სალათა ავოკადოთი და კივით
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის ფილე, 250 გრამი ქამა სოკო, 1 ცალი ავოკადო, 2 კვერცხი, 50 გრამი ყველი, 50 გრამი შავქლიავა, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 2 ცალი კივი, 1 შეკვრა მაიონეზი, 1 სადილის კოვზი მწვანე ზეთისხილი, ზეთი – მოსაშუშად, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათმის ხორცი მოხარშეთ და გააგრილეთ. სოკო თხლად დაჭერით და ზეთში შეწვით. კვერცხი მაგრად მოხარშეთ. ავოკადო წვრილად დაჭერით და ლიმონის წვენი მოასხით. თეფშზე ფენა-ფენა მოათავსეთ დაჭრილი ქათმის ხორცი, შემწვარი სოკო, მოხარშული კვერცხი, ავოკადო და წვრილად დაჭრილი შავქლიავა. თითოეულ ფენას მოაყარეთ მარილი და პილპილი და წაუსვით მაიონეზი. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი, მორთეთ კივის ნაჭრებითა და მწვანე ზეთისხილით.