კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შედგება ქართველი საზოგადოება ყალბი „მეებისგან“, რატომ არის ორიენტირებული სხვების განქიქებისკენ და რატომ ასწავლიან ჭკუას ყველას

ორი გურული მოდის ყანიდან, დაღლილები, იქვე ჩაიმუხლავენ, გააბოლებენ უფილტრო სიგარეტს და ერთ-ერთი ეკითხება მეორეს, რაო, რა თქვა, იმ მათხუარმა რეიგანმაო?! ანეკდოტი ძველია, თუმცა პათოსი არ შეცვლილა. სოციალური ქსელებისა თუ ელექტრონული მედიის კომენტარების გადახედვაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ჩვენს საზოგადოებაში ყოვლისმცოდნეობის სინდრომია. შესაბამისად, ჭკუას ვასწავლით ყველას: საკუთარი ხელისუფლებით დაწყებული და მსოფლიო ლიდერებით დამთავრებული; ვიცით ყველაფერი და ნებისმიერ მოვლენაზე გაგვაჩნია საკუთარი, როგორც თავად გვგონია, უკომპეტენტურესი აზრი. მოსაზრებებს მხოლოდ მტკიცებითი ფორმით გამოვხატავთ. ერთი სიტყვით: ყველაფერსაც ვხედავთ და ყველაფერიც ვიცით! თუმცა, რატომღაც, ეს ყოვლისმცოდნეები კვლავაც დავით კლდიაშვილისეული ცალკალოშიანი „შემოდგომის აზნაურების“ როლში ვართ, თუ რატომ ამაზე ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

–  როგორ გვახასიათებს ეს ყოვლისმცოდნეობა?
– ყოვლისმცოდნეობა გავრცელებული მიდგომაა სოფლად, ქალაქად, ახასიათებს გლეხსა თუ ინტელიგენტს, ყველას განურჩევლად, როდესაც ადამიანს თავისი თავი ყველაფერში მართალი ჰგონია და ყველაფერი იცის. რომ ვერავინ მას ჭკუას ვერ ასწავლის, თუმცა თავად სხვებს უნდა ასწავლოს. ამის საპირისპიროა სოკრატეს თეზა –  ის ამბობდა, ვიცი, რომ არაფერი ვიციო და ეს ითვლებოდა სიბრძნის სიმბოლოდ. როდესაც შენ იმაში კი არ ხარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი იცი, არამედ დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი იცი და ამის გამო გაქვს ცოდნის წადილი.
– როგორც ამბობენ, სამი დონეა ცოდნაში, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი იცი, შემდეგ, როდესაც გგონია, რომ საერთოდ არაფერი იცი და ბოლოს, როდესაც ხვდები, რომ იცი ერთადერთი, რამ, რომ არაფერი იცი.
–   ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, განსაკუთრებით, ბავშვობაში,  ცნობისმოყვარეობა და ცოდნის წადილი. ბავშვი ცნობისმოყვარეა, ყველაფერი აინტერესებს და იმიტომ გეკითხება, რომ არ იცის და უნდა, რომ ცოდნა შეიძინოს. მაგრამ ადამიანებს ჰგონიათ, ზრდასრულობა ნიშნავს იმას, რომ ცნობისმოყვარეობა ცუდია, რადგან ყველაფერი იცი და რაღა უნდა გაგიკვირდეს?! ამ დროს აინშტაინის ცნობილი ფოტო სწორედ ცნობისმოყვარეობის სიმბოლოა და მას ეკუთვნის ფრაზა, რომლის არსია, არასდროს დაჰკარგოთ ცნობისმოყვარეობა. ბავშვი თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს, ჩვენი ბავშვობა არსად წასულა, ადამიანი ყველა ინფორმაციას ინახავს, მაგრამ ადამიანებს უნდათ, განდევნონ და დაივიწყონ თავიანთი ბავშვური ნაწილი. ხშირად გაიგონებთ ფრაზას: ბავშვი ხომ არ ვარ?! თითქოს სირცხვილი იყოს მიამიტობა, მინდობა. ბავშვი ენდობა სამყაროს. აქ კი გავრცელებული უნდობლობას პლუს ყოველისმცოდნეობა. ადამიანები ფიქრობენ, რომ მინდობა უჭკუობის გამოვლენაა, რადგან, თუ ჭკვიანი ხარ, არ უნდა ენდობოდე. ანუ გადატრიალებულია ყველაფერი. სიბრძნის ნაცვლად ბრიყვობაა გარცელებული, როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან. ამას თან სდევს ქილიკიც.
