთ მწვანე ხახვი, ნუში და თხილი. ადამიანმა დღეში ნახევარი თავი ხახვი მაინც უნდა ჭამოს, მით უმეტეს, თუ ხშირად უწევს ნერვიულობა.
ხშირად, ტვინის მუშაობას ხელს უშლის ნერვული აღგზნება, ამისგან თავის დაღწევაში კი დაგეხმარებათ გემრიელი ან ანტისტრესული საკვების მიღება. მაგალითად, ამ დროს კარგია შოკოლადი, ასევე, ბანანი ან მარწყვი. მათში დიდი რაოდენობითაა სიამოვნების ჰორმონი, სეროტონინი და თიროზინი, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და შემოქმედებით ნიჭს აუმჯობესებს.

ანანასი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, აძლიერებს ცხიმის წვას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
ანანასი მდიდარია მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. მისი ნაყოფი შეიცავს კალიუმს, რკინას, სპილენძს, თუთიას, იოდს, მანგანუმს, მაგნიუმსა და კალციუმს. ასევე, მასში დიდი რაოდენობითაა ბრომელინი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს სისხლს და ააქტიურებს იმუნურ სისტემას.
ანანასი რეკომენდებულია ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს. ის დაბლა სწევს წნევას. ასევე, არა მარტო ხელს უშლის სისხლძარღვებში დანალექების წარმოქმნას, არამედ სპობს კიდეც, რითაც იცავს ადამიანს ინსულტისა და ინფარქტისგან.
ეს ხილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც დარღვეული აქვს საჭმლის მონელების ტრაქტი. კუჭის წვენის ფერმენტაციული აქტიურობის ასამაღლებლად, ჭამის დროს დალიეთ ერთი ჭიქა ანანასის წვენი ან მიირთვით ის ცოცხლად.
კალიუმის მარილების მაღალი კონცენტრატის მეშვეობით, ანანასი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, აძლიერებს ცხიმის წვას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
მიქსერით ათქვიფეთ 100 გრამი ანანასი, დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და დალიეთ დღეში 2-ჯერ. ეს ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.
ასე რომ, ანანასი სამკურნალო ხილია და მისი მიღებით ჯანმრთელობის მდგომარეობას იუმჯობესებთ.

скачать dle 11.3