ქათმის კატლეტი
საჭირო ინგრედიენტები: 500-600 გრამი ქათმის ფილე, 1 თავი ხახვი, 1 კვერცხი, 2 ნაჭერი „ბატონი“ (პური), 150 გრამი მაგარი ყველი, მარილი, შავი პილპილი (გემოვნებით) ფქვილი, ზეთი.
მომზადების წესი: ფილე, ხახვი და „ბატონი“ ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში. დამატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და ფარში კარგად მოზილეთ. ყველი დაჭერით კუბიკებად. ხის ფიცარზე დაყარეთ ცოტა ფქვილი, დადეთ მასზე ფარშის პატარა გუნდა და შუაგულში ჩაუდეთ ყველი, მიეცით კატლეტის ფორმა და შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.