– როგორი ტიპის საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი ასეთი მიდგომა?
– „ფეისბუქი“ სავსეა ქილიკით და დაცინვით. ამას უწოდებენ „ბულინგს“ და გავრცელებულია ყველა საზოგადოებაში, ვიღაცას ამოიჩემებენ და დასცინიან და აქილიკებენ, მასხრად იგდებენ, რაც სიბრიყვის მაჩვენებელია. რაც შეეხება მიზეზს: ფაქტობრივად, ეს არის თავდაცვითი პოზიცია. ადამიანები, რომლებიც სხვებს აქილიკებენ, ხშირად რაღაცისგან იცავენ თავს. მაგალითად, იცავენ თავს იმისგან, რომ არ გამოჩნდნენ უჭკუოებად.
– გაღმა შეედავეს პრინციპია?
– არიან ადამიანები, რომლებიც მიილტვიან წარმატებისკენ, ცდილობენ, რაღაც გააკეთონ და რისკის ხარჯზე მიაღწიონ იმას, რასაც ჩვეულებრივ პირობებში ვერ მიაღწევდნენ, მაგრამ, ამავდროულად, არის ადამიანების მეორე კატეგორია, რომლებსაც წარმატების მიღწევა კი არ უნდათ, არამედ უნდათ, რომ წარუმატებლობა არ ჰქონდეთ, ანუ ეშინიათ წარუმატებლობის. ორიენტირებულები არიან არა წარმატებისკენ სწრაფვაზე, არამედ –  წარუმატებლობის თავიდან აცილებაზე. ასევეა ამ შემთხვევაში: ადამიანებს არ უნდათ, რომ ცოდნა ჰქონდეთ და სიახლეს დაეუფლონ, რადგან მაშინ უნდა აღიარონ, რომ რაღაც ახალი უნდა მიიღონ და გაუკვირდეთ რაღაც. ესენი კი თვლიან, რომ ყველაფერი იციან და, აბა, რა უნდა იყოს მათთვის სიახლე?! არადა ასეთი ადამიანებისგან შექმნილი საზოგადოება ერთ ადგილს ტკეპნის, რადგან თავდაცვაზეა ორიენტირებული, რომ რამენაირად ცუდად არ გამოჩნდეს. ანუ იმაზე კი არ ზრუნავს, რომ ჭკვიანი იყოს, არამედ იმაზე, რომ სულელი არ იყოს. ასეთი თავდაცვითი  პოზიციის მქონე ადამიანები კი წინ ვერ მიდიან, ერთ ადგილს ტკეპნიან და ქმნიან ბანალურ სამყაროს, ყოვლად ტრაფარეტულს და აი, ამიტომ ტრაფარეტებითაა სავსე ეს საზოგადოება ყველგან: მთავრობაში, ხელმძღვანელობაში. ნებისმიერ წრეში ნახავ ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული სახეები აქვთ და ისეთი პოზა, თითქოს ყოვლისმცოდნეები არიან. ეს არის პოზიორობა, როდესაც ჭეშმარიტი „მე“ დამალულია და ყველას აქვს შეძენილი, ყალბი „მე“. ყალბი „მეს“ საზოგადოება ვართ ჩვენ.
