კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოშიებულთა „დუმები“

„როცა გშია ზაქარია“

მართალია, ნავთობის ფასი კვლავ ეცემა (თუმცა, სახელდობრ, ჩვენმა მენავთობეებმა მიზეზი მაინც იპოვეს – ლარის დევალვაცია გვაიძულებს, საწვავის ფასი გავზარდოთო), რაც იმას ნიშნავს, რომ რფ-ს უფრო და უფრო გაუჭირდება, თუმცა მათ „დუმაში“ უკვე მზადაა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, რუსეთის მიერ სანქციადადებულ უცხოურ პროდუქციას ემბარგო მოეხსნას.
კანონპროექტის ავტორები  აცხადებენ, რომ საკვები პროდუქტების შემოტანის აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდის რფ-ის კონსტიტუციის 34-ე მუხლთან, რის მიხედვითაც, თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, თავისუფლად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და ქონება სამეწარმეო  საქმიანობისთვის.
უფრო მეტიც, „დუმელები“ ამტკიცებენ, რომ, რფ-ის კონსტიტუციის 55-ე მუხლით, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ საფრთხე ემუქრება ქვეყნის კონსტიტუციურ წყობას, ზნეობას, მოქალაქეთა ჯანმრთელობას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას და სხვა ამგვარ ამაღლებულ კატეგორიებს.
შესაბამისად, ითხოვენ, რომ ემბარგო მოყვანილ იქნას შესაბამისობაში რფ-ის კონსტიტუციასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ რფ-მ 2014 წლის აგვისტოში აკრძალა თავის ტერიტორიაზე იმ ქვეყნების პროდუქციის შეტანა, რომლებმაც მას ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, რუს კანონმდებლებს ექვსი თვე ჰქონდათ ამ აქტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის აღმოსაჩენად.
აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ თვით ჩვენ ჩრდილოეთითაც კი მუშა და მოქმედია საყველპურო თეზა: „როცა გშია, ზაქარია…“ –
გვერდები მოამზადა
ნინო ხაჩიძემ

скачать dle 11.3