კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაფრთხილებით შეიარაღებულები

ვინ არ უჩივის მადას

თვითაღიარებული დნესტრისპირეთის ხელმძღვანელობამ, კერძოდ, მისმა ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა – დამატებითი სახსრები გამოუყავით ჩვენს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომელთა ნაწილი რფ-ის მოქალაქეა, ნაწილიც – უკრაინისო (ცნობისთვის: დნესტრისპირეთის მოსახლეობის 60 პროცენტი რუსი და უკრაინელია შესაბამისი მოქალაქეობით).
მაგრამ მხოლოდ ამას არ სჯერდებიან და აპირებენ, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულ ყველა მხარეს გაუგზავნონ ამგვარი თხოვნა (მხარეები კი, უკრაინისა და რუსეთის გარდა, ეუთო, ევროკაშირი და აშშ-ა, ანუ მადას არ უჩივიან).
ამის პარალელურად, „ნატოს“ ჯარების სარდალი ევროპაში ფილიპ ბრიდლავი გვაფრთხილებს, რომ უახლოეს მომავალში მოლდოვას რუსული სამხედრო აგრესია ემუქრება (დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილები იქ იმიტომ არიან, რომ მოლდოვას დასავლეთთან დაახლოებას შეუშალონ ხელიო, რაც ბუნებრივად ითხოვს შემხვედრ ემოციას: არ გადამრიო?!).
მართალია, ბ-ნმა ბრიდლავმა ეს განცხადება აშშ-ის კონგრესმენებთან შეხვედრისას გააკეთა, თუმცა, თუ განცხადების ფორმას, ანუ გაფრთხილებას გავიხსენებთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვერც ჩვენ, ვერც უკრაინა (ჩვენი ყოფილებიანად) და ვერც მოლდოვა ვერავის მომრევი ვერ ვართ, უნდა ვივარაუდოთ, რომ „ნატოს“ ერთ-ერმა სარდალმა გადაწყვიტა, შევეიარაღებინეთ გაფრთხილებით, რამეთუ, როგორც ოკუპანტები იტყვიან: „გაფრთხილებული – შეიარაღებულიაო“. –

скачать dle 11.3