კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: სახის მარჯვენა მხარეს (ტუჩი, ლოყა, ცხვირი) მაქვს დაბუჟების შეგრძნება. არაფერი მტკივა, უბრალოდ, რაღაც უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. გარდა ამისა, პირს რომ ვაღებ, ოდნავ ისმის ძვლების ხრაშუნის ხმა. რისი ბალი იქნება? ვარ 24 წლის გოგონა.
პასუხი: თუ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის არეში გაქვთ ხმიანობა პირის გაღების დროს, მაშინ, პირველ ყოვლისა, ყბა-სახის ქირურგს მიმართეთ, მხოლოდ მისი კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა, საჭიროა თუ არა ნევროპათოლოგის კონსულტაცია.
კითხვა: მაქვს ალერგია, ზოგჯერ მწვავე ფორმითაც. ვიხმარე დიპროსპანი. შედეგი არის, მაგრამ, თვეში ერთხელ უნდა გავიკეთო. ვარ 45 წლის. შეიძლება თუ არა მისი ხშირი ხმარება?
პასუხი: თუ დიპროსპანი თავად დაინიშნეთ, ეს ცუდია. ზოგადად, საჭიროების შემთხვევაში, ამ პრეპარატს ხანგრძლივადაც იყენებენ; ის გახანგრძლივებული მოქმედების ჰორმონული პრეპარატია. მაგრამ, აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს. თვითნებურად ნუ იმკურნალებთ.
კითხვა: წლისა და ერთი თვის ბავშვს დილის კვებაზე, 3 დღეში ერთხელ, ვაჭმევ მოხარშული კვერცხის გულსა და კარაქიან პურს. დანარჩენ დღეებში – ფაფებს. სწორად ვკვებავ საუზმეზე?
პასუხი: დიახ, ამ ასაკის ბავშვს საუზმეზე შეგიძლიათ მისცეთ ბურღულის ფაფა, მოხარშული კვერცხი ან რძის პროდუქტები (ცხადია, კარაქიანი პურიც).
კითხვა: რამ შეიძლება გამოიწვიოს ტკბილი შოკოლადის ან „პეჩენიის” ჭამის შემდგომ გულის აჩქარება?
პასუხი: ეს, შესაძლებელია, გასტრიტის ფონით აიხსნას. მიმართეთ გასტროენტეროლოგს და გამორიცხეთ გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, გასტრიტი, დუოდენიტი...
კითხვა: რა შეიძლება იყოს გოგონას ორგანიზმში ტესტოსტერონის მომატების მიზეზი?
პასუხი: ტესტოსტერონის მატების უხშირესი მიზეზებია თირკმელზედა ჯირკვლის ან საკვერცხის დაავადებები (პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი), შაქრიანი დიაბეტი. გარდა ამისა, ტესტოსტერონის მომატება შეიძლება გამოიწვიოს აკრომეგალიამ, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეებმა, კონის სინდრომმა, კუშინგის სინდრომმა, საკვერცხის სიმსივნეებმა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა. ზოგჯერ ამ ჰორმონის მატებას იწვევენ მედიკამენტები – სტეროიდები ან ანტიეპილეფსიური საშულებები.
კითხვა: შეიძლება, რომ 3 წლის ბავშვს სახარინით გამომცხვარი ნამცხვარი ვაჭამო?
პასუხი: არა, სახარინის შემცველ ნამცხვარს ნუ მისცემთ.
კითხვა: როცა გაციებული არ ხარ და თავს კარგად გრძნობ, ანტისტრეპტოლიზინის მაღალი მაჩვენებელია თუ არა 1 000 ერთეული და ამოსაღებია თუ არა ამ დროს გლანდები?
პასუხი: ეს მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია მკურნალობა, მეთოდის შერჩვა კი ხდება მკურნალი ექიმის მიერ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3