კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიმაღლოთ, გავიუმჯობესოთ „კამელინით“ სიცოცხლის ხარისხი და რა შედეგებს იღებენ მისი დახმარებით ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვთ

„კამელინის” სამკურნალო, უნიკალური თვისებების შესახებ ჩვენს მკითხველს არაერთი ინფორმაცია მივაწოდეთ. თაფლზე დამზადებული ეს ბუნებრივი, ქართული პრეპარატი დღეს გავრცელებული არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის ისეთის, როგორიც სიმსივნეა. „კამელინის“ გამოყენება ამ დაავადების სამკურნალოდ ხშირად ეფექტურია, რასაც მისი სხვადასხვა თვისება განაპირობებს. „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიულია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას. თუმცა „კამელინის“  მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ ის უპირობოდ აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს, დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ისე, როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი და ასევე, დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ორგანიზმის იმუნური პასუხის ოპტიმიზაცია. კვლევების საფუძველზე და პრაქტიკიდან გამომდინარეც, უმძიმეს პაციენტებში კამელინოთერაპიით  მკურნალობისას მეტწილად ხდება სიმსივნური პროცესების შეჩერება, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და შრომისუნარიანობის საგრძნობი მატება. გარდა ამისა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, უროლოგებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს „კამელინის” გამოყენება უროლოგიური დაავადებების, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტების, ქრონიკული ურეთრიტებისა და პროსტატის ადენომების დროს.
ზაზა ბაინდურიშვილი (ექიმი-უროლოგი): მე-20 საუკუნის 40-იანი წლების შემდეგ, როდესაც შეიქმნა 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატი „კამელინი“, მან გაიარა ექსპერიმენტული, კლინიკური კვლევის ხანგრძლივი გზა. შედეგად დადგინდა, რომ მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, ამცირებს მოცულობითი წარმონაქმნების ზომებს, ებრძვის პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს. კლინიკაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო, კამელინით მკურნალობის ეფექტურობის შესწავლა უროლოგიური დაავადებების დროს – ასეთია: ქრონიკული პროსტატიტები, ქრონიკული ურეთრო-ცისტიტები და პროსტატის ადენომა. კვლევა ჩაუტარდა 30 პაციენტს (31-66 წლამდე მამაკაცს), რომელთაც ჰქონდათ ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, თანდაყოლილი ცისტიტით და ურეთრიტით. სამ გამოსაკვლევ პაციენტს ჰქონდა პროსტატის ადენომა პირველი-მეორე ხარისხის. პაციენტებს აღენიშნებოდათ ძირითადი ჩივილები: ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება შორისის არეში, გახშირებული შარდვა, წვა შარდვის დროს, პოტენციის დაქვეითება, ნაადრევი ეაკულაცია. მოხდა აღნიშნული პაციენტების სრული პროგრამით გამოკვლევა – პროსტატის წვენის ბაქტერიოსკოპია, შარდის საერთო ანალიზი, პროსტატის და შარდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში – ბაქტერიოლოგია და PSA გამოკვლევა. ძირითად კრიტერიუმად შერჩეულ იქნა პროსტატის სეკრეტში ლეიკოციტოზის მაჩვენებელი, ეპითელური უჯრედების რაოდენობა და ლეციტინის მარცვლოვანება. აგრეთვე, ულტრაბგერითი კვლევის დროს პროსტატის ჯირკვლის ექოლოგიური სურათი და მისი ზომები. დიაგნოსტიკური კვლევების შედეგად დადგინდა დიაგნოზი და მკურნალობა დაიწყო დილით 2 მილილიტრი „კამელინის მ1-ის“ ინიექციით, ღამით ძილის წინ „კამელინ მ4-ის“ სუპოზიტორიით რექტალურად. მკურნალობის ხანგრძლივობამ შეადგინა 20 დღე. მკურნალობა მიმდინარეობდა, როგორც მონოთერაპიულად (20), ასევე კომპლექსურად – ანტიპროტოზოული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად (10 პაციენტი). ჩატარებული მკურნალობის შედეგად, პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც გამოიხატა პროსტატის სეკრეტში ლეიკოციტოზის სარწმუნო შემცირებით და პროსტატის მასის შემცირების სარწმუნო დინამიკით. აგრეთვე, პროსტატის ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მკურნალობის მაღალი თერაპიული ეფექტი მიღებული იქნა 15 შემთხვევაში (50%); კარგი თერაპიული ეფექტი – 11 შემთხვევაში (36,6%), დამაკმაყოფილებელი 4 შემთხვევაში (13,3%). რაიმე გართულებას ან გვერდით მოვლენებს ადგილი არ ჰქონია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი შემთხვევა:
1. პაციენტი ქ.დ. 49 წლის, დიაგნოზი – ქრონიკული პროსტატიტი. პროსტატის ადენომა პირველი-მეორე სტადია. პროსტატის მოცულობა 64,3, ქსოვილის სისქეში – პეროფერიულ ზონებში ისახებოდა შერეული ექოგენებისა და ექოსტრუქტურის მოცულობითი წარმონაქმნები დიამეტრით 22, 21, 18 მილიმეტრი, ნარჩენი შარდი  – 40 მილილიტრი. „კამელინით“ მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ მიიღეს ზომა – 36 გრამი. პროსტატის პერიფერიული ნაწილი – კეროვანი ცვლილებების გარეშე, ლეიკოციტოზი შემცირდა (30-35 დან-10-15-მდე).
2. პაციენტი დ.ვ. 57 წლის, დიაგნოზი – ქრონიკული პროსტატიტი, პროსტატის ადენომა მეორე-მესამე სტადია. პროსტატის ზომა 80,4 გრამი. PSA – 11,0. კამელინით მონოთერაპიული მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ, პროსტატის ზომა  –  49,9 გრამი, PSA  – 6.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ პრეპარატ „კამელინის“  „მ1“ და „მ4“ ფორმების გამოყენება მონო და კომპლექსური თერაპიის სახით, ქრონიკული პროსტატიტების და ქრონიკული ურეთრიტების დროს, მაღალეფექტურია. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, „კამელინის“ გამოყენება მიზანშეწონილად მიგვაჩნია უროლოგიური დაავადებების დროს.
კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): ადრეული კვლევები, რომლის საფუძველზეც მტკიცდება „კამელინის“ შესანიშნავი ანტისიმსივნური, თვისებები მოიცავს 1945-1975 წლებს. ამ პერიოდის განმავლობაში „კამელინი“ მოიხმარა ათიათასობით ონკოდაავადებულმა და მათ შორის უამრავი შემთხვევაა, როდესაც უმძიმეს სტადიაზე მყოფი ავადმყოფისთვის „კამელინი“ იყო უკანასკნელი იმედი. დღეს ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ონკოლოგიური პაციენტები არიან. თუმცა, ეს უკვდავების წყალი არ არის, მაგრამ  ძალიან კარგი პრეპარატია – ძლიერი იმუნომოდულატორი. საინიექციო ფორმა „კამელინი მ-1“ ყველა სტადიის კიბოს დაავადებისთვის აუცილებელია სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ასევე, მნიშვნელოვანია „კამელინი მ-4“ – სანთლების (იმ შემთხვევებში, თუ ავადმყოფი უარს ამბობს ნემსებზე) და „კამელინი მ-2” – კაფსულების ჩართვა მკურნალობის თითქმის ყველა ეტაპზე. „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს მისი გამოყენება სანთლებისა და კაფსულების სახით, ხანგრძლივი დროითაც  ძალზე ეფექტურია პროფილაქტიკური დანიშნულებითაც.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ კონსულტაცია, დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის  ნომრებზე: 599 33-10-89; 599 58-09-07; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-75-04-08.

скачать dle 11.3