კოლოფი ჩაისთვის
კოლოფი ჩაისთვის
ჩაის პაკეტების შესანახად შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ ძალიან ლამაზი, ორიგინალური ყუთი, რომელსაც სამშვენისადაც გამოიყენებთ. აიღეთ ორცხობილების ყუთი და შეღებეთ ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ ფერად. დააკვირდით სურათებს. ყუთის შიგნით უნდა მოათავსოთ ჭრელი მუყაოსგან დამზადებული პატარა ტიხრები და შემდეგ თითოეულ უჯრაში თითო სახეობის ჩაის პაკეტებს შეინახავთ. რაც შეეხება ყუთის თავსახურს, შეგიძლიათ, ზემოდან სილიკონის წებოთი დააწებოთ ძველი ჩაიდნის ფაიფურის თავსახურები, ან, იმავე ჭრელი მუყაოსგან გამოჭრილი პატარა ჩაიდნები, ისე, როგორც სურათზეა.
დაკიდებული ბაღები
აივანზე მშვენიერ დაკიდებულ ბაღებს მოიწყობთ. დააკვირდით სურათს. გამოიყენეთ შუაში გაჭრილი პლასტმასის მილები. გახვრიტეთ თავსა და ბოლოში, გაუკეთეთ ჩამოსაკიდი ლითონის თოკები და ერთმანეთის პარალელურად თანაბარი დაშორებით დაამაგრეთ. თითოეულში ჩაყარეთ მიწა და ჩარგეთ მასში სხვადასხვა სახეობის ყვავილი. დაკიდეთ აივნის მოაჯირის ზემოთ. ძალიან ლამაზია. თუ ცოცხალი მცენარეების მოვლა არ გიყვართ, ხელოვნური ყვავილები ჩაამაგრეთ.