კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ამისთანა იმბეცილები გინახავთ?“

ანუ გვინახავს

რაკი ისე მოხდა, რომ სოციალური ქსელები ლამისაა ჩვენი არსებობის გამართლებად იქცეს და, თავისთავად ცხადია, აზრთა ფრქვევისაც (თუ გულზე ხელს დავიდებთ: ხანდახან, თუ უფრო ხშირად არა, უსაგნო და არაფრისმთქმელის), სწორედ სოციალური ქსელით შევიტყვეთ ოპერატიულად, თუ რას ფიქრობს ერთ დროს ჩვენი ნომერ პირველი დიპლომატი ბ-ნი გრიგორ ვაშაძე რფ-ისა და „იუჟნაია ოსეტიის“ ნომერ პირველი დიპლომატების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე, სახელწოლებით, „სახელმწიფო საზღვრის შეთანხმება“.
სახელდობრ, იგი, ანუ ბ-ნი ვაშაძე წერს: „რუსეთი ცხინვალის რეგიონის „სამართლებრივ“ ანექსიას ამთავრებს (ერთი ისაა, არ დაუზუსტებია, როდის დაიწყო) დღეს მოსკოვში საოკუპაციო რეჟიმთან „ხელშეკრულების“ ხელმოწერით“.
მაგრამ მხოლოდ ამ შეფასებით არ შემოფარგლულა: „ლავროვი მოსკოვიდან თითს უქნევს თბილისს და მკაცრი ზომებით გვემუქრება ჩვენი ევროატლანტიკური არჩევნის გამო.“
თუმცა ბოლოსკენ დიპგზას გადაუხვია და სათქმელი პირდაპირ გვაჯახა: „რით არის დაკავებული ყრუ პროვინციალების გაერთიანება, თავის თავს „ხელისუფლებას“ რომ ეძახის? ვენდეტით: უკრაინისგან პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა ისინი უკვე სამჯერ გააგზავნა სამი ასოსკენ გრძელ სექსუალურ მოგზაურობაში . ამისთანა იმბეცილები გინახავთ?“
მე არ შევუდგები იმის ახსნას, რომ ხელისუფლება არჩევნებითაა მოსული, მხოლოდ ბოლო კითხვას გავცემ პასუხს – „ამისთანა იმბეცილები გინახავთ?“
– გვინახავს და მეტი არა?! თქვენ წარმოიდგინეთ, 2008 წლის ომის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამინისტრო ჯიბეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი უმშვენებდა. –

скачать dle 11.3