ცხარე გარნირი ლობიოთი და ბრინჯით
საჭირო ინგრედიენტები: 100 გრამი ბრინჯი, 100 გრამი ლობიო, 1 ცალი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი ცხარე წიწაკა – ჩილი, ყველანაირი მწვანილი, შავი პილპილი, მარილი, 1 ცალი პომიდორი, 2 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი: ლობიო წინა საღამოს ჩაალბეთ ცივ წყალში, შემდეგ მოხარშეთ (სასურველია, წყალი ხარშვისას ორჯერ გამოუცვალოთ). ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი; დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, ბულგარული წიწაკა და ცხარე წიწაკა. დაუმატეთ ბრინჯი, შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაასხით წყალი, ჩაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი, ლობიო, შავი პილპილი, მარილი და შუშეთ კიდევ 5 წუთი.
გადმოიღეთ პატარა ქოთანში და ზემოდან მორთეთ რგოლებად დაჭრილი პომიდვრით. მოათავსეთ ცხელ აირღუმელში 30 წუთით, 200 გრადუსზე.