კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი“ შენი არჩევანი (კოდი – 124)

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალი“ (შემდგომში – უნივერსიტეტი) წარმოადგენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ოცი წელია, ფუნქციონირებს.  უნივერსიტეტის  რექტორია ევროპის რექტორთა კლუბის წევრი, პროფესორი  მზია ქათამაძე.
უნივერსიტეტის განკარგულებაშია: თანამედროვე სასწავლო კორპუსი ქალაქის ცენტრში; საკონფერენციო დარბაზი; კომპიუტერული კლასები; უცხო ენის კაბინეტი; იურიდიული კლინიკა; სასწავლო ბანკი „გორგასალი”, სადაც თავად სტუდენტები ასრულებენ ძირითად საბანკო ოპერაციებს; უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც დასაქმების შესაძლებლობა უნივერსიტეტის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ. ყოველივე ეს იძლევა  სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე წარმართვის შესაძლებლობას.
უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო  პროგრამა აკრედიტებულია.  ფუნქციონირებს ოთხი  ფაკულტეტი: ჯანდაცვის; სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები, სადაც  ხორციელდება ხუთი საბაკალავრო, დიპლომირებული სტომატოლოგისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები. გაიცემა ორმაგი დიპლომი.
უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის უნივერსიტეტებთან, რისი დადასტურებაცაა ის ფაქტი, რომ სასწავლებელში 2015-2016 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას იწყებს ევროპის ახალი უნივერსიტეტის (ჰოლანდია) წარმომადგენლობა, რაც საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობის სფეროში ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის პოპულარიზებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
2014 წლიდან უნივერსიტეტი ჩართულია ევროკომისიის
მიერ დაფინანსებულ „tempus“-ის  პროექტში.                
უნივერსიტეტის მიერ სხვადასხვა ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სტუდენტები პრაქტიკას გადიან ბანკებში, ტურისტულ კომპანიებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და იურიდიულ სამსახურებში. სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ „სტუდენტურ დღეებსა“ და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში. უნივერსიტეტში მოქმედებს მხატვრული შემოქმედებისა (გოგონათა ანსამბლი „მანდილი”) და სპორტული წრეები. გამოიცემა პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას. ხშირად იმართება სამეცნიერო კონფერენციები, საინტერესო შეხვედრები და შემეცნებითი ექსკურსიები.     

 

ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მიიღეს უმაღლესი შეფასება, თავისუფლდებიან სწავლის საფასურისგან.

უნივერსიტეტი „გორგასალი“ საინტერესო სიახლეებს სთავაზობს აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ, სტუდენტური ცხოვრება ჩვენს უნივერსიტეტს დაუკავშირონ.
* აბიტურიენტები, რომლებიც ჩვენს სასწავლებელს აირჩევენ პირველ და მეორე პრიორიტეტად, მიიღებენ სწავლების საფასურზე 10%-იან ფასდაკლებას.
* უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს სხვადასხვა სასწავლო-გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაში.

ისწავლეთ უნივერსიტეტ „გორგასალში” და მიიღეთ ევროპული განათლება!

 მისამართი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზ. მეორე ჩიხი ¹5ა
ტელეფონი: +995 32 2915033; +995 32 2105875.
Email: Info@gorgasali.edu.ge    www.gorgasali.edu.ge

скачать dle 11.3