– როდესაც ყველაფერზე გამოთქვამ აზრს, მარტივი ლოგიკაა, რომ იტყუები, რადგან ადამიანს ყველაფერზე კომპეტენტური აზრი ვერ ექნება. ამ აზრების ფრქვევისას სისულელეს რომ ამბობს, ვერ ხვდება მთქმელი თუ იგულისხმება, რომ მსმენელები ვერ მიხვდებიან, იმიტომ რომ მთქმელის კომპეტენციის არიან?
– ჩვენთან კრიტიკა ნაკლებია, უფრო სხვისი განქიქებაა. არ ჩანს თვითშემეცნების სურვილი, რომ ადამიანმა გაარკვიოს საკუთარი პოზიციის სისწორე, ყველაფერი ზედაპირულია. დააკვირდით, იუმორიც როგორი გვაქვს: ღადაობაზეა გათვლილი. ასეთ საზოგადოებას კი, რომელშიც ყველა ჭკვიანია და ყველაფერი იცის, განვითარება არ უწერია.
– და იმას როგორ ხსნის ასეთი ადამიანების ფსიქიკა, ყველაფერი იციან და ამ დროს როგორ ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობენ და მესამე სამყაროს წარმოადგენენ?
– საქმეც ესაა, ვერ ვითარდება ასეთი საზოგადოება. რადგან იმისთვის, რომ განვითარდე, უნდა გქონდეს განცდა, რომ რაღაც არ იცი. ესენი კი ყოვლისმცოდნეებად მიიჩნევენ თავს და როგორ განვითარდებიან? სწავლის, ახლის დანახვის მოტივაცია არ აქვთ, თუმცა შეიძლება, წამხედურობით რაღაც ახალი გააკეთონ, მაგალითად, ვიღაც შეიძენს „აიფონს“ და ესეც შეიძენს და ჰგონია, რომ პროგრესულია, მაგრამ იმაზე არ დაფიქრდება, ვინ გამოიგონა ეს „აიფონი“ ან იქნებ თვითონ გააკეთოს რაღაც ამგვარი. საიდუმლოს წვდომის სურვილი არ არის, იმიტომ რომ წამხედურობაზე ორიენტირებული ზედაპირული საზოგადოებაა. არაფერს უღრმავდება.
– და პერსპექტივა როგორია ასეთი საზოგადოების?
– როგორც ახლა ვართ, ასე ვიქნებით საუკუნეების განმავლობაში. საერთოდ, პოსტმოდერნიზმი ამბობს, რომ ეპოქა გაჩერდა. ანუ როგორიც არიან დღეს ცივილიზაციები და საზოგადოებრივი პროცესები, იგივე დარჩება. მაგალითად, ღარიბები დარჩებიან ღარიბებად, ვისაც აქვს, ექნება, რაც აქვს, ანუ დაფიქსირდა სამყარო. პოსტმოდერნიზმიც იმიტომ ჰქვია, რომ ახალი დროის შემდგომ პერიოდში ვართ, გამყინვარებაა. არ ჩანს ჩვენი ადგილი ამ სამყაროში:  რა უნდა გააკეთოს ქართველმა?!
– დანარჩენები ცუდად არ არიან და რაღა ჩვენთვისაა გამყინვარება?
– ყველასთვისაა გამყინვარება, იმ გაგებით, რომ არის ქვეყნები, სადაც ტექნოლოგიური ნოვაციებია, მაგალითად, შეერთებული შტატები, იაპონია და ყველა ტექნოლოგიური აღმოჩენა იქ იქმნება, ჩვენ კი მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლები ვიქნებით. იმ შემთხვევაში, თუ მოხვდები იქ, მის ფარგლებში რაღაცას შექმნი, თორემ საქართველოს წიაღში ვერაფერს გააკეთებ. ერთადერთი შენს ქართულ ცეკვას იცეკვებ კარგად და შენს ქართულ სიმღერას იმღერებ კარგად, რამე სიახლეს ვერ შექმნი და დღის წესრიგს ვერ განაგებ ვერც მეცნიერებაში, ვერც ხელოვნებაში, იმიტომ რომ განაწილდა უკვე სამყაროში ყველაფერი. ვიღაცეები არიან წინ, ვიღაცეები –  მაჩანჩალები. ჩვენ მომხმარებლური საზოგადოება ვართ, თუმცა მარტო ჩვენ არ ვართ ასეთ მდგომარეობაში. ამიტომაც არსებობენ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები.
