კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

byინსპექტორი და შიშველი ჰერაკლე

1983 წელია. „ივერია“ საკმაოდ გახმაურებულ ფილმს იღებს – „არგონავტებს“. ეპიზოდის გადაღება მეტეხის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ფილმში იაზონის როლს ჩვენი საყვარელი ზურა ყიფშიძე ასრულებს. მე (ნაკლებს როგორ ვიკადრებდი) ჰერაკლეს როლს ვასრულებ. სცენარით, „პლავკის ტერიტორიაზე” – წინ და უკან – უზარმაზარი ფოთლები მაქვს მიკრულ-მიწებებული. წელს ზემოთ და წელს ქვემოთ შიშველი ვარ.  იმ პერიოდში დიდუბეში კერძო ექიმთან ნემსებს ვიკეთებდი ერთსა და იმავე დროს (გადაუცილებლად) – შუადღის პირველ საათზე. მკითხველს ვთხოვ, ჩემზე წარმოდგენა ნუ წაუხდება იმის გამო, რომ ჰერაკლე ვიყავი და ნემსებს ვიბრახუნებდი და, ნურც იმის გამო, რასაც ქვემოთ გიამბობთ.
მოკლედ, მოგეხსენებათ, სცენა-ეპიზოდი ერთი დუბლით არასდროს გადაუღიათ და გამონაკლისი არც მაშინ მომხდარა. თვალსა და ხელს შუა წამომეპარა ნემსის გაკეთების დრო. მორიგი დუბლი რომ დავამთავრეთ, საათს დავხედე და ელდა მეცა – ნემსის გაკეთებას, ანუ პირველ საათს, ათი წუთი უკლია. მეცა პირკატა. გამოცვლას ვინღა ეძებს, თუ ძმა ხარ...
ჩემი მანქანის უკან ვიღაცას ჩაუჩხერია თავისი მანქანა – ეძებე ახლა პატრონი...
მეტი გზა არ იყო – ჩავხტი ჩემი ფოთლებიანად ზურა ყიფშიძის მანქანაში, დავქოქე და დავგაზე დიდუბისკენ კისრისტეხით.
მკურნალ ექიმს გაფრთხილებული ვყავდი –  ცოტაც რომ გადაცდეს ნემსის გაკეთების დრო აღარ იმოქმედებსო. ვეკვეთე ნაბერეჟნს. ზურას მანქანაც ერთგული გამოდგა – აბგონს აბგონზე აკეთებს. გზა მოვიმოკლე და პანთეონისკენ ავიაღმართე საშინელი სიჩქარით. ახლა მარცხნივ მოვუხვევ და... ორი წუთი კიდევ მაქვს.
– ტრრ! – ჩაუსტვინა ინსპექტორმა.
– თფუ! – გადავაფურთხე მე. მაგრამ კანონმორჩილი ვარ და გავჩერდი ბორდიურთან.
ახლა გადავალ და ამ შტერს ავუხსნი, რომ „სპილო“ გააჩერა, რომ „სპილოს” ნემსზე აგვიანდება.
მივწვდი სახელურს და – მეორედ მეცა პირკატა – ახლაღა დავინახე, რომ ფოთლები „მაცვია“. გადასვლა კატასტროფაა, არგადასვლა – ვარესი.
დავემორჩილე ბედს და გავიყუჩე.
ინსპექტორი აუჩქარებლად მოლაჯუნდა. ჯერ, რატომღაც, მანქანის ქვეშ შეიხედა, მერე აუჩქარებლადვე გადაუსვა ხელი „ბაგაჟნიკს“ და, როგორც იქნა, მოვიდა ჩემამდე.
– ლიადავოი სალვა გუცმაზოვი! – ამიღო ჩესტი (ოსია – სტაპრაცენტ!).
ნემსის შარი უკან დარჩა. ახლა ახალი შარი დაიჩითა.
– რომა რცხილაძე! – გავეცანი ფანჯრიდან.
– სტოდვაცატ კილამეტლ სიჩქალით ლო მოფლინამდი, განა ვერ დაგინაქე?
– ვინავატ... გამიშვი, რა, მეჩქარება!
– ეე, გაგისვი კაია, აღალ უსლიან? – ლა მაგალია! გამისვი! იფ, იფ! ექლავე გადმოდი მასინიდანა!
– ვერ გადმოვალ!
– იფ, იფ, იფ... ვითამ ლატო, ციტუნიავ? (ჩიტუნიაო).
– იმიტომ, რომ შიშველი ვარ.
 ინსპექტორმა თვალები ჯერ ჩემს წამელოტებულ თავს დაასვა, მაგრამ, აუსრიალდა და ჩემს შიშველ ბაყვებზე გადავიდა.
– ვეე! – აღმოხდა...
მაშინ თბილისში „ელგებეტე“ არ იყო და, ისე გაუკვირდა, კინაღამ საბოლოოდ გამოტვინდა.
– გადმოდი ექლავე მაგ სატლანსპოლტო სასუალებიდანა!
– სხვა რა გზა იყო და „გადმოვჰერაკლდი“. წინ – ფოთოლი, უკან – ფოთოლი, ზემოთ-ქვემოთ – შიშველი.
ელდანაცემმა 15-რაზმერიანი პირი ბოლომდე გააღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
– ეს ლა ალი?! – მიმითითა ფოთოლზე.
– ფოთოლია, ვერ ხედავ?
– ძმა არ ხარ (რომელი ძმა ის იყო)? გამიშვი, რა, ნემსი უნდა გავიკეთო.
ეს ბოლო წვეთი იყო, რომელმაც საწყალი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ საქმე ანომალიურ მოვლენასთან ჰქონდა. დაფეთებული მოწყდა ადგილიდან, ავტოინსპექტორის „ჟიგულიში“ შევარდა, რაცია დააძრო და მთელი ხმით ჩაჰკივის:
– იოლი! („იორიო“) იოლი! მტკვალი ვალ, მტკვალი!
– გისმენ, „იორი“!
– უფლოსო! – ყვირის ეს ჩემი ნემსის ცოდვით სავსე, – უფლოსო, ექლა ანომალიჩესკი ვინმე დავაკავე (მაიცა, ალ წაქვიდე, – მომაძახა).
– შენ მთვრალი ხომ არ ხარ? – ისმის ჩახრენწილი საპასუხო ხმა რაციაში.
 მთლალი კი ალა, სპოლტის სასაქლესთან ლო ფოთლიანი ბიწი დგას, იმისი ძმა დავაკავე... ჰო, ცოცქალი! (მაიცა, ალ წაქვიდე! – მომაკივლა ისევ).
– წადი, ერთი შენიც! – ჩაიხრიალა მოპასუხე ხმამ... – ისევ დალიე, არა? დაწერე რაპორტი და მარშ!
მე კი ნემსი გამიცდა...
მოხსნიდნენ ვითომ იმ უბედურს?!
რომა რცხილაძის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3