კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ლინკოლნი: პოლიტიკოსი მაგონების იმ ადამიანს, რომელმაც დედ-მამა დახოცა და, მაშინ, როცა მისთვის განაჩენი უნდა გამოიტანონ, შეწყალებას ითხოვს იმ მოტივით, რომ იგი უპატრონოა.
შვებელი: პოლიტიკოსები ყოველთვის ჩქარობენ – მათ სასწრაფოდ უნდა გამოიყენონ დროის ის მცირე მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მათ სერიოზულად აღიქვამენ.
ჰანიბალი: ურცხვობა, დღეს იქნება თუ ხვალ, უნამუსობად გადაიქცევა.
სენეკა: თუ ადამიანს უნდა, რომ თავისუფლება მოიპოვოს, სამართლიანი უნდა იყოს.
ტვენი: რაც უფრო გაუმართლებელი და სულელურია რომელიმე შემორჩენილი ადათი, მით უფრო ძნელი ხდება მისი აღმოფხვრა.
გოეთე: ყველაზე მეტად ბრიყვულად ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ კარგავს ორიგინალობას, თუკი სხვების მიერ უკვე აღიარებულ ჭეშმარიტებას აღიარებს.
შპენგლერი: ნამდვილი მოაზროვნისთვის არ არსებობს აბსოლუტურად სწორი ან აბსოლუტურად არასწორი აზრი.
ტოლსტოი: მთავარი წინააღმდეგობა ჭეშმარიტების შეცნობისას ტყუილი კი არ არის, არამედ, ჭეშმარიტებების მსგავსება.
სენეკა: წარსულმა თაობებმა შეკითხვებზე პასუხის ნაცვლად, შეკითხვები დაგვიტოვეს.
შოპენჰაუერი: ყოველი დღე – პაწია ცხოვრებაა; ყოველი გამოფხიზლება – პაწია დაბადებაა; ყოველი დილა – პაწია სიჭაბუკეა და ყოველი ძილი – პაწია სიკვდილია.
პლატონი: სიხარული და მწუხარება ერთმანეთს იმაში ჰგავს, რომ ერთიც და მეორეც გვიხშობს გონებას.
პარკერი: ყოველი დიდი საქმე კაცობრიობისა სისხლით იწურება ისტორიაში.
ვოვენარგი: მკვირცხლი ჭკუა მაინცდამაინც არაფერი სასარგებლოა, თუ ის ჭეშმარიტ გზაზე არ დგას; საათის ღირსება ის კი არ არის, რომ ჩქარა იმუშაოს, არამედ ის, რომ სწორად მუშაობდეს.
რუსო: ჩემი აზრით, უსაქმურობა არც ისე მცირე ბოროტებაა ადამიანებს შორის, ვიდრე მარტოობა. ისე არაფერი ჩაგრავს გონებას, არაფერი ბადებს იმდენ მეწვრილმანეობას, ჭორებსა და მოუსვენრობას, როგორსაც უსაქმურობა.
ჯონსონი: უსაქმურად ვცხოვრობ არა იმიტომ, რომ საზოგადოება მიყვარს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავს გავურბივარ.
ლაბრიუერი: ნამდვილი ბრიყვი უნდა იყო, რომ სიყვარულმა, ბოროტებამ და გაჭირვებამ ჭკუა ვერ გასწავლოს.

скачать dle 11.3