– თუ თქვენს შეფასებას გავითვალისწინებს, ჩვენ განუვითარებლები ვართ, რადგან განვითარებადი ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, განვითარდება.
– ეს სიტყვების თამაშია, მაგრამ, ფაქტობრივად, მაგალითად, დიდი რვიანის ქვეყნებშია თავმოყრილი მთელი ინეტელექტუალური პოტენციალი და არის ქვეყნები, მაგალითად, საქართველო, სადაც არ არსებობს მეცნიერება და ეს ნიშანდობლივია. მაგალითად, აღარ არსებობს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. ანუ მეცნიერების დარგები და მეცნიერული კოლექტივები აღარ არსებობს, არადა, ადრე იყო ბერიტაშვილის სკოლა, უზნაძის სკოლა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი მოკვდა, აღარ არის. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიარა, რომ ის არის განვითარებადი ქვეყანა, ეს იყო შევარდნაძის პერიოდში, შესაბამისად, მას შემდეგ ვიღებთ ტრანშებს.
– წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოგვცემდნენ.
– არადა, რომ თქვა, მეცნიერების განვითარება მინდა, რა უნდა განავითარო, როდესაც არაფერი გაქვს და ტრანშებს ითხოვ, რომ გადარჩე. ამ როლში ჩაჯექი და ხარ.
– ეს ყველაფრისმცოდნეობა არასრულფასოვნების კომპლექსს ხომ არ ავლენს?
– ცხადია, ამიტომ გითხარით, რომ ყოვლისმცოდნეობა თავდაცვითი პოზიციაა. იმიტომ აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი, რომ მათთვის წამყვანია არა ყოფნა ამ სამყაროში, არამედ შიში ყოფნის.  ადამიანს ეშინია, იყოს თავისთავადი და საკუთარი „მე“ სპონტანურად გამოავლინოს. მისთვის უფრო კომფორტულია, იყოს ჩვეულებრივი, ტრაფარეტული და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით, ის დაკომპლექსებულია, იმ გაგებით, რომ ეშინია საკუთარი შესაძლებლობების სპონტანური გამოვლენის. ახლა შედარებით გაუმჯობესდა სიტუაცია, მაგრამ ადრე ქართველები საესტრადო სიმღერებს რომ მღეროდნენ, ყოველთვის გაქვავებულები იყვნენ და როგორც კი მოძრაობას დაიწყებდნენ, ეს ისეთი უხერხული სანახავი იყო, რომ თვალს მოარიდებდი, ისე შეგრცხვებოდა მათ ნაცვლად. მაგრამ ამ დროს თითქოს ქართულ ცეკვას კარგად ცეკვავენ, მაგრამ ქართული ცეკვა არის ილეთების ერთობლიობა, რომელიც მოცეკვავემ შეისწავლა, თუმცა თავისი მეობა არ აქვს, ოღონდ ილეთებს აკეთებს, როგორც ავტომატი. ანუ სპონტანურად ვერ ავლენს თავის თავს სცენაზე.
– იმპროვიზაციის ნიჭი არ აქვს?
– მაგალითად, თუმცა ქართული სიმღერა ძალიან ძნელია, მაგრამ, როდესაც ქართველები მოხვდებიან უცხოელების კამპანიაში, ხალხი მღერის, ქართველები კი სხედან, ეშინიათ, ცუდად არ იმღერონ. მაღალი სტანდარტი აქვთ და ეშინიათ, ვაითუ, არ გამოუვიდეთ, ამიტომ ურჩევნიათ, არ იმღერონ. ერთი მხრივ, მაღალი სტანდარტი კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, აკომპლექსებს ადამიანს.
– გასაგებია, რომ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ლიტერატურით, გელათისა და იყალთოს აკადემიით, სამზარეულოთი, სოფლის მეურნეობის მიღწევებით, მაგრამ ეს ყველაფერი შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა, რატომ არ გვაქვს სტიმული, ვაჯობოთ მათ და თუკი ჩემმა წინაპარმა ააშენა ვარძია, მე ავაშენებ ოცდამეერთე საუკუნის ვარძიას?
– ამას ვერ გეტყვით, როგორ არის, მაგრამ, საერთოდ, რაც ძველი ფესვები აქვს ერსა და ხალხს, მით უფრო ახდენს იდენტიფიცირებას თავის ძველ ფესვებთან და რაც ღრმადაა ფესვი წასული, მით უფრო ჰგონია, რომ მისი ღირსება წარსულსა და ფესვებშია, ამიტომ წარსულით უწევს ცხოვრება, არ არის მომავალზე ორიენტირებული. მახსოვს, ერთხელ დავა იყო ეროვნული მოძრაობის პერიოდში, რანაირი უნდა ყოფილიყო საქართველო. ერთმა თქვა, უნდა დავუბრუნდეთ დავით აღმაშენებლის საქართველოსო, მეორემ იუარა, დავით აღმაშენებლის კი არა, ფარნავაზის ეპოქასო და ამის მთქმელს ჩემს გონებაში დავარქვი „ფარნავაზი“. მათ დაუპირისპირდა მესამე, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს შეერთებული შტატებიო, „ფარნავაზი“ გაუბრაზდა „შეერთებულ შტატებს“, რას ლაპარაკობ, შენ ქართველი არ ხარო და დაარტყა, ისე მოხდა, რომ „შეერთებული შტატები“ არც კი შეირხა, „ფარნავაზი“ კი დავარდა. ძალიან სიმბოლური სცენა იყო. იმის თქმა მინდა, რომ შემოდის იდენტურობის თემა. რაც უფრო ძველია ერი, მით უფრო აიგივებს ის თავის თავს წასრულთან, მაგრამ ჩვენთან მოხდა ისე, რომ წარსულთან კეთდება იდენტიფიცირება, მაგრამ რეალურად ის ღირებულებები დაკარგულია. მაგალითად, ქართველი კაცისთვის ულვაში იყო ნამუსის სიმბოლო, მაგრამ ახლა ულვაში არავის აქვს, გაპარსულია მთელი საქართველო, მათ შორის, მეც. ანუ წაიშალა ბევრი რამ და ბევრი რამით უფრო შეხამებულები ვართ იმ ყოველდღიურობას, რასაც გვთავაზობს თანამედროვე ცხოვრება, ოღონდ ეს თანამედროვე ცხოვრება სხვისი გამოგონილია. ნივთები, რომლებიც გვაქვს სახლში, არც ერთი არ არის ჩვენ მიერ შექმნილი, არც კი ვაწარმოებთ, მაგრამ შეჩვეულები ვართ, რომ ჩვენია. წარსული კი შენახულია სადღეგრძელოებში, რიტუალებში. მაგრამ არიან ერები, რომლებსაც წარსულიც აქვთ შენახული და მომავალზეც არიან ორიენტირებულები. მაგალითად, იაპონია, ჩინეთი. ჩინეთს კედელი აქვს შემორტყმული გარშემო, რაც იმის სიმბოლოა, რომ იმ კედლის შიგნით მყოფი ქვეყანა ხელუხლებელია თავისი  ტრადიციებითურთ, მაგრამ მან მოახერხა თანამედროვეობასთან შერწყმა და მომავალზე ორიენტირება.

скачать dle 11.3