კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ბედნიერი პირად ცხოვრებაში ძლიერი ქალი, როცა კაცს თავის სისუსტეებს არ უჩვენებს

საჭიროა თუ არა, ქალი ძლიერი იყოს?! საჭიროა კი არა, აუცილებელია – თანამედროვეობა ხომ თამაშის მკაცრ წესებს გვიყენებს.  დიახ, ქალი ჭეშმარიტად ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რადგან,  სერიოზული ბრძოლების გადატანა უწევს, მან ჩვეულებრივად უნდა მოიპოვოს ადგილი ამ სამყაროში და გადაირჩინოს თავი. რაც ნაკლებად იქნება ის დამოკიდებული სხვაზე, თუნდაც ძალიან საყვარელ მამაკაცზე, მით უფრო თავისუფალი იქნება ის. თუმცა, ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს ისიც, რომ ზოგჯერ თავისი ძლიერი მხარეების დამალვაც მოუწევს...

ლენა (41 წლის): ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვუმტკიცებდი საკუთარ თავს: „მე ძლიერი ვარ, ძალიან ძლიერი... მე ყველაფერი შემიძლია”... მკითხავთ, რატომო და პასუხიც ბევრისთვის ნაცნობი იქნება – არ მქონდა ადვილი, დალხენილი ცხოვრება; ლანგარზე დადებული არაფერი მოურთმევიათ ჩემთვის. ადრევე მივხვდი, რომ მარტოს უნდა მიმეღო გადაწყვეტილებები და მარტოს მეომა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე, არაფერი მომკლებია და არც არაფერზე მიზრუნია, საკმაოდ სწორი ხედვა ჩამომიყალიბდა, ცხოვრებასთან მიმართებაში. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცებთან ურთიერთობა ვისწავლე.
– რას გულისხმობთ?
– ძალიან ბევრ რამეს. ზოგი ქალი ინტუიციით გრძნობს მამაკაცს და თავის ჭკუაზე ატრიალებს. ასეთ ქალებს კარგი მსახიობური ნიჭი აქვთ.
– ეს ცუდია?
– არა, პირიქით, კარგია. მაგრამ მე არ მაქვს ეს ნიჭი – ის ვარ, რაც ვარ და ამით ცხოვრებაში ვერაფერი მივიღე. იყო პერიოდი, როცა მხოლოდ სიამოვნებას ვიღებდი იმით, რომ ვიყავი მამაკაცებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი როგორც მორალურად, ისე მატერიალურად. მაშინ მიმაჩნდა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.
– ეჭვი რატომღა შეგეპარათ?
– გარკვეული გარემოებების გამო. ადვილი არ ყოფილა დამოუკიდებლობის მოპოვება და ძლიერი ქალის როლში ყოფნა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოვიდა. რომელ ქალს არ უნდა, რომ მასზე ზრუნავდნენ და ყვავილივით უვლიდნენ?! სულელი უნდა იყო, რომ ამაზე უარი თქვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ისეთი მამაკაცი, რომელსაც ბოლომდე დაეყრდნობი და ენდობი. მამაკაცების რეპუტაცია საკმაოდ შერყეულია. იმდენი ცუდი მაგალითი მქონია, არც მიფიქრია, მაღალი ნდობა მქონოდა იმ კაცის მიმართ, ვისაც ცხოვრებას დავუკავშირებდი.
– წინასწარ შეიქმენით განწყობა, რომ მამაკაცს არ უნდა მინდობოდით?
– შეიძლება, ასეც ითქვას. მშობლები კი ძალიან მანებივრებდნენ, მაგრამ, იმასაც მასწავლიდნენ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. მათ ჩემზე მეტი ინფორმაციაც ჰქონდათ და ჩემზე მეტი გამოცდილებაც და ამიტომ ცდილობდნენ ჩემს დაცვას მომავალი იმედგაცრუებებისგან. ძლიერ ქალს რომ ძნელად ჩაგრავენ მამაკაცები, ესეც ხომ ფაქტია?! ვერ გავიმეტებდი საკუთარ თავს ვიღაცის მონობისთვის. მამაკაცების ძალიან დიდ უმრავლესობას მოსწონს და უნდა მბრძანებლობა. თუ ოდნავი საშუალება მიეცი ამისა, შანსს აუცილებლად გამოიყენებს.
– გათხოვებამდეც ასე ფიქრობდით?
– მეტ-ნაკლებად. 33 წლის გავთხოვდი. გავაჩინე ორი შვილი და უარს არ ვიტყოდი, ოჯახზე მთელი პასუხისმგებლობა ჩემს ქმარს რომ აეღო. რატომაც არა. თუმცა, ისიც ვიცოდი, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს – ჩემი ქმრის ერთპიროვნულ მბრძანებლად ჩამოყალიბება... არც შევმცდარვარ. ერთ დღეს ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, რომ სხვასთან მიდის.
– ეს მოულოდნელი იყო თქვენთვის?
– გაგიკვირდებათ, მაგრამ არა. ზედმეტად ემოციური და რომანტიკული არ ვარ. არც ღრუბლებში დავფრინავ. ყოველთვის ვიცოდი, რომ მამაკაცების უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა და ამიტომ არ გამოვრიცხავდი ჩემი ქმრის შემთხვევაშიც იმავეს. მაგრამ ქმარს მაინც ვუთხარი – როგორ შეგიძლია, ეს ასე მშვიდად მითხრა-მეთქი. შენ კი როგორ შეგიძლია, ისტერიკის გარეშე მომისმინოო. ანუ, უნდოდა, გადარეულს მეყვირა და მეტირა, წარმოგიდგენიათ?! ეგრევე აზრზე მომიყვანა ამ შოკურმა თერაპიამ. საკუთარ თავს ვუთხარი, ჩემს ქმარს იმ სიამოვნებას არ მივანიჭებ, რომ გატეხილი, დაჩაგრული მნახოს-მეთქი...
– არცერთხელ არ გიტირიათ?
– ჩემთვის როგორ არ მიტირია, მაგრამ, არავისთვის მიჩვენებია, არც უახლოესი მეგობრებისთვის. ამით არ ვამაყობ, უბრალოდ, გეუბნებით. რა საჭირო იყო, რას გამიკეთებდნენ ისინი, ჩემი მეგობრები – მხოლოდ შემიცოდებდნენ, ხომ ასეა?! ჩემი პრობლემა მაინც ჩემი გადასაჭრელი იყო. ზოგადად, ყველა თავად აგვარებს საკუთარ პრობლემებს და წუწუნი ამაში მხოლოდ ხელს გვიშლის. რაც მეტს შეგიცოდებენ, მით უფრო შეიცოდებ საკუთარ თავს. დაელოდები მხსნელს, ვიღაც გადამრჩენელს; ჩამოუშვებ ხელებს და დეპრესიამდეც ერთი ნაბიჯი დაგრჩება. მე ეს არ მინდოდა, მით უმეტეს – მარტოდ დარჩენილს. თან, შვილებზეც უნდა მეზრუნა. ძალიან სწრაფად, მყარად უნდა დავმდგარიყავი ფეხზე. მგონი, საღად ვმსჯელობ. წუწუნი, ტირილი და თავის შეცოდება ფუფუნებაა და მე ამ ფუფუნების უფლებას ვერ მივცემდი საკუთარ თავს. გესმით, ხომ, ჩემი? ჰოდა, მომაწებეს კიდეც ძლიერი ქალის იარლიყი.
– ანუ, ძლიერი ქალები ბედნიერები არ არიან?
– მე ვიტყოდი, ნაკლებად. შეიძლება, სხვას სხვა აზრი აქვს, მაგრამ, კაცთან ურთიერთობაში სისუსტით შენიღბული ძლიერების ჩვენებაა აუცილებელი. თუმცა, მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. არასოდეს გამომდიოდა და, ალბათ, არც არასდროს გამომივა.
– ფიქრობდით იმაზე, რომ სწორედ ამ სიძლიერებით დაიბრუნებდით ქმარს?
– არა, არანაირად, იმიტომ რომ მითხრა, შენ ქმარი აშკარად არაფერში გჭირდება, მცდელობაც კი არ გქონია ჩემი შეჩერებისო. თითქოს, კისერზე რომ ჩამოვკიდებოდი, დარჩებოდა. უბრალოდ, შეურაცხყოფილი დარჩა, ასე ვთქვათ, „გაუტყდა“, რომ მისთვის არ ვიბრძოლე, ის ვიღაც ქალი არ ვათრიე თმით და ასე შემდეგ.
– ხომ არ ნანობთ, რომ სწორედ ასე არ მოიქეცით?
–  არა, მაგრამ, მაინტერესებს, როგორ მოიქცეოდა ჩემი ქმარი ასეთ შემთხვევაში. მითხრა, შენი სიხისტითა და ძლიერებით შიშსაც კი იწვევ ჩემში. რომ დამენახა შენი უსუსურობა, იქნებ, კარის გახურვა ვერც კი მომეხერხებინაო. და, რა, ასე სიბრალულ-შეცოდებაში მეცხოვრა? მცოდნოდა ის, რომ, ქმარი, ამიტომ არის ჩემთან, რომ ვებრალები? შეიძლება, მე ახლა ბედნიერი არ ვარ, მაგრამ, მაშინაც არ ვიქნებოდი ბედნიერი. ჩემი ქმრის ფრაზებს ეტყობოდა, რომ სხვანაირი ქალის გვერდით უნდოდა ცხოვრება, ისეთის, მუდმივად ქმრების ნივთებში, მობილურში რომ იქექებიან – არიქა, რამე ვიპოვოო. მითხრა, ვერც კი შეამჩნიე, საყვარელი რომ მყავდა, იმდენად არ გაინტერესებდა ჩვენი ურთიერთობაო. იმას ვერ მიხვდა, რომ მიყვარდა და ვენდობოდი. მითხარით, რაში მჭირდებოდა ასეთი მამაკაცი, ან ახლა რაში მჭირდება?
– ისევ ქმართან ხართ? ამის თქმა გინდათ?
– ზუსტად სამ კვირაში მობრუნდა უკან. შემოვუშვი, თუმცა, არ მისაუბრია მასთან და არც ურთიერთობა გამირკვევია. უბრალოდ, კარი გავუღე და შემოვიდა. უკვე ორი თვეა, ასე ვცხოვრობთ – ერთ სახლში, ოღონდ, ის თავისთვის არის, მე ჩემთვის. იმას კი უნდა, ყველაფერი ძველებურად იყოს, მაგრამ, მე არ შემიძლია. ვერ ვიქნები მოსულელო ქალი და ვერ ვითამაშებ გახარებული, ქმარზე გადარეული ცოლის როლს, გამორიცხულია.
– თქვენი ძლიერება გიშლით ხელს ქმართან ურთიერთობაში?
– შეიძლება, არ გამოვრიცხავ. მე ამაყი ვარ, მესმის საკუთარი თავის ფასი და ვერანაირი სიყვარულის გამო ვერ ვიქნები უთავმოყვარეო ჩვარი. ჩემი აზრით, სიყვარული არ არის უაზრო გრძნობა, პირიქით, საკმაოდ მაქვს გაცნობიერებული. მე სიყვარული ასე წარმომიდგენია – ორი თავისუფალი, ღირსეული, თანაბარუფლებიანი ადამიანის კავშირი.
– ანუ, ქმარს არასოდეს აპატიებთ ღალატს?
– პატიებაა უკვე, ჩვენთან რომ ცხოვრობს. მე სისუსტეში ვუთვლი იმას, რომ ჯერ წავიდა, მერე კი უკან დაბრუნდა – ასეთი კაცი საკუთარ თავს არ სცემს პატივს. ვნახოთ, რა მოხდება. შვილებს უნდათ და სჭირდებათ მამა, მისი ყოველდღიური ყურადღება, სიახლოვე და მე ამას ხელს ვერ და არ შევუშლი, თუმცა, არ ვიცი, ვაჩვენებ თუ არა იმ სისუსტეს, რომლის დანახვაც, შეიძლება, ჩემს ქმარს უნდა. ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ, მე მიჭირს ამის გაკეთება.

скачать dle 11.3