მინერალური წყალი თქვენი სიჯანსაღისთვის
თანამედროვე სამყაროში არსებობს აზრი, რომ წყალი დაბალანსებული მინერალებით, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცხოვრების რიტმი, არასწორი კვების რეჟიმი და ბევრი სხვა ნიუანსი, ჩვენს ორგანიზმს სერიოზულ ზიანს აყენებს. ამის შედეგად ორგანიზმი კარგავს მნიშვნელოვან მინერალებსა და მიკროელემენტებს, რასაც ქრონიკულ დაღლილობამდე, დეპრესიამდე, ხასიათის ცვლილებამდე და სხვა უსიამოვნო შედეგებამდე მივყავართ. ამ მინერალთა აღდგენა აუცილებელია იმისთვის, რომ სრულყოფილი ცხოვრებით ვიცხოვროთ.
გარდა ამისა, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 2 ლიტრამდე წყალს. მინერალური წყალი აღადგენს სხეულის წყლის ბალანსს. ის გვეხმარება ორგანიზმის სხვადასხვა მინერალებითა და მაკროელემენტებით შევსებასა და აღდგენაში. ამ მინერალების ბალანსი მნიშვნელოვანია, რადგან წყლის ხარისხი და მისი სასარგებლო თვისებები, განპირობებულია ბალანსირებული მინერალიზაციის დონით. მინერალურ წყლებს შორის განსაკუთრებული და ერთ-ერთი უძველესა „საირმე“, რომელიც გამოირჩევა უნიკალურად დაბალანსებული ქიმიური შემადგენლობით და მინერალიზაციის ოპტიმალური დონით (3-5 გ/ლ.). იხილეთ ცხრილი.
სწორედ ეს დაბალანსება განასხვავებს „საირმეს“ სხვა მინერალური წყლებისგან და გვაძლევს შესაძლებლობას, ვამტკიცოთ, რომ ის ყველაზე ეფექტურია, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებისთვის.
მინერალური წყალი „საირმე“ ჩამოსხმულია საირმის წყაროებიდან, რომელსაც ბუნებრივად გააჩნია მრავალი დაავადების განკურნების უნარი. საწარმოო პროცესამდე მისი ალკოჰოლთან ერთად მიღება არ არის მიზანშეწონილი. ხოლო, პროცესის დასრულების შემდეგ კი ეს შეზღუდვა აღარ ვრცელდება მინერალიზაციის უნიკალური ბალანსის გამო.
ასე რომ, ბოთლებში ჩამოსხმული წყალი „საირმე“ ინარჩუნებს ყველა იმ სასარგებლო თვისებას, რომლითაც გამოირჩევა ბუნებრივი წყარო, საიდანაც ის არის ჩამოსხმული და ამავდროულად, განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის.
ბოთლში ჩამოსხმული „საირმის“ სასარგებლო თვისებებზე ჩვენ ვესაუბრეთ კურორტ „საირმის“ ექიმ-თერაპევტ დავით გაბუნიას.
დავით გაბუნია: ბოთლებში ჩამოსხმული, გაზირებული მინერალური წყალი რეკომენდებულია რეგულარული მოხმარებისთვის, სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მეტაბოლური ბალანსის რეგულირებისთვის. პროდუქტი გამდიდრებულია კალციუმი ბიოკარბონატით, რომელიც ამაგრებს ძვლოვან სისტემას და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შეჩერებას. გაზირებული მინერალური წყალი მოიხმარება ღვიძლის, საშარდე ბუშტის, თირკმლების და კუჭ-ნაჭლავის სისტემების ფუნქციების აღდგენისთვის, ასტიმულირებს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, რაც მეტაბოლიზმის პროცესისას წარმოიქმნება.
– კურორტზე ყოფნისას მინერალური წყალი წყაროდან უნდა მივიღოთ დოზირებულად. არის თუ არა აუცილებელი დავიცვათ ეს წესი ბოთლებში ჩამოსხმული წყლის მიღებისას?
– ნამდვილად არა. წყაროდან აღებულ წყალში მინერალები არ არის ბალანსირებული, რაც განაპირობებს შეზღუდვებს. თუმცა, საწარმოო პროცესის დროს ხდება ამ მინერალთა დაბალანსება, რაც შესაძლებელს ხდის მინერალური წყლის ყოველდღიურ გამოყენებას. ეს ფაქტი კი, დადებითად აისახება ჩვენს ორგანიზმზე.
– შეუძლია თუ არა წყალში მინერალების მაღალ კონცენტრაციას ქვების წარმოქმნა თირკმელში?
– გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მინერალური წყლის მიღება ამცირებს თირკმელში ქვების წარმოქმნის ალბათობას ასეთი დაავადებებისკენ მიდრეკილ ადამიანებში. თუ თქვენ თირკმელში ქვების წარმოქმნის რისკის წინაშე დგახართ, ექიმი, დიდი ალბათობით გირჩევთ, გაზარდოთ სითხის მიღება და მიიღოთ მეტი კალციუმი და მაგნიუმი. მინერალური წყალი „საირმე” შეიცავს სწორედ ამ კომპონენტებს და ამიტომ, ის საუკეთესო საშუალებაა მსგავსი პრობლემის პრევენციისთვის.
– ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, რა დამატებითი უპირატესობებით გამოირჩევა მინერალური წყალი „საირმე“?
– ჯანმრთლობისათვის სასარგებლო თვისებების გარდა, ბოთლებში ჩამოსხმული მინერალური წყალი „საირმე“ გამოირჩევა უნიკალური გემური თვისებებით. ის აჯანსაღებს ორგანიზმს, ათავისუფლებს არასასიამოვნო შეგრძნებებისგან და ხსნის დისკომფორტს.