კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპულზე მსხდომები

ანუ გამონაცვლები

ისე მოხდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელია; ჩვენი ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და, ასევე, თსუ-ის ყოფილი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე – უკრაინის შს მინისტრის მოადგილე; აჭარის ყოფილი თავი ლევან ვარშალომიძე – უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის მრჩეველი; მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და ქართველი ხალხის აწ უკვე ყოფილი რჩეული დავით საყვარელიძე – უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე (სხვა წვრილფეხობაზე აღარ შევჩერდები). –
რაკი არ ვუწყით, თუ რა ანაზღაურებას იღებენ ისინი ახალ სამუშაო ადგილებზე, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, არის თუ არა ეს ის შემთხვევა, როდესაც „არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა“.
თუმცა ჩვენმა აგერ უკვე რიგით მესამემ (ქ-ნი ზღულაძისა და ბ-ნი სააკაშვილის შემდეგ) განაცხადა საჯაროდ, რომ უკრაინის საზოგადოება ქართულზე ევროპულია. კერძოდ (მომყავს ბ-ნი საყვარელიძის ციტატა): „ჩვენმა გამოცდილებამ აქ გაამართლა. ჩვენც გავდიოდით ამ ყველაფერს, მასშტაბები იყო ცოტა სხვა, მაგრამ აქ უფრო მარტივია, იმიტომ რომ, აქ საზოგადოება უფრო ევროპულია, ვიდრე საქართველოში.“
ზედაც, კანონმორჩილებაც დაგვიწუნა და მენტალიტეტიც: „მიუხედავად კორუფციის მაღალი დონისა, აქ საზოგადოება უფრო კანონმორჩილია… კიდევ უფრო უარესი. ამბობდნენ, რომ ქართულ მენტალობას ვერ დავძლევდით, რომ შეუძლებელია კორუფციისა და კრიმინალის დამარცხება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო პრობლემა.“
იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც დადასტურდა, საექსპერიმენტო ბოცვრები ვყოფილვართ, ბუნებრივია, ჩვენც სულმოუთქმელად ველით, სხვა ტიპის ბოცვრებთან რა შედეგს გამოიღებს ექსპერიმენტი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იბადება რიტორიკული კითხვა: მენტალობას რომ გვიწუნებენ, თავად რა ჯიშისა ბრძანდებიან, ნუთუ ბავშვობიდან ხეზე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპულზე) სხედან?!

скачать dle 11.3