მეზოძაფების ტექნოლოგიების ტრიუმფი
21-ე საუკუნის მიმდინარე ათწლეული მეზოძაფების ტექნოლოგიათა ტრიუმფად იქცა. დღეს ნაკლებინვაზიური კოსმეტოლოგიის სწორედ ამ მიმართულებას უკავია წამყვანი როლი გაახალგაზრდავებისა და კორექციების ზღვა მეთოდოლოგიას შორის. უამრავი რაოდენობის, სხვადასხვა სახის მეზოძაფით უკვე გაჯერებულია ესთეტიკური მედიცინის ბაზარი. გართულებულია ამდენ სახეობას შორის გარკვევა, არა მარტო პაციენტისთვის, არამედ ექიმისთვის!
რჩევისთვის, თუ რომელია ოპტიმალური ვარიანტი, გადავწყვიტეთ, მიგვემართა კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკური ქირურგიის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტისთვის, „მედიესთეტიკის კლინიკათა ჯგუფის“ დამფუძნებლის, მედიცინის დოქტორის, ქალბატონი მარინა მჭედლიძისთვის.
– ქალბატონო მარინა, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ თქვენ პირველმა შემოიტანეთ და გააცანით საზოგადოებას მეზოძაფების ტექნოლოგია, როგორც პეტერბურგსა და პრაღაში, ასევე თბილისში.
– გეთანხმებით. ეს ჯერ კიდევ 1998 წელს იყო, მაშინ „მედიმ“ პირველად შესთავაზა თავის პაციენტებს „ოქროს ძაფების“ იმპლანტაცია ქალაქში (თბილისსა და პეტერბურგში, მაშინ ჯერ ჩეხეთის მიმართულება არ იყო შექმნილი). ეს მეთოდი წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა. შემდგომ უკვე წამოვიდა ძაფების სხვადასხვა შემადგენლობის მრავალსახეობა. წარმოების, ბიოგრადირებისა და მის გარეშე, ზომებისა და სახეობების მიხედვით, სხვადასხვა სტილის ძაფები და ასე შემდეგ. გასული 15 წლის განმავლობაში ბაზარზე გამოვიდა უამრავი ახალი და მრავალფეროვანი ტექნოლოგია, დაიწყო მეზოტექნოლოგიების ნამდვილი ბუმი. ერთი მხრივ, ასეთი მრავალფეროვნება შეიძლება, დადებითად ჩაითვალოს, რადგან ამით პაციენტს ეძლევა საშუალება, აირჩიოს კონკრეტული, მისთვის შესაფერისი მეთოდიკა, მაგრამ, ამას მეორე მხრივ თუ შევხედავთ, ექიმის პასუხისმგებლობის ნიშნული იწევს ერთი-ორად!
– ალბათ, დამეთანხმებით, რომ, როცა ასეთი მრავალფეროვნებაა და ალტერნატივებით გაჯერებულია ესთეტიკური ბაზარი, გარკვეული საფრთხის შეგრძნება ეუფლება ადამიანს. როგორ უნდა გავერკვეთ, მეზოძაფების რომელი ტექნოლოგიაა საუკეთესო?
– კოსმეტოლოგიაში, ისევე როგორც ზოგადად, მედიცინაში, ერთი მთავარი პრინციპი დომინირებს – არ ავნო პაციენტს! უფრო სწორად, ჩვენს შემთხვევაში, პაციენტის უსაფრთხოება აბსოლუტური პრიორიტეტია! იმიტომ, ჩვენს პროცედურებს ვატარებთ არა სამედიცინო მაჩვენებლების მიხედვით, როცა სიცოცხლის გადასარჩენად ყველა საშუალება გამართლებულია, არამედ ვმუშაობთ ჯანმრთელ, წარმატებულ ადამიანებთან, რომლებიც დღენიადაგ ზრუნავენ გარეგნულ სილამაზეზე, ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე. ამ ხალხში ეს პროცედურები და გარეგნობა დადებით ემოციებს აღძრავს, მატებს საკუთარი თავის რწმენასა და თვითდაჯერებულობას! აქედან გამომდინარე, ჩემთვის უპირველესი საყურადღებო მომენტი ახალი ტექნოლოგიის შერჩევისას, სწორედ ეს არის – რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის!
ჩემის ღრმა რწმენით, ყველა კოსმეტოლოგიურ პროცედურას უნდა გააჩნდეს საწყის წერტილზე დაბრუნების უნარი. ექიმმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი გარემოების დადგომისას, მას საშუალება აქვს, დააბრუნოს ყველაფერი საწყის მდგომარეობაში გარეგნობისა და ჯანმრთელობის ოდნავი ზიანის გარეშე!
მე მომწონს შემოქმედებითი პროცესი და ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ჩვენ პირველებს შემოგვაქვს ქალაქში ის ტექნოლოგიები, რომელიც, დროთა განმავლობაში „ოქროს სტანდარტად“ ყალიბდება.
სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენს პაციენტებს წარვუდგინეთ ბრაზილიელი პლასტიკური ქირურგების საიდუმლო „ფილამენტლიფტინგი.“ ეს გახლავთ „ლიფტინგის“ დამზოგველი ტექნოლოგია განსაკუთრებული ძაფების მეშვეობით. მინიმალური ინვაზიისა და სულ მცირე რეაბილიტაციის პერიოდით, საკმაოდ გამოკვეთილი ლიფტინგის მიღწევაა შესაძლებელი. იმავდროულად, სახე სიცოცხლესა და ბუნებრიობას ინარჩუნებს, არ იცვლება ნაკვთები და შედეგი 3-5 წელი სახეზეა. დღესდღეობით, მე ორი გამორჩეული ფავორიტი მყავს – ორი საინტერესო ძაფების ტექნოლოგია. შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინირებულად, რის შემდეგაც ნამდვილად შთამბეჭდავი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი მიიღწევა. შვეიცარიული მეთოდი – „ლუქსფეისი“ იმ ხალხისთვისაა, ვისაც არ შეუძლია დახარჯოს დრო რეაბილიტაციისთვის. ძაფების იმპლანტაციის ეს საოცარი ტექნოლოგია კეთდება კანულებით. ეს კი ნიშნავს, რომ არ ტოვებს სილურჯეებს, შესაძლებელია მხოლოდ ოდნავი შეშუპება კანულების შეყვანის ადგილებში. ჩხვლეტა ხდება თავის თმიან ნაწილში, ამიტომ ძაფების შეყვანის და ფიქსაციის ადგილები აბსოლუტურად შეუმჩნეველია. სწორედ ამის გამო, ეს პროცედურა მიიჩნევა „სადილისთვის, შესვენების დროს“ გასაკეთებელ პროცედურად.
„ლუქსფეისის“ ძაფები სხვადასხვა მიმართულებისაა, მას სხვაგვარად „ველურის“ ძაფებსაც უწოდებენ. ეს თავისებურება იძლევა საშუალებას, რომ ძაფები უფრო დიდხანს შენარჩუნდეს ქსოვილში. იმავდროულად კი, შენარჩუნდეს პლასტიკურობა, ანუ შეყვანის დროსაც არ იგრძნობოდეს სახეზე მათი არსებობა. ეს ძაფები აბსოლუტურად თავსებადია, არანაირ ალერგიულ რეაქციას არ იწვევს.
ძაფების შეყვანის ინოვაციური მეთოდი იძლევა საშუალებას, რომ შეზღუდული რაოდენობის ძაფით წარმოიქმნას ერთგვარი „ბადე-კარკასი,“ რომელიც ქსოვილის ფიქსაციას ახდენს და მისი „ჩამოწელვის“ პროცესს აჩერებს. ამავე დროს კი სახის არანაირი დამძიმება არ ხდება.
ლიფტინგის ეფექტთან ერთად, ძაფები პროვოცირებას ახდენს კოლაგენის და ელოსტინის გამოყოფისთვის. მათ გარშემო შემაერთებელი ქსოვილები იწყებს წარმოქმნას, უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია, კაპილარების მუშაობა აქტიურდება. ყველაფერი ერთად კი, სახის კარკასის ფუნქციის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. პროცედურის ეფექტი 2 წელიწადს გრძელდება.
ეს მეთოდიკა არაჩვეულებრივია იმით, რომ 3 წლის შემდეგ მოსულ პაციენტს შესაძლებელია გაუკეთდეს არსებული ძაფების ხელახალი აჭიმვა. შესაბამისად, კანის ჩამოკიდების შესაძლებლობა ნულამდე დავა, პროცედურის ეფექტი კი, კიდევ 3-5 წლით გაგრძელდება. განმეორებითი ვიზიტი მხოლოდ 30 წუთს გრძელდება და არანაირ დისკომფორტთან არ არის დაკავშირებული. არ საჭიროებს რეაბილიტაციას. ამ პროდუქტს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
ამ ახალი ტექნოლოგიებიდან, თითოეული თავისთავად უნიკალურია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ თითო ტექნოლოგიაც კი საკმარისია, რათა პაციენტის ესთეტიკური პრობლემა მოაგვაროს. მაგრამ, ამ ტექნოლოგიათა ერთობლიობა, რომელთა დროსაც შესაძლებელია ზეგავლენა სახის ქსოვილის სხვადასხვა დონეზე, თანაც მისი არმირება ურთიერთდაკავშირებული ეფექტის გამაძლიერებელი საშუალებით, ნამდვილად გამაოცებელ ეფექტს იძლევა.
– თუკი მეზოძაფების ტექნოლოგიები ასეთ საოცარ შედეგებს იძლევა, იქნებ სხვა პროცედურები მიეცეს დავიწყებას?
– მეზოძაფების ტექნოლოგიები საუკეთესო ლიფტინგს უზრუნველყოფს, მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ სახის რეგულარული და ძირფესვიანი მოვლა. პირიქით, თუკი ჩვენ გამაახალგაზრდავებელ კომპლექსში ჩავრთავთ იმ დანარჩენ პროცედურებს, რომლის საშუალებითაც უჯრედულ დონეზე ხდება სახის გაახალგაზრდავება-გაჯანსაღება (მაგალითად, პლაზმოთერაპია), შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს, დამიჯერეთ!!!
ტელ.: 291 0000; კოსტავას ¹ქ. 52.