კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

აჩი ფურცელაძის ანეკდოტები
ძმაკაცი ეუბნება მეგობარს:
– გუშინ ჩემს პირადობის მოწმობაში ჩავიხედე და ისე ვემსგავსები იქ ჩაკრულ სურათს, მგონი დასვენება მჭირდებაო.
***
მარო ფეხმოტეხილ მიხოსთან არის ჩამომჯდარი ლოგინზე.
– გახსოვს მარო, ჯარში რომ წამიყვანეს, შენ ჩემს გვერდით იყავი.
– მახსოვს.
– როცა ინსტიტუტში ვაბარებდი და ჩავიჭერი გამოცდაზე, მაშინაც ჩემს გვერდით იყავი.
– ეგეც მახსოვს.
– როცა სამსახურიდან გამომიშვეს და კარგა ხანს სამსახური ვეღარ ვიშოვე, მაშინაც ხომ ჩემს გვედით იყავი?
– მაშ! ვიყავი.
– ახლაც ავარიაში რომ მოვყევი და ფეხი მოვიტეხე, ხომ ჩემს გვერდით იყავი?
– ვიყავი, მიხო, ვიყავი.
– ხოდა, მგონი შენა ხარ თარსი, შე შობელძაღლო, ყველა უბედურება შენგანა მჭირს!
ბექა ონიანის ანეკდოტები
„პლეხანოვზე”, ბირჟაზე, ტიპი ეუბნება მეორე ტიპს:
– აუ ძმა, ჩემს მეზობელს იმდენი კბილი აქვს გამოხრული, რომ დააღებს პირს თავი ვარძიაში მგონია.
***
მიხო ხეზე ხის და იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის. მარო გამოსძახებს სახლიდან:
– მიხო, რას აკეთებ, ეგრე ხომ ჩამოვარდები?
– ჭკუა შენიანებს დაარიგე, დედაკაცო!
მიხომ მოჭრა ტოტი და ძირს დაენარცხა. გამოვარდა მარო გადარეული და ეცა ქმარს ასაყენებლად.
მიხომ გაიფიქრა:
– ვანგაა, ეს შეჩვენებული?

скачать dle 11.3