კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოდენობის სესხი აქვს აღებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს 2024 წლამდე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე (2007 წლიდან) მიხეილ ჩინჩალაძე 1978 წელსაა დაბადებული თბილისში. 1995-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და სპეციალობით სამართალმცოდნეა. 2003 წელს კი იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაც დაამთავრა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლობს. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. მისი ოფიციალური ბიოგრაფია შედარებით მხატვრულადაა მოცემული უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ამიტომ ზუსტი ქრონოლოგიის დადგენა ჭირს, თუმცა ბ-ნი ჩინჩალაძის სამუშაო გამოცდილებაზე წარმოდგენას გვიქმნის.
კერძოდ: 1999-2004 წლებში ის თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა (სამუშაო პოზიციები არ არის დაკონკრეტებული), 2004-2007 წლებში კი – საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც იყო: საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი. 2007 წლიდან კი მისი დასაქმების ადგილი უზენაესი სასამართლოა.
ბ-ნი ჩინჩალაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან 26 წლის ასაკში შეავსო გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ამპლუაში. ოჯახის წევრებად მიუთითა: მამა, თამაზ ჩინჩალაძე; დედა, რუსუდან სამხარაძე და 1981 წელს დაბადებული მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი. იმხანად ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება იყო მიხეილ ჩინჩალაძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, 100 000 ლარად ღირებული; თამაზ ჩინჩალაძეს ჰყავდა 8 000 ლარად ღირებული „მერსედესი“, მარიკა მარიკაშვილს კი – 9 000 ლარად ღირებული „გოლფი“. რაც შეეხება დასაქმებას: როდესაც მიხეილ ჩინჩალაძე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე იყო, მისი მეუღლე გახლდათ კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს წამყვანი სპეციალისტი; მამა – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგი, დედა – თსუ-ის ლექტორი. შემოსავლები მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძისაა მითითებული – მან რეფორმებისა და განვითარების ფონდიდან მიიღო 6 300 აშშ დოლარი.
2005 წელს მიხეილ ჩინჩალაძემ დეკლარაცია შეავსო, როგორც მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორმა (ის მხოლოდ 27 წლის გახლდათ). მისმა სახელფასო შემოსავლებმა 2004 წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, 16 000 ლარი შეადგინა წლიურად, თამაზ ჩინჩალაძემ და რუსუდან სამხარაძემ კი – 2 000-2 000 ლარის ოდენობის წლიური ხელფასი აიღეს.
თავისი ბოლო დეკლარაცია მიხეილ ჩინჩალაძემ  2014 წელს შეავსო, ბუნებრივია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის რანგში. ოჯახის წევრებად მან მიუთითა: დედ-მამა, მეუღლე და ორი შვილი: 2004 წელს დაბადებული თამაზი და 2006 წელს დაბადებული რუსუდანი. ოჯახის უძრავ ქონებას შეადგენს მიხეილ ჩინჩალაძის საკუთრებაში არსებული: საცხოვრებელი სახლი ბახტრიონის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთი საგურამოში (1 500 კვ. მ. ფართობის) და, ასევე, ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ჯეტა“. დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდ ფულად, მიხეილ ჩინჩალაძეს ჰქონდა 21 000 ლარი, მის მეუღლეს – 7 000 ლარი. 2009 წელს მიხეილ ჩინჩალაძემ 15 წლით 100 000 ლარის ოდენობის სესხიც აიღო, რომლის მომსახურებაც 2013 წელს 13 755 აშშ დოლარი დაუჯდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში თამაზ ჩინჩალაძემ, როგორც შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მრჩეველმა, 7 962 ლარი აიღო; რუსუდან სამხარაძემ, როგორც საქრუსენერგოს მთავარმა სპეციალისტმა – 14 195 ლარი; ხოლო, როგორც საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა, 7 887 ლარი; მარიკა მარიკაშვილმა, როგორც მთავარი პროკურატურის აპარატის მრჩეველმა და სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, 22 145 ლარი, მიხეილ ჩინჩალაძემ კი, როგორც უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის მოადგილემ –  108 175 ლარი.

скачать dle 11.3