ოკუპანტები + სეპარატისტები
და ჩაძინებული ქართველი დიპლომატები
ამ ჟენევაში ბევრი ვიდავეთ თუ ცოტა, ამ ჩვენმა სულზე უტკბესმა პარტნიორმა აშშ-მა სავიზო პოლიტიკა აფხაზეთის იმ მკვიდრთათვის შეარბილა, რომლებიც საზღვარს აფხაზეთში მდებარე რუსეთის საელჩოში აღებული პასპორტებით გადაკვეთენ.
ამ სიახლეს აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი ჩირიკბა ფრიად ცხოველი ჟივილ-ხივილით გამოეხმაურა, თუმცა დანანებით შენიშნა, რომ „ევროკავშირის ქვეყნებთან: გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ბელგიასთან ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებით“, ოღონდ, სამწყსო დაამშვიდა, რომ „დოკუმენტების ცნობის საკითხი ბრიუსელშიც განიხილება (ჩვენს დიპლომატებს, ეტყობა, საღათას ძილით ჩასძინებიათ)“ და იმედი აქვს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მკვიდრთ გზა აქეთ – ევროპის, იქით კი – აშშ-სკენ გაეხსნებათ (სხვა საქმეა, „ნა კაკიე შიში“ იმოგზაურებენ, ანუ რა თავში იხლიან შერბილებულ ვიზებს).
მეორე მხრივ, გასულ კვირასვე შევიტყვეთ, რომ ბ-ნი სურკოვი აფხაზეთის გულში დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა, რომელსაც, სხვა საკითხებთან ერთად, აუწყა, რომ დროა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარი გაუქმდეს, რასაც ისედაც ითვალისწინებს ჩვენ ორს შორის 2014 წელს გაფორმებული შეფანხმებაო.
სრულიად აფხაზეთის საზოგადოება ამ ამბავს სიხარულით შეეგება (იმიტომ რომ, ფსოუზე საზღვრის გადაკვეთა საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს უქმნით), როგორც აშშ-სკენ გზის გახსნას, თუმცა საყოველთაოდაა ცნობილი, რომ დასავლეთი მათთვის მხოლოდ ერთსქესიან ქორწინებებთან ასოცირდება.
ეს მათი სიხარული კი გვაეჭვებს, რომ ეს ორი უსაზღვრო – ჩვენი ოკუპანტი და სეპარატისტი – ერთმანეთზე დასაქორწინებლად ხომ არ ემზადება?! –