გამომცხვარი ხორცი კარტოფილით
საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, 1 კილოგრამი კარტოფილი. 2 ჩაის კოვზი მდოგვი, 3 კბილი ნიორი, 1 ცალი როზმარინის ტოტი, ზეითუნის ან სიმინდის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, მარილი, თეთრი და შავი პილპილი – მარინადისთვის, 0,5 ჭიქა საფანელი, 1 კონა მწვანილი, 75 გრამი კარაქი.
მომზადების წესი: ხორცის ნაჭერი რამდენიმე ადგილას ბასრი დანით ღრმად ჩაჭერით.მარინადი: დანაყეთ ორი კბილი ნიორი, დაუმატეთ მდოგვი და ზეითუნის ზეთი და აურიეთ კარგად. ჩაუმატეთ როზმარინი, ლიმონის წვენი, თაფლი, უყავით მარილი, შავი და თეთრი პილპილი და ამოურიეთ.
ამ მარინადში ჩააწყვეთ ხორცის ნაჭრები ან მთლიანი ნაჭერი და გააჩერეთ ორი საათით (დროდადრო ამოაბრუნეთ). ამოიღეთ ხორცი მარინადიდან, დადეთ გამოსაცხობ ტაფაზე, წაუსვით ზეთი (მარინადი არ გადაასხათ) და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. ხანდახან გამოიღეთ და მოასხით მარინადი. კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ. უკვე მოხარშული გაჭერით შუაზე (არ ჩახარშოთ, აჯობებს, ოდნავ უმი დარჩეს). შემოუწყვეთ ხორცის ნაჭერს და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ხორცს დაადეთ კარაქი, მოაყარეთ საფანელი და ისევ მოათავსეთ აირღუმელში. ათი წუთის შემდეგ გამოიღეთ. დანაყეთ ერთი კბილი ნიორი და შეურიეთ კარაქს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, კარგად ამოურიეთ და უკვე მზა კარტოფილს ზემოდან წაუსვით.