ბოტები –საყვავილეები
ბოთლი-ლარნაკი
ჩვეულებრივი ბოთლისგან ძალიან ლამაზი დეკორატიული ლარნაკის დამზადება შეიძლება. ჩვეულებრივ ბოთლს წაუსვით წებო, მჭიდროდ დაახვიეთ მასზე ნებისმიერი, საქსოვი ძაფი და აცადეთ, გაშრეს. შემდეგ კი თქვენი გემოვნებით გაალამაზეთ: დააწებეთ ღილები, ყვავილები... ან, უბრალოდ, მოხატეთ – სახლს სიმყუდროვეს ნამდვილად შეჰმატებს.
ბოტები –საყვავილეები
ძველი ბოტები სახლში თითქმის ყველას გვაქვს. ისინი საკმაოდ მალე ცვდება და სახმარად გამოუსადეგარი ხდება. ნუ იჩქარებთ მათ გადაყრას, რადგან, შესანიშნავად გამოგადგებათ საყვავილეებად. ჯერ მსხვილი ლურსმნით გაუხვრიტეთ ძირები, შემდეგ მოიმარაგეთ მძივები, დეკორატიული ფირფიტები, ჭურჭლის ნატეხები, მოზაიკა – ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოგადგებათ. ბოტებს გარედან წაუსვით სქლად წებო და მორთეთ იმ მასალით, რაც ხელთ გაქვთ. გაშრობის შემდეგ კი ჩაყარეთ მიწა და ჩარგეთ ყვავილები – გაილამაზეთ ეზო და აივანი!