შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 9 ნოემბერს. რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ არა აგრესიული და დეპრესიული, არამედ, მშვიდი და დაეყრდნოთ დიპლომატიას. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და დაუნდობელი ურთიერთობების დროს. დაიცავით თანასწორუფლებიანობის პრინციპი და იყავით კომუნიკაბელური, ოპტიმისტი. დაეყრდენით ცოდნის ბაზას.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 4 ნოემბერს. რომელი ქვა ვატარო წარმატებების მისაღწევად?
პასუხი: ქვებიდან თქვენთვის კარგია: ზურმუხტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, მწვანე ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 9 იანვარს, ღამით. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან მისაღები და წარმატების მომტანია: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნიკა, აუდიო-ვიდეო სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ასევე, პედიატრია.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 5 ივნისს. მაინტერესებს, რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი სასიყვარულო-პარტნიორულ-რომანტიკული ურთიერთობა?
პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის კარგია და მისაღები ურთიერთობა ტყუპების, კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის ან ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 20 ნოემბერს, დილის 7 საათზე. რომელი პროფესია ავირჩიო ცხოვრებაში, რომ წარმატებული ვიყო?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, საგამოძიებო საქმე, მედიცინიდან – რეანიმატოლოგია, გინეკოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა; პედაგოგიკა, ფილოსოფია და ფსიქოლოგია.
კითხვა: დავიბადე 2001 წლის 21 მარტს, ღამის საათებში. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატების მომტანი მომავალში?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, მთარგმნელობითი საქმე, ლინგვისტიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო.
კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 2005 წლის 25 დეკემბერს. რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები ასტროლოგიური კუთხით?
პასუხი: პროფესიებიდან ძალიან კარგია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან საქმიანობა, მედიცინა, პროფესიონალური დიპლომატია, პოლიტიკა, იურისპრუდენცია, საკანონმდებლო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საბანკო-ეკონომიკური, სავაჭრო-კომერციული საქმიანობა.