რა მოხდა ამ დღეს
23 თებერვალი
1863 – ინგლისელმა მოგზაურებმა, სპიკმა და გრანტმა, აღმოაჩინეს მდინარე ნილოსის სათავე.
1874 – უოლტერ უინგფილდმა გამოიგონა მაგიდის ჩოგბურთი – ტენისი.
1893 – რუდოლფ დიზელმა (გერმანია) დააპატენტა „დიზელის ძრავა“ და „დიზელის საწვავი“.
1910 – ფილადელფიაში შედგა საერთაშორისო შეჯიბრება რადისტთა შორის, მორზეს ანბანის გადაცემის სისწრაფეში.
1996 – ერაყში სადამ ჰუსეინმა სიკვდილით დასაჯა თავისი ორი „მოღალატე“ სიძე.
1997 – „დაიბადა“ პირველი კლონირებული ცხვარი – დოლი.
24 თებერვალი
1525 – სავიის ბრძოლაში ესპანელებს ტყვედ ჩაუვარდათ საფრანგეთის მეფე, ფრანსუა პირველი.
1848 – საფრანგეთში დაიწყო „თებერვლის რევოლუცია,“ რომელმაც დაამხო მეფე ლუი-ფილიპი.
1938 – მაღაზიებში გასაყიდად გამოვიდა პირველი სინთეტიკური კბილის ჯაგრისები.
1964 – კასიუს კლეი (მუჰამედ ალი) პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი კრივში.
25 თებერვალი
1836 – სემუელ კოლტმა დააპატენტა თავისი სახელობის რევოლვერი.
1921 – მოხდა საქართველოს „გასაბჭოება“.
1932 – ჰიტლერმა მიიღო გერმანიის მოქალაქეობა.
1946 – წითელ არმიას ოფიციალურად ეწოდა „საბჭოთა არმია.”
26 თებერვალი
1815 – ნაპოლეონი გაიქცა გადასახლებიდან (კუნძულ ელბიდან).
1848 – ლონდონში კარლ მარქსმა გამოაქვეყნა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“.
1935 – შოტლანდიელმა მეცნიერმა უოტსონ-უატმა დააპატენტა რადარი.
1952 – უინსტონ ჩერჩილმა გამოაცხადა, რომ ინგლისსაც აქვს თავისი ატომური ბომბი.
27 თებერვალი
1879 – აღმოაჩინეს შაქრის შემცვლელი ნივთიერება – სახარინი.
1900 – შეიქმნა ინგლისის ლეიბორისტული პარტია.
1932 – ჯეიმს რედვილმა აღმოაჩინა ნეიტრონი.
1974 – ნიუ-იორკში გამოვიდა ჟურნალ Peaple“-ის პირველი ნომერი.
28 თებერვალი
380 – რომის იმპერატორმა, თეოდოსი პირველმა, ოფიციალურად დააკანონა მართლმადიდებლური აღმსარებლობის ბატონობა.
1066 – ლონდონში გაიხსნა ვესტმასტერის სააბატო.
1904 – დაარსდა პორტუგალიური საფეხბურთო კლუბი „ბენფიკა“.
1919 – გამოცხადდა ავღანეთის დამოუკიდებლობა.
1 მარტი
1780 – პენსილვანია გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შტატი, რომელმაც თავის ტერიტორიაზე მონობა აკრძალა.
1912 – ალბერტ ბერი იყო პირველი ადამიანი სენტ ლუისიდან, ვინც თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა.
1947 – დაიწყო მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
2001 – ინდოეთის მოსახლეობამ გადააჭარბა 1 მილიარდს.