კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩენსტოხოვის ღვთისმშობლის ხატი

გადმოცემის მიხედვით, ეს ხატი იერუსალიმში ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი. კონსტანტინეპოლოში ის დედოფალმა ელენემ ჩამოიტანა, როდესაც ის იერუსალიმში იმყოფებოდა, სადაც 306 წლის 6 მარტს, სასწაულებრივად მოიძია მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვარი და სამსჭვალნი. ხატი კონსტანტინეპოლიდან რუსეთში რუსმა დიდებულმა, ქალაქ ლვოვის დამაარსებელმა ლვოვმა ჩაიტანა და დიდი ზეიმითა და სამღვდელოთა თანხლებით, ბელზის ციხესიმაგრეში დააბრძანა, სადაც ხატმა მრავალი სასწაულით გაითქვა სახელი. შემდგომში, როდესაც სამხრეთ-დასავლეთი რუსეთი პოლონეთმა დაიპყრო, ხატი პოლონეთის მეფის – ვლადისლავის კუთვნილება შეიქნა. იმავე დროს ციხესიმაგრე ბელზს თათრები შეესიენ. ვლადისლავმა ხატის ეკლესიიდან გამობრძანება და მისი გალავანზე დადგმა ბრძანა. მოალყე თათრებმა ისრები დაუშინეს მეციხოვნეებს. ერთ-ერთი ისარი სასწაულმოქმედ ხატსაც მოხვდა. ხატიდან უმალ სისხლი გადმოდინდა, რომელიც დღესაც იხილვება. იმავ წამს თათართა ლაშქარს ავი დღე დაადგა – უცნაური ნისლით დაიფარა, რომლისგანაც მრავალი მეომარი მოისრა. შეძრწუნებულმა თათრებმა ციხესიმაგრეს ალყა მოხსნეს და სასწრაფოდ თავის ქვეყანას მიაშურეს. ამის შემდეგ ვლადისლავს ძილში ჩაესმა ხმა, რომელიც მას ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, ჩენსტოხოვის მთაზე გადატანას უბრძანებდა. სახელწოდება – ჩენსტოხოვი, ღვთისმშობლის სასწაულების შემდეგ ჰქონდა მას მიღებული. ვლადისლავმა ბრძანება აღასრულა. მთაზე ააშენა მონასტერი და ხატი იქ გადააბრძანა, ხოლო ხატის დაცვა პაულინის ორდენის კათოლიკე ბერებს მიანდო. რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტერი ჰუსიტების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ის გაძარცვეს და დაარბიეს. მოთარეშეებმა მონასტრიდან ღვთისმშობლის ხატის გამოტანა მოინდომეს. მათ ის ეკლესიიდან გამოიტანეს და წასაღებად ფორანზე მოათავსეს, მაგრამ უხილავმა ძალამ ცხენებს დაძვრის საშუალება არ მისცა. ამან ჰუსიტები ისე გააშმაგა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ღვთისმშობლის ხატი ფორნიდან აიტაცა და გაცოფებულმა მიწაზე დაანარცხა, ხოლო მეორემ მახვილი ჩასცა. იმავე წამს ორივე მეომარს თავს საშინელი სასჯელი დაატყდა. პირველი მათგანი იქვე ნაფლეთებად იქცა, ხოლო მეორეს  ხელი გაუხმა. თავდამსხმელთაგან ზოგიერთი იქვე დაიღუპა, ხოლო სხვები სიბრმავემ შეიპყრო.
1813 წელს ჩენსტოხოვის ციხესიმაგრე რუსეთის მხედრობამ აიღო. მონასტრის წინამძღვარმა რუსეთის ჯარის მთავარსარდალს – გენერალ საკენს სასწაულთმოქმედი ხატი საჩუქრად მიართვა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხატი ძვირფასეულობით უხვად შეამკო და პეტერბურგის ყაზანის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მარცხენა კლიროსში დააბრძანა. იმ დღიდან ხატის წინ ჩაუქრობელი კანდელი ანთია.

скачать dle 11.3