როგორ აღმოჩნდა ლელა მიქელაძისა და მარკუს მეტრეველის რომანი სინამდვილეში დაქალობა და რა უთხრა მარკუსმა მას საკუთარ ორიენტაციასთან დაკავშირებით
სკანდალებით ცნობილი მომღერალი მარკუს მეტრეველი ცოტა ხნის წინ ჩვიდმეტი წლით უფროს ლელა მიქელაძესთან ერთად წარდგა ტელემაყურებლის წინაშე, რამაც ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია. მათი ურთიერთობა სულ რამდენიმე კვირა გაგრძელდა და სკანდალით დასრულდა. ლელამ თავისი და მარკუსის პირადი მიმოწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რის შემდეგაც დაგვიკავშირდა და ჩვენთან გულახდილი საუბარი მოისურვა. როგორც იგი ამბობს, ეს ყველაფერი მარკუსის მიერ იყო დადგმული და მათ შორის არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა არ ყოფილა.
– თქვენ საზოგადოების წინაშე როგორც შეყვარებული წყვილი, ისე წარსდექით; გამოდის, რომ ხალხი მოატყუეთ?
– მე ეს ყველაფერი მარკუსის გამო გავაკეთე. მას უყვარს პიარი და სკანდალები და ჩემით პიარი გაიკეთა. ისე კარგად წარმადგინა, მეც გავჩუმდი და ავყევი. პირველი უთანხმოება მოგვივდა, როცა გადაცემა „ერთგულების ტესტში“ მონაწილეობა მთხოვა. უარი ვუთხარი – მის ერთგულებასთან მე რა შუაში ვარ. ერთხელ ისიც მთხოვა, მოდი, ვთქვათ, ვითომ მანქანა მაჩუქეო. ეს მისთვის იქნებოდა პიარი, მაგრამ, ჩემთვის?! დახმარებაც მთხოვა, ვინმე ხომ არ მყავდა ისეთი, ვინც ანგარიშზე 5 000 დოლარს დაუდებდა – დედამისის გაშვება უნდა საბერძნეთში. ალბათ, მე პირდაპირ ვერ მითხრა.
– რა ერქვა თქვენს ურთიერთობას? გამოდის, თქვენ შორის არაფერი ყოფილა?
– ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდა. მე მარკო ქუდმოხდილიც კი არ მყავს ნანახი. ვეხვეწებოდი, ქუდი მოიხადე, მანახე, როგორი თავი გაქვს-მეთქი. მის სახლშიც არასდროს ვყოფილვარ და არც ის ყოფილა ჩემს სახლში, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ყავის სმითა და საუბრით შემოიფარგლებოდა. მე მარკუსს კაცად როგორ აღვიქვამდი?!
– კაცად რატომ ვერ აღიქვამდი?
– როგორ უნდა აღმექვა კაცად? როცა მარკოს მის ორიენტაციაზე ვესაუბრებოდი, ვკითხე, გქონია, თუ არა კაცთან სექსი-მეთქი და, მიპასუხა, კი, სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანებთან მქონია ურთიერთობა და უამრავი ჰომოსექსუალი მეგობარი მყავსო. ეს იმდენად მაინტერესებდა, რამდენადაც, ყველასათვის ცნობილია მისი წარსული და ბრალდებები, რომლებიც ცოლმა წაუყენა, თორემ, მე არ ვაქცევ ყურადღებას ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას, მით უმეტეს, რომ, ფაქტია, ეგ ჩემთან როგორც დაქალი, ისე იყო. პირადად მე, უკვე რვა წელია, მყავს არაბი მეგობარი მამაკაცი და მან იცოდა მარკუსის შესახებ. მარკუსმა ისიც კი შემომთვაზა, ჩემი სახით შენ გყავს პროდუქტი და შენ იცი, როგორ გამოიყენებო. დუბაიში წასვლა ამიტომ უნდოდა, ვინმეს გავიცნობო. დუბაი მუსლიმანური ქვეყანა კია, მაგრამ, როგორც თურქეთში და, სხვა ქვეყნებში, იქ ჰომოსექსუალები მიუღებლები არ არიან. მომსწრე ვარ, „რედისონში“ როგორ უჟუჟუნებდა ბიზნესმენ მამაკაცს თვალებს. ბევრ ცნობილ ადამიანზეც უჭორავია.
– თუკი ისეთი ახლო მეგობრები იყავით, რომ თავის ინტიმურ ურთიერთობებზეც კი გიყვებოდათ, რა იყო თქვენი ჩხუბის მიზეზი?
– მეც არ ვიცი, რა დაემართა. მოულოდნელად მომწერა: თუ გინდა, ჩემ გვერდით იარო, ეს ძონძები გადაყარე და კარგ ტანსაცმელს გაყიდვინებო, თან, უშვერი სიტყვებით მლანძღა. თუმცა ეგ პირველი შემთხვევა არ იყო, ხშირად მლანძღავდა და მებუტებოდა. მე არ ვარ ის ქალი, ვინმეს რამეს ვაპატიო. მარკუსმა ჯერ კიდევ არ იცის, ვისთან აქვს საქმე. ჩემს ყოფილ ქმრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ვაპატიე. მინდა, ხალხმა გაიცნოს, სინამდვილეში ვინ არის მარკუს მეტრეველი და თავისი პიარით საზოგადოება კიდევ არ შეიყვანოს შეცდომაში.
– მარკუს მეტრეველმა ვინ დაკარგა თქვენი სახით?
– მარკუს მეტრეველმა თავის თავში ჩაიხედოს, ვინ დაკარგა ჩემი სახით. ჩემი აზრით, ადამიანი და მეგობარი, რომელსაც სურდა, რომ ის ბედნიერი ყოფილიყო.
P.S. ამ საუბრის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მარკუს მეტრეველს, რომელმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ, არ უნდა, მისი სახელი ლელა მიქელაძესთან ასოცირდებოდეს.