კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„... მთელი ალექსანდრია გაოცდება“
წმიდა იოანე მოწყალეს ძმისწული გიორგი ერთმა კაცმა გაანაწყენა და შეურაცხყოფა მიაყენა. იგი მივიდა თავის ბიძასთან და ცრემლიანმა უამბო მისთვის მიყენებული მძიმე წყენის შესახებ. ღვთის კაცმა ნახა, რომ გიორგი ძლიერ გაბრაზებული იყო და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს თვითონაც განრისხდა.
– როგორ გაბედა დაბალი წარმოშობის ადამიანმა პატრიარქის ძმისწულის შეურაცხყოფა! – წამოიძახა მან, – ღმერთია მოწმე, რომ სამაგიეროს გადავუხდი შეურაცხმყოფელს: მას ისე მოვექცევი, რომ მთელი ალექსანდრია გაოცდება.
ახალგაზრდა კაცმა ბიძის სიტყვები სიმართლედ მიიჩნია და ძალიან გაუხარდა.
მაგრამ უეცრად, იოანეს ხმა შეეცვალა და სინაზით აღსავსე ხმით გამოუტანა მას განაჩენი:
– მისმინე, გიორგი! თუ გსურს, რომ ჩემი ძმისწული გერქვას, უნდა აიტანო არა მხოლოდ წყენა, არამედ შეურაცხყოფაც. ღვთის გულისათვის ყველაფერი უნდა მიუტევო მოყვასს. თუ გსურს, რომ დიდსულოვანი იყო, მაშინ სათნოებებში ეძიე მადლი და არა წარმომავლობაში, რადგან წინაპრები კი არ გვაცხოვნებენ, არამედ, ღვთივსათნო ცხოვრება. ცნობილი ადამიანის შვილი თუ ძმისწული, რომელსაც სათნოებანი არ გააჩნია, გაღატაკებული მდიდრის შვილს ჰგავს.
ღირსი მოსაგრის ასეთი დამოძღვრით შეძრულ ძმისწულს თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ ეს უწინდებულივით სიბრაზისა და სანაცვლოს მიგების სურვილით როდი იყო გამოწვეული, არამედ, სირცხვილითა და სინანულით.
მაგრამ იოანე ამით არ დაკმაყოფილდა. მან მოიხმო საეკლესიო მშენებელი და უბრძანა, ის მდაბიო, რომელმაც გიორგის შეურაცხყოფა მიაყენა, საეკლესიო გადასახადისგან გაეთავისუფლებინა. თავისი დაპირებისამებრ, ასე მოექცა წმიდა მამა შეურაცხმყოფელს და ამით მართლაც გააოცა მთელი ალექსანდრია.
ყოველგვარი შეურაცხყოფა კეთილ საქმედ მიიჩნიე, რამეთუ იგი ამდაბლებს ამპარტავან სულს და ამით აახლოებს მას ღმერთთან.

მოძულეს სათნოება არ ძალუძს
ქრისტიანების დევნის დროს, რწმენის გამო დააპატიმრეს ორი ძმა, რომლებიც ერთმანეთზე გაბოროტებულნი იყვნენ. ჩვეულებრივი დაკითხვის შემდეგ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ერთმა მეორეს უთხრა: „შევრიგდეთ, საყვარელო ძმაო! ხვალ ღვთის წინაშე წარვდგებით.” მაგრამ ძმამ მისი მოსმენაც არ ისურვა.
მეორე დღეს ისინი დასასჯელად მიიყვანეს და, რა მოხდა?! ის ძმა, რომელმაც შერიგებაზე უარი თქვა, ქრისტეს განუდგა; ხოლო მეორე, რომელმაც ძმას შეუნდო, ქრისტეს რწმენისთვის აღესრულა. გაოცებულმა ჯალათმა პირველს ქრისტეს უარყოფის მიზეზი ჰკითხა, მისგან კი შემდეგი პასუხი მოისმინა: „მასთან შერიგებაზე გადაჭრილი უარის თქმისთანავე, მეყსეულად დამტოვა ღვთის შემწეობამ და ძალამ – აი, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უარი ვთქვი ქრისტეს რწმენაზე“.
სიძულვილით სავსე კაცი, რომელიც განუწყვეტლივ ეძებს სხვადასხვა საშუალებას, რათა ბოროტება გაუკეთოს მას, ვინც ეჯავრება, აღარ ჰგავს ადამიანს, არამედ სრულიად ემორჩილება დამღუპველ სულს; და განა ძალუძს მას რაიმე სათნოების აღსრულება, რასაც ღვთისა და მოყვასის უდიდესი სიყვარული ესაჭიროება?!

скачать dle 11.3