კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვულკანფრქვევა

გამეორება მუქარის დედააო

თუმცა ადრეც არაერთხელ დაგვმუქრებიან, ჩვენი ოკუპანტი რფ-ის ნომერ პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ შემოგვიძახა (გამეორება მუქარის დედააო): „თუ „ნატო“ საქართველოს ალიანსში ჩათრევის პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.“ და პატ. ლავროვს სულაც არ აღელვებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ საკუთარი ნებით მივისწრაფით.
რაც მთავარია, ეს მუქარა „იუჟნაია ოსეტიას“ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართული პრესკონფერენციიდან შემოგვითვალა (რათა მეტი სიცხადით გვეგრძნო ჭეშმარიტება: „დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი“).
ამის საპასუხოდ თუ სხვა მიზეზით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბ-ნმა აბაშიძემ განაცხადა, რომ, ჯერ ერთი, თბილისსა და მოსკოვში კარგად იციან, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას და, მეორეც, „ნატოს“ სასწავლო ბაზა სასწავლო ბაზა იქნება და არა სამხედრო ინფრასტრუქტურაო.
ამის თქმა და გულანთებულ მედასავლეთეთა აღშფოთების ვულკანის ამოხეთქვა ერთი იყო, პათოსით, ქვეყანამ ორიენტაცია იცვალაო, და მერე რა, რომ თვით „ნატოს“ მაღალჩინოსნები აგერ უკვე მერამდენე წელია, გვიმტკიცებენ, „ნატოს“ წევრობამდე შორიაო.
განსაკუთრებული აქტივობით (მოთქმითი ხასიათის) „ნაცმოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ გამოირჩეოდნენ  და განგაშის ზარებს ზარებზე არისხებენ. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ქალბატონმაც შემოგვაშველა კომპეტენტური აზრი, სახელდობრ, ბრძანა, „აბაშიძის განცხადება არის საგანგაშო, რადგან გამოავლინა მთავრობის რეალური პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგის პრიორიტეტი საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება არ არის“.
ბუნებრივია, ქ-ნმა ნამინისტრალმა სხვებზე უკეთ იცის, რა პერსპექტივა აქვს ჩვენი ქვეყნის „ნატოში“ გაწევრიანებას, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური ქულები უფრო ძვირფასია. –
ასეა თუ ისე, კვლავ უპასუხოდ რჩება კითხვები: თუკი, 2008 წლის მსგავსად კვლავ დაიძრებიან რუსული ტანკები, ვინ შეებმება მათ? უფრო ზუსტად, რამდენი ჩვენი მოქალაქეა მზად, საკუთარი თავი მიიტანოს „ნატოს“ წევრობისთვის სამსხვერპლოზე თუ გუმანში თბილისამდე კიდევ ერთი დიდი გამორბენი გვაქვს?!

скачать dle 11.3