კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გირჩევთ

კითხვა: რა ძალები მოქმედებენ მაცდუნებლად ლოცვის დროს?
პასუხი: ლოცვის დროს ბოროტი ძალები ადამიანს შთააგონებენ ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს; სულსა და სხეულს მცონარობისკენ განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ, შეღავათი მისცენ სხეულს – უდროო დროს ჩამოჯდომით, კედელზე მიყუდებით და ასე შემდეგ – ასე განმატავს წმინდა მამა იოანე კრონშტადტელი.
კითხვა: მამაჩემი კომუნისტი იყო და ბუნებრივია კომუნისტურ იდეოლოგიას აზიარებდა, რომელიც უფალს უარყოფდა. მინდა ეს ცოდვა მას მიეტევოს. როგორ ვილოცო მისი სულისთვის?
პასუხი: თუ ადამიანი სიცოცხლეში უარყოფს ღმერთს, მისი მოხსენიება საეკლესიო მსახურებაში არ შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ, მის სახელზე მხოლოდ მოწყალება გაიღოთ.
კითხვა: აქვს თუ არა სანთელს თავი და ბოლო? რომელი მხრიდან უნდა ავანთოთ ის?
პასუხი: სანთელი უფლის შესაწირავია. მთავარი ის არის, რომ სანთელი ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით დაანთოთ და გალწრფელად ილოცოთ. იმას კი, თუ რომელი მხრიდან აანთებთ მნიშვნელობა არ აქვს.
კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვი ნათესავს მოვანათვლინოთ?
პასუხი: ეკლესიურად ასეთი საქციელი აკრძალული არ არის, მაგრამ საქართველოში ტრადიციულად არ ხდებოდა ასე, რადგან ნათლიად ირჩევდნენ ისეთ ადამიანს, ვინც არ იყო სისხლით ნათესავი და სურდათ დაენათესავებინათ. ჩვენში ხორციელი და სულიერი ნათესაობა გათანაბრებული იყო.

скачать dle 11.3