კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უტყუარი დიაგნოსტიკა და პროფესიონალიზმის ევროპული სტანდარტი

კლინიკა, რომელიც არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, გამორჩეული და უნიკალურია. „ენმედიცის” სახელი ასოცირდება უმდიდრესი კლინიკური ტრადიციების მქონე ბაზასთან, გამოცდილებასთან და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, უახლესი სტანდარტების მქონე  კლინიკასთან. სწორედ მისი აღჭურვილობისა და პროფესიონალი ექიმების დამსახურებაა, რომ ჩვენი მკითხველის არჩევანი   მასზე შეჩერდა. კლინიკა  თბილისში ცნობილია უტყუარი დიაგნოსტიკისა და  გამოკვლევების სრული ავტომატიზაციით. რითაა განპირობებული  „ენმედიცის” ასეთი რეიტინგი და რა მომსახურებას სთავაზობს ის პაციენტებს, კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ კობა ბურნაძეს ვესაუბრეთ.

– ბატონო კობა, როდის ჩამოყალიბდა კლინიკა „ენმედიცი”  და როგორ  ვითარდებოდა ის?
 – ცენტრი აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელს ატარებს და მის სახელთანაა დაკავშირებული კლინიკის ისტორიაც. ის ჩამოყალიბდა  უძველესი და უმდიდრესი კლინიკური ტრადიციების მქონე ენდოკრინოლოგიური კლინიკის ბაზაზე, რომელიც ადრე თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ განყოფილებად იყო ცნობილი. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას  XX საუკუნის 60-იან წლებში, დიდი მეცნიერის, პედაგოგისა და  კლინიცისტის, ვაჟა ივერიელის თაოსნობით. 60-იანი წლების ბოლოს განყოფილებაში ფუნქციონირება დაიწყო  ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრამ, რამდენიმე წელიწადში კი  ამავე ბაზაზე გაიხსნა საქართველოში პირველი ენდოკრინოლოგიური განყოფილება, რომელიც შემდგომში საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში პირველ დამოუკიდებელ ენდოკრინოლოგიურ კლინიკად ჩამოყალიბდა.
– მოგვიყევით კლინიკის დიაგნოსტიკურ ლაბორატორიასა და აპარატურაზე.
– დღეს კლინიკა „ენმედიცი“ წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია მრავალპროფილური  ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისა და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის მიღება. ასევე, დაწესებულებაში  ფუნქციონირებს მოზრდილთა ენდოკრინოლოგიური სტაციონარი, რეანიმაციული და ქირურგიული სამსახური. ქირურგიული მომსახურების მიმართულებებია: ენდოკრინოლოგიური ქირურგია, აბდომინური ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია.  კლინიკის ოფთალმოლოგიური სამსახური, ამბულატორიული მომსახურების სრულ სპექტრთან ერთად,  გთავაზობთ თვალის უნიკალურ უნაკერო და ლაზერულ ოპერაციებს.
– კლინიკა  თბილისში ცნობილია უტყუარი დიაგნოსტიკისა და  გამოკვლევების სრული ავტომატიზაციით. რითაა განპირობებული თქვენი ასეთი რეიტინგი და, კერძოდ, რა ტიპის კვლევები შეიძლება ჩაიტაროს პაციენტმა თქვენს კლინიკაში?
– ჩვენი ლაბორატორიული სამსახური გთავაზობთ 1 000-მდე სახეობის გამოკვლევას დიაგნოსტიკის ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ბაქტერიოლოგია, ჰისტო-მორფოლოგია, ციტოლოგია, გენეტიკა, იზოსეროლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია. თქვენ მოგემსახურებათ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ არა მარტო  შედეგების სიზუსტეზე, არამედ, პაციენტების უსაფრთხო მომსახურებასა და მედპერსონალის დაცვაზე. „ენმედიცის” ლაბორატორია სარგებლობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებით. მათ შორისაა:  Abbott, Seimens Healtheare Diagnostics, Instrumentation Laboratory, Bayer Diagnostics, Dako, Spinreact BPS Biosed, Radim და სხვა. სწორედ ჩვენმა ლაბორატორიამ დანერგა საქართველოში პირველად იმუნოჰისტოქიმიური კვლევა. მაღალი ხარისხის ამომწურავი დიაგნოსტიკური კვლევები ლაბორატორიას საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პიზიციას უნარჩუნებს.
–  რამდენად მყარია გარანტიები ლაბორატორიული კვლევების შედეგების სიზუსტეზე?
– კლინიკური მედიცინის განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით გამკაცრებულია მოთხოვნები ლაბორატორიული კვლევების ხარისხისადმი. ჩვენი ლაბორატორია ქმნის და აწვდის კლინიცისტს ხარისხიან, ჭეშმარიტ და ობიექტურ ინფორმაციას; რეგულარულად ახორციელებს ხარისხის შიდა კონტროლს; მონაწილეობს ხარისხის გარე შეფასების პროგრამაში, რომელიც მოწოდებულია შვეიცარიის ხარისხის კონტროლის ცენტრის – Schweizerisches Zentrum Fur Qualitatshkontrolle-ს – სამედიცინო ლაბორატორიების სტანდარტიზაციის ცენტრის მიერ და გადის შესაბამის სერტიფიცირებას ინტერნაციონალურ დონეზე. ყოველწლიურად  წარმატებით გავლილი შემოწმება   შედეგების სანდოობის დადასტურებაა.
–  როგორაა დაკომპლექტებული „ენმედიცის” პერსონალი –  სამუშაო ჯგუფი, პროფესიონალთა გუნდი?
– „ენმედიცი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთ. კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენება, კვლევის უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე აპარატურა, გამართული მენეჯმენტი – ყოველივე ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წელს კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი –  ISO O 9001:2008.
–  როგორია კლინიკის მიდგომა პაციენტებთან, სამუშაო სერვისი?
– კლინიკა „ენმედიცის” მისიას წარმოადგენს სანდო და გარანტირებულად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება თითოეული მომხმარებლისთვის. კლინიკის მუშაობა ეფუძნება ხარისხის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს უზრუნველყოს, რომ ჩვენი მომსახურება სრულად შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს.
– როგორც ჩვენთვის ცნობილია, კლინიკა აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო პროექტებში.
– მესამე წელია,  კლინიკა „ენმედიცი“ ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს – „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“.  ამ პროექტის ფარგლებში  ვცდილობთ, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით გავუწიოთ საქართველოს მოსახლეობას გარკვეული დახმარება, რაც დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის საშუალებას მისცემს მათ.  პროექტი გულისხმობს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ აქციებს.. აქციების ერთ-ერთი ტიპი არის რეგიონებში მოსახლეობის უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობით. გარდა ამისა, ჩვენი კლინიკა, დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით, ამავე პროექტის ფარგლებში აწყობს ჰუმანიტარულ აქციებს თბილისშიც. ვფიქრობთ, რომ თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის მიერ გაზიარებული სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გარემოს ჩვენ გარშემო.

скачать dle 11.3