კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: გთხოვთ, მირჩიოთ, ოჯახისთვის რომელი ავტომობილი შევიძინო: „აუდი A3“ (1.8 ძრავის მოცულობით), „მერსედესი C 180“ თუ „გოლფ 3“? უპირატესობას ვანიჭებ ავტომობილის სალონის სიდიდესა და სისწრაფეს. იქნებ, მითითებული ავტომობილები დაახასიათოთ: რამდენს წვავს, როგორი ხარისხისაა და რამდენად სწრაფია?
პასუხი: ეს სამივე ავტომობილი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება როგორც მონაცემებით, ისე მანევრით, სისწრაფით, საწვავის წვით, სტილით, ამორტიზაციის სისტემით და ასე შემდეგ. ჩვენ სამივეზე გესაუბრებით და საბოლოოდ არჩევანი თავად გააკეთეთ. „აუდი A3-ს“ ტევადი და დიდი სალონი აქვს. ის საკმაოდ მძიმეა იმისთვის, რომ სწრაფად იაროს, მით უმეტეს, თუ აქცენტს 1.8 მოცულობის ძრავის მქონე მოდელზე აკეთებთ. ეს ძრავა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი სიმძიმის ავტომობილი სწრაფად ატაროს. ამასთან, „აუდის“ წინა თვლების დაკიდების სისტემა ძალიან რთულია. ეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი გზების პირობებში და ძალიან ხშირად ფუჭდება, სირთულის გამო კი შეკეთება ძალიან ძვირი ჯდება. მაგალითად, თუ „გოლფ 3-ის“ ერთ მხარეს მხოლოდ ერთი ეგრეთ წოდებული „შარავოი“ აქვს (რაც ჩვენი გზის საფარის პირობებში ყველაზე ხშირად ფუჭდება), „აუდს“ ეს  დეტალი ოთხი აქვს, მხოლოდ ერთ მხარეს, თან, გაფუჭების შემთხვევაში, რამდენიმე მათგანის მთლიანად შეცვლა ხდება საჭირო. რაც შეეხება „მერსედეს C 180-ს,“ მას სალონის სიდიდეს ნამდვილად ვერ დავუწუნებთ. ამასთანავე, ის საკმაოდ ეკონომიურია. შესაძლოა, სიჩქარის აკრეფა ცოტა უჭირს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან კარგად ასრულებს მკვეთრ მანევრებს და ძალიან იშვიათად ფუჭდება. „გოლფ 3“ კი იმ მანქანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მაშინ ვყიდულობთ, როცა სხვა ავტომობილის შეძენის საშუალება არ გვაქვს, ანუ, მისი სათადარიგო ნაწილების შოვნა საკმაოდ იოლია და, თან – იაფი. სალონშიც თავისუფლად ეტევა  ოთხი ადამიანი. საჭიროების შემთხვევაში კი – მეხუთეც. ძლიერი ძრავის შემთხვევაში, „გოლფ 3“ საკმაოდ სწრაფად ივლის, ხოლო თუ სუსტი ძრავა აქვს, მას სისწრაფეს ნამდვილად ვერ მოვთხოვთ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება „გოლფ 3-თან“ გვქონდეს, ეს მისი ეკონომიურობაა, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ამის მიღწევაც საკმაოდ რთული ხდება. აქედან გამომდინარე, თქვენს ადგილზე რომ ვიყო, „მერსედეს C 180-ს“ შევიძენდი, თუკი, რა თქმა უნდა, ამის საშუალება გაქვთ.
კითხვა: იქნებ მირჩიოთ, შევიძინო თუ არა „ჰონდა DX“, 1.6 ძრავის მოცულობით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ სისწრაფეს. მაინტერესებს, რამდენ საწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე და ამ მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილს ხომ არ გაუჭირდება ადგილიდან სწრაფად დაძვრა.
პასუხი: „ჰონდა“ 1.6 მოცულობის მქონე სამ სხვადასხვა ტიპის ძრავას აწარმოებს. ესენია: ერთვატიანი თექვსმეტსარქვლიანი (ანუ, თექვსმეტკლაპანიანი) ძრავა;  ერთვატიანი „ვიტეკი” – თექვსმეტსარქველიანი და, ორვატიანი „ვიტეკი” – თექვსმეტსარქველიანი. სამივე ძრავა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ, ნებისმიერი მათგანით აღჭურვილი „ჰონდა სივიკი,“ 100 კილომეტრ-საათში სიჩქარემდე სიარულის შემთხვევაში, საწვავს საკმაოდ ეკონომიურად დაწვავს. რაც შეეხება მაღალი სიჩქარით ტარებას ან ადგილიდან სწრაფ დაძვრას, ასეთ რეჟიმში ორვატიანი „ვიტეკი” ბევრად სწრაფად ივლის, მაგრამ, გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს. ანუ, ტარების სტილის მიხედვით, ამ ტიპის ძრავის მქონე ავტომობილი 5-დან 13 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს. 1.6 ერთვატიანი „ვიტეკის” ძრავა ყველაზე ეკონომიურია – მისი წვა 5-დან 9 ლიტრამდე მერყეობს. 1.6 თექვსმეტსარქველიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილის წვის დიაპაზონი 7-დან 10 ლიტრამდეა. რაც შეეხება ადგილიდან დაძვრას, ჯერ არ შექმნილა ისეთი „ჰონდა“, რომელსაც ეს უჭირს.

скачать dle 